"ეს დიდი მიღწევაა და ვამაყობ ჩვენი გუნდით" - გიორგი ტატულაშვილი
„1998 წლიდან საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ვარ, როგორც სპორტსმენი, 2015 წლიდან კი - როგორც მწვრთნელი. მოვიგე არაერთი ეროვნული და საერთაშორისო ტურნირი საქართველოში.ვიასპარეზე და მოვიგე ძიუდოს მთავარი ეროვნული და საერთაშორისო ტურნირები და მოვამზადე სპორტსმენების ახალი თაობა, რომლებიც ცნობილები არიან როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე,”- ამის შესახებ Firstnews.ge- თან საუბარში სპორტსმენი გიორგი ტატულაშვილი აცხადებს.
დიახ, მის სპორტულ კარიერაში და შემდეგ უკვე მწვრთნელობის ამპლუაში უამრავი გამარჯვება ირიცხება. ძიუდო - (სპორტის ეს სახეობა) ბავშვობის გატაცება, მან ჯერ საყვარელ საქმიანობად აქცია და შემდეგ უკვე წარმატების მწვერვალები დაიპყრო. სპორტსმენის განსაკუთრებული კარიერის გამო, 2015 წლიდან სთავაზობდნენ ძიუდოს ეროვნული მწვრთნელის თანამდებობას
“ძიუდოს დარგში ჩემმა გამორჩეულმა შესაძლებლობებმა, რაც ადასტურებს დიდ ეროვნულ და საერთაშორისო შეჯიბრებებში მიღწეული წარმატებების თანმიმდევრულ გამოცდილებას, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთაც მოიპოვა აღიარება. უფრო მეტიც, გავაუმჯობესე და დავამატე ჩემი საკუთარი გადახვევა Takedown-ის ტექნიკაში - უჩი მატა, რომელიც არის მთავარი წვლილი ძიუდოს სპორტში.
აქედან გამომდინარე, ჩემი სპორტსმენების შედეგები მართლაც, რომ შესანიშნავია, რადგან მათ გადავეცი ჩემი მთელი გამოცდილება და ტექნიკა, რომელიც შევიმუშავე ჩემი სპორტული კარიერის განმავლობაში.
2015 წლიდან არაერთ სპორტსმენთან ვმუშაობ და წარმატებული მოსწავლეები მყავს. მათ შორის არიან:
ლუკა მაისურაძე, რომელმაც უკვე რამდენიმე ჯილდო მოაგროვა მსოფლიო ასპარეზზე:
2017 წლის 15 აპრილი, სანკტ-პეტერბურგის ახალგაზრდული ევროპის თასი - მე- 2 ადგილი;
2017 წლის 15 სექტემბერი იუნიორთა ევროპის ჩემპიონატი - მე-2 ადგილი;
2018 წლის 14 აპრილი, სანკტ-პეტერბურგი ევროპის თასი - პირველი ადგილი;
2018 წლის 13 სექტემბერი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი - პირველი ადგილი;
2018 წლის 17 ოქტომბერი, მსოფლიო ჩემპიონატი - მე-3 ადგილი.
ვაჟა მარგველაშვილი - ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე/ სპორტსმენია, რომლის სახელზეც არაერთი გამარჯვება ირიცხება:
2016 წლის 25 მარტი, გრან პრი თბილისი - პირველი ადგილი;
2016 წლის 21 აპრილი, ევროპის ჩემპიონატი უფროსი ასაკის, ყაზანი - პირველი ადგილი
2017 წელი 24 თებერვალი, დიუსელდორფის გრან პრი - პირველი ადგილი;
2018 წლის 25 30 მარტი თბილისის გრან პრი - პირველი ადგილი;
2018 წლის 27 ოქტომბერი, აბუ დაბის გრან პრი- პირველი ადგილი;
2018 წლის 16 ნოემბერი, ჰააგის გრან პრი - პირველი ადგილი.
ბექა ღვინიაშვილი - ისიც ერთ-ერთი განსაკუთრებულია საკუთარი წარმატებით:
2013 წლის 24 ოქტომბერი მსოფლიო ჩემპიონატი ლუბლიანა - პირველი ადგილი;
2014 წლის 28 მარტი, გრან-პრი სამსუნ- პირველი ადგილი;
2015 წლის 20 მარტი, გრან პრი თბილისი - პირველი ადგილი;
2015 წლის 25 მაისი, ოსტატი მაროკო - პირველი ადგილი;
2016 წლის 11 ნოემბერი, 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი - პირველი ადგილი;
2018 წლის 1 სექტემბერი ბრატისლავის უფროსი ევროპის თასი- პირველი ადგილი.
ამ გამარჯვებებიდან კარგად ჩანს, რომ ჩვენ უამრავი წარმატება გვქონდა,“ -აღნიშნა ჩვენთან საუბარში გიორგი ტატულაშვილმა.
როგორც ის აცხადებს, ყოველი გამარჯვება მისთვის განსაკუთრებულ ემოციებთან ასოცირდება და უფრო მეტ მოტივაციას უჩენს, რომ სხვადასხვა გამარჯვებები მოიპოვოს.
„როგორც სპორტული კარიერის დროს, ასევე, მწვრთნელობის დროს, ეს საქმიანობა შრომატევადია. ასევე, ძალიან ძნელია ამ სფეროში წამატების მიღწევაც. მაგრამ, თუ სპორტსმენი მონდომებულია და გარკვეული მწვერვალების დაპყრობა სურს, საკუთარი შრომის შედეგად აუცილებლად მიაღწევს მას.
ძიუდო ზოგადად საქართველოში კარგადაა განვითარებული. მოგეხსენებათ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ მიუხედავად ამის ძალიან ბევრი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები გვყავს. ეს კი ამ მასშტაბის ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრი წარმატებაა.
ჩემი გუნდის ისტორიაში, მართლაც, რომ არაერთი გამარჯვებაა ჩაწერილი. ეს დიდი მიღწევაა და ვამაყობ ჩვენი გუნდით. მე კი მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მათ გავუზიარო, რათა მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება გვქონდეს.
ის ფაქტი, რომ ჩემმა უნიკალურმა ტექნიკამ მსოფლიო აღიარება მიიღო, ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ მე შევიტანე დიდი წვლილი ოლიმპიური ძიუდოს სფეროში. ამას კი დარგის ეროვნულად აღიარებული ექსპერტები აფასებენ,“- განაცხადა ჩვენთან საუბარში გიორგი ტატულაშვილმა.
ავტორი: ივლიტა გოგუა
სიახლეები
- "რუსეთისთვის ძალიან ცუდი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია და ეს დამანგრეველი იქნება, მაგრამ არ მინდა ამის გაკეთება, მსურს, მშვიდობა ვიხილო"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 მარტისთვის
- "კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ იცის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არანაირი შანსი არ აქვს და ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდათ"
- დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რომელი ზოდიაქოს ნიშნები არიან იდეალური მამები?