December 3, 2024

ლევან მაისაშვილმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

19 მარტს, თბილისის დროით 23:00 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ესპანეთის ქალაქ ბადახოსში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

„ბორჯღალოსანთა“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ამ თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა.

 

რაგბი ევროპამ ჩემპიონატის ფორმატი, რომელიც საქართველოს ნაკრებს აქამდე 14-ჯერ აქვს მოგებული, წელს შეცვალა და ისე მოხდა, რომ „ბორჯღალსნებს“ ფინალში შეუძლიათ ტურნირზე მე-100 გამარჯვება (118 მატჩში) მოიპოვონ. ამასთან, საქართველო დაუმარცხებელი მატჩების სერიას 29-მდე გაზრდის და თავისივე რეკორდს მოხსნის, რომელიც 2012-17 წლებში დაამყარა (28 მატჩი – 27 მოგება და 1 ფრე).

 

ლევან მაისაშვილმა უკვე დაასახელა ის 23 მოთამაშე, რომლებიც ისტორიულ ფინალში საქართველოსთვის რიგით მე-15 ტიტულის მოპოვებას ეცდებიან.

 

ნახევარფინალში რუმინეთთან 31:7 მოგების შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილებაა – სამი შერკინებაში და ერთი ხაზში. ტრავმის შემდეგ გუნდს უბრუნდება შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე, რომელმაც წინა შეხვედრები ტრავმის გამო გამოტოვა. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს გიორგი ცუცქირიძემ და ბექა საღინაძემ.

 

უცვლელია მეორე ხაზი, სადაც ნოდარ ჭეიშვილი და კოტე მიქაუტაძე დაწყვილდებიან. მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე თამაშს ბექა გიგაშვილი იწყებს. როტაციის პრინციპით შეიცვალა მარცხენა ბურჯი და კვაჭი – ფინალში თამაშს ნიკა აბულაძე და შალვა მამუკაშვილი იწყებენ.

 

შერკინების მარქაფაში გადაინაცვლეს გურამ გოგიჩაშვილმა და გიორგი ჭყოიძემ, ასევე მესამეხაზელმა თორნიკე ჯალაღონიამ. მარჯვენა ბურჯის შემცვლელი კვლავ გურამ პაპიძეა, მეორე ხაზში კი ლადო ჩაჩანიძეს ვიხილავთ.

 

ხაზში, ტრავმირებული გიორგი კვესელაძის ნაცვლად, მარქაფიდან სასტარტოში დაწინაურდა დემე თაფლაძე, რომელიც ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს შეუწყვილდება. ფრთებზე აკა ტაბუცაძე და სანდრო თოდუა დადგებიან. ფულბეკის პოზიციაზეა დავით ნინიაშვილი. უცვლელია ღერძი – ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე.

წაკითხვა 318 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 19 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.