,,ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე"- კახა კალაძე
დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრას ალბანეთში გამართავს. თამაშის საჯარო ჩვენება კი, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.
საჯარო ჩვენების სამზადისს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. მან ეროვნულ ნაკრებს წარმატებები უსურვა.
„დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ჩვენი ეროვნული ნაკრები ალბანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. ძალიან ძლიერი მეტოქეა, რთული შეხვედრა იქნება. მინდა ჩვენს ბიჭებს წარმატებები ვუსურვო.
ვიცი, როგორ ელოდება ქართველი გულშემატკივარი ამ თამაშს. შესაბამისად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გვაქვს საშუალება, ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ბიჭებს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მობრძანდეს. ძალიან დიდი ეკრანი უკვე დაყენებულია. ასევე, ტერიტორიაზე კვების ობიექტები განთავსდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი 11 სექტემბრის 02:00 საათამდე იმოძრავებს.
სიახლეები
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
- ,,გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე-მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი" – ივანე ჩხაიძე
- სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ
- ,,რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად"- გიორგი ვოლსკი
- მასშტაბური აქციები ამერიკაში – მოქალაქეები ტრამპის საიმიგრაციო ზომებს აპროტესტებენ
