"სპორტის სამყაროში ჩემი განვლილი გზა მარტივი არ ყოფილა, უამრავი დაბრკოლების გადალახვა მომიწია"- ნოდარ ეგაძე
თავისუფალი სტილით ჭიდაობა ქართველ ახალგაზრდებში უკვე წლებია, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. სპორტის ეს მიმართულება ორთაბრძოლის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა, რომელიც ათლეტისგან ფიზიკურ სიძლიერეს და ხასიათის სიმტკიცეს მოითხოვს.
ამ სტილის ჭიდაობაში საქართველოს მრავალი ოლიმპიური, მსოფლიო და საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ნოდარ ეგაძე.
ქართველმა ფალავანმა ნოდარ ეგაძემ საკუთარი მრავალწლიანი წარმატებული კარიერის მანძილზე, საქართველოს გამარჯვება მრავალგზის მოუტანა სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ნოდარ ეგაძე არის კისრის სროლის ტექნიკის ოსტატი, რომელმაც შექმნა საკუთარი უნიკალური წაქცევის სტილი ბრუნვის განსაკუთრებული გამოყენებით. ის სხვა სპორტსმენებისგან სწორედ ამ ილეთის გამოყენებით გამოირჩევა. ამ ფაქტმა მას ძალიან გაუთქვა სახელი. როგორც თავად აცხადებს სპორტის სამყაროში მის მიერ განვლილი გზა არც თუ ისე მარტივი იყო. სწორედ თავდაუზოგავმა შრომამ მას არაერთი წარმატება მოუტანა ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ.
საკუთარ მიღწევებზე FirstNews.ge-ს ნოდარ ეგაძე თავად ესაუბრა.
- როდის დაიწყო თქვენი სპორტული ცხოვრება და შემდეგ კი კარიერა?
- ჩემი სპორტული ბიოგრაფია 12 წლის ასაკიდან დაიწყო და მას შემდეგ ცხოვრების სტილად იქცა.
სპორტის სამყაროში ჩემი განვლილი გზა მარტივი არ ყოფილა, უამრავი დაბრკოლების გადალახვა მომიწია და თავდაუზოგავად შრომა დამჭირდა. თუმცა, სირთულეების მიუხედავად არასდროს მითქვამს მასზე უარი. ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შესძლებოდეს და არჩევანის წინაშე რომ ვიდგე ისევ ამ გზას ავირჩევდი, რადგან სპორტი ჩემი ცხოვრების ნაწილია. მან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჩამომაყალიბა.
- როგორ მიაღწიეთ წარმატებას და როგორი იყო ეს გზა?
- არაერთი წარმატება მქონდა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც. რა თქმა უნდა, გამარჯვება ნაბიჯ-ნაბიჯ მოდიოდა, დაუღალავი შრომის შედეგად.
2012წელი - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში - მე-2 ადგილი (84კგ);
2013 წელი - საქართველოს თასი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში - მე-2 ადგილი (84კგ);
2014 წელი - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში - მე-3 ადგილი (86კგ);
2015 წელი - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში - მე-3 ადგილი (86კგ);
2016 წელი - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში - მე-3 ადგილი (86კგ);
2017 წელი - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში - მე-2 ადგილი (92კგ).
- რა მიღწევები გაქვთ საქართველოს გარეთ?
- უნიკალური წაქცევის სტილი, ბრუნვის განსაკუთრებული გამოიყენებით - ეს ილეთი ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მოვიგონე. ამ ტექნიკით მოვიგე საქართველოს გარეთ მსოფლიო ჩემპიონატი და გავაგრძელე მისი განხორციელება სხვადასხვა ტურნირებზე.
ჩემი ტურნირების შედეგები კი ასეთია:
ჩემი ილეთის გაზიარებისთვის და მასტერკლასების ჩასატარებლად კი მიწვეული ვიყავი გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ინდოეთსა და აშშ-ში. 2017 წლის დასაწყისში კი ოფიციალურად მიმიწვიეს ინდოეთში, რათა ჩემი უნიკალური ილეთი გამეზიარებინა მათთვის.
- FirstNews.ge თქვენს საქმიანობაში წარმატებას გისურვებთ.
- დიდი მადლობა.
ავტორი: ნინო ოთარაშვილი
სიახლეები
- "ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 აპრილისთვის
- "განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება კლიმატის ცვლილების შემარბილებელი პროცესია" - თამარ მალანია
- "შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან" - ილჰამ ალიევი
- "უცხოურმა აგენტურამ სცადა, რომ 9 აპრილიც გამოეყენებინა საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად" - ირაკლი კობახიძე