ქუთაისში საქართველოსა და უკრაინის შვიდკაცა ნაკრებები ერთობლივ ვარჯიშებს და სპარინგ-მატჩებს გამართავენ
17-21 თებერვალს, ქუთაისში საქართველოსა და უკრაინის შვიდკაცა ნაკრებები ერთობლივ ვარჯიშებს და სპარინგ-მატჩებს გამართავენ.
ბესიკ ხამაშურიძის და გია ლაბაძის შეგირდები დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს 17-21 თებერვალს ქუთაისში გაივლიან. ამ პერიოდში საქართველოს უკრაინის შვიდკაცა ეწვევა და ერთობლივ ვარჯიშებთან ერთად, სპარინგ-მატჩებიც გაიმართება.
დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ შვიდკაცა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიაზე იასპარეზებს, სადაც 4 საუკეთესო მსოფლიო სერიების პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს.
საქართველოს შვიდკაცა სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის ორ ეტაპს ითამაშებს.
ქეიფთაუნში პირველი ეტაპი 1-2, ხოლო მეორე 7-8 მარტს გაიმართება.
ჩელენჯერის სერია წელს განსხვავებული ფორმატით იმართება. პირველ ორ ეტაპზე 12-12 გუნდი ითამაშებს, რომელთაგან 8 საუკეთესო მესამე, კრაკოვის (პოლონეთი, 11-12 აპრილი) ეტაპზე გავა. პოლონეთის ეტაპის ოთხი საუკეთესო გუნდი მსოფლიო რაგბის შვიდკაცა სერიის შესარჩევი ტურნირის საგზურს მიიღებს, რომელსაც 3-4 მაისს ლოს-ანჯელესი უმასპინძლებს.
ქეიფთაუნში 12 ქვეყანა ოთხ სამგუნდა ჯგუფში გადანაწილდება. საქართველო ა ჯგუფში იაპონიასთან და გერმანიასთან ითამაშებს; ბ ჯგუფში ჩილე, ტონგა და პორტუგალია მოხვდნენ; გ ჯგუფში სამოა, უგანდა და ბრაზილია; ხოლო დ ჯგუფში კანადა, ჰონკონგი და მადაგასკარი. ჯგუფში ორ-ორი თამაშის შემდეგ, პირველადგილოსნები თასის ნახევარფინალში გადიან; მეორეადგილოსნები მე-5-მე-8 ადგილებისთვის აგრძელებენ ბრძოლას; მესამეადგილოსნები კი მე-9 ადგილისთვის ითამაშებენ.
მთლიანობაში, შარშანდელისგან განსხვავებით თითოეულ ეტაპზე გუნდებს უწინდელი ექვსის ნაცვლად 4-4 თამაშის გამართვა მოუწევთ.
სიახლეები
- “დიახ, უსამართლო არჩევნებში მონაწილეობა ცუდია, მაგრამ მონაწილეობაზე უარის თქმა - კიდევ უარესი” - გია ხუხაშვილი
- "მინდა, გავამხნევო რეჟიმის ყველა პატიმარი, უსამართლობა დიდხანს არ გაგრძელდება, ყველას მოეთხოვება მკაცრი პასუხი თავისუფალ და სამართლიან სასამართლოში"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 სექტემბრისთვის
- პოლიციამ გურიაში 14 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით 27 წლის მამაკაცი დააკავა
- 31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი