"თვის ბოლოს დედამიწა გამოვა ამ რთული ენერგიების მარწუხებიდან და ვითარება დაიწყებს გამოსწორებას"

20 იან­ვარს, ანუ დღეს მზე და­ტო­ვებს თხის რქის ზო­ნას და გა­და­ი­ნაც­ვლებს მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში.

რას მო­უ­ტანს ეს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს და რა უდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ მათ. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ებს ას­ტრო­ლო­გი გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნა­ი­ძე გვი­ზი­ა­რებს:

 

"6 იან­ვარს გვქონ­და მზის დაბ­ნე­ლე­ბა, სწო­რედ აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი გავ­დი­ვართ დაბ­ნე­ლე­ბებს შო­რის დე­რე­ფანს, იმ მო­ნაკ­ვეთს, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ მძი­მე და დის­ჰარ­მო­ნი­უ­ლია, თუმ­ცა ერთი რამ ცხა­დია, რომ ამ პე­რი­ო­დებ­საც აქვს თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და თუ რა­ტომ ამის ახ­სნაც შე­იძ­ლე­ბა.

 

ასეთ დროს, რო­დე­საც პლა­ნე­ტა იმ­ყო­ფე­ბა და­ძა­ბულ ენერ­გო ველ­ში - ადა­მი­ანს მოს­დის გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დე­ბი სამ­ყა­როს­გან, ძი­რი­თა­დი სა­კი­თხე­ბი მა­ინც მის ამ­ტა­ნო­ბას, მოთ­მი­ნე­ბა­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ეხე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ვნა­ხე ამ ხა­ნებ­ში, რომ­ლებ­მაც და­კარ­გეს სამ­სა­ხუ­რი, მი­ი­ღეს შე­ნიშ­ვნე­ბი, ჰქონ­დათ პრობ­ლე­მე­ბი პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში და არა მარ­ტო . . . ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ნიშ­ნე­ბე­ლია იმი­სა, რომ ჩვენ რა­ღაც უნდა შევ­ცვა­ლოთ, ვი­მუ­შა­ოთ ჩვენ თავ­ზე, ასე­თი დრო ყო­ველ­თვის ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს, რომ მი­ი­ღოს სამ­ყა­როს­გან ის შე­ნიშ­ვნა, რაც გან­სა­კუთ­რე­ბულ­მა მის­თვის გა­ი­მე­ტა, ყვე­ლა­ფე­რი კა­ნონ­ზო­მი­ე­რია და ნუ შე­ვეც­დე­ბით მის დარ­ღვე­ვას, უფრო მძი­მედ დამ­თავ­რდე­ბა . . .

 

მზის დაბ­ნე­ლე­ბი­დან მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბამ­დე დე­რე­ფა­ნი ერთ-ერთი მძი­მეა მთე­ლი 2019 წლის მან­ძილ­ზე, 6-21 რი­ცხვის მო­ნაკ­ვე­თი ითხოვს სე­რი­ო­ზულ ყუ­რა­დღე­ბას. მა­ტუ­ლობს ნერ­ვო­ზუ­ლო­ბა, შფოთ­ვა, ღელ­ვა, სხვა­დას­ხვა სა­ხის ავად­მყო­ფო­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბა, გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლა, გა­ცი­ე­ბულ­თა რი­ცხვმაც რო­გორ მო­ი­მა­ტა ატყობთ . . . მათ შო­რის იყო მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბიც უხ­ვად . . . ჩვე­უ­ლებ­რივ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც კი ადა­მი­ა­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­უ­გონ ერ­თმა­ნეთს, რაც შე­საძ­ლოა გახ­დეს და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სო­ცი­უ­მი წინ აღუდ­გეს რო­მე­ლი­მე ადა­მი­ანს ან ადა­მი­ან­თა ჯგუფს, რა­ი­მე საქ­მეს, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი კუ­თხი­თაც შე­საძ­ლოა იყოს სე­რი­ო­ზუ­ლი დი­სო­ნან­სი, კა­მა­თი და საქ­მის გარ­ჩე­ვე­ბი . . .

 

უშუ­ა­ლოდ და­ძა­ბუ­ლი პე­რი­ო­დი­დან 14-25 რი­ცხვის მო­ნაკ­ვე­თი ყვე­ლა­ზე მძი­მეა, ვხე­დავთ თუ რო­გორ მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს ჯერ კი­დევ ეს კვი­რა, არის სხვა­დას­ხვა სა­ხის ხან­ძრე­ბი, აფეთ­ქე­ბე­ბი, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, მათ შო­რის, რაც მოხ­და თუნ­დაც თბი­ლის­ში ვნა­ხეთ მთე­ლი რიგი ამ­ბე­ბი, ვნა­ხეთ ასე­ვე საფ­რან­გეთ­ში ლი­ო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხან­ძა­რი, ამ თუ სხვა სა­კი­თხებ­ზე იყო ცალ­კე­უ­ლი გა­მოს­ვლე­ბი და სჯა-ბა­ა­სი.

 

ამი­ტომ, თხოვ­ნა მექ­ნე­ბა, რომ ამ ხა­ნებ­ში თვის ბო­ლომ­დე მა­ინც არ გა­ა­კე­თოთ რა­ი­მე სა­ხის სა­რის­კო ქმე­დე­ბა, თუკი ეს ძა­ლი­ან საჩ­ქა­რო არაა, რად­გან აქ და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბი, ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ღებს შე­დეგს, უბ­რა­ლოდ დიდი გან­ვი­თა­რე­ბა არ ექ­ნე­ბა ამ საქ­მეს, შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დეთ პრინ­ცი­პით „შვიდ­ჯერ გა­ზო­მე - ერთხელ გა­ჭე­რი.

 

ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ ხა­ნებ­ში და­წი­ნა­ურ­დით, გქონ­დათ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი წინსვლე­ბი და წარ­მა­ტე­ბე­ბი, მინ­და მო­გი­ლო­ცოთ და გი­თხრათ, რომ რო­დე­საც სამ­ყა­რო ასეთ დროს გაძ­ლევთ შანსს წინსვლი­სა ეს მე­ტად კარ­გია, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი არის ნი­შა­ნი იმი­სა, რომ თქვენ გან­ვი­თა­რე­ბის სწორ სა­ფე­ხურ­ზე იმ­ყო­ფე­ბით.

 

20 იან­ვარს კი დღის მა­ნა­თო­ბე­ლი და­ტო­ვებს თხის რქის ზო­ნას და გა­და­ი­ნაც­ვლებს მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში, რაც შე­მო­ი­ტანს მომ­დევ­ნო და­ახ­ლო­ე­ბით 1 თვის მან­ძილ­ზე ადა­მი­ა­ნებ­ში და ზო­გა­დად სამ­ყა­რო­ში თა­ნას­წო­რო­ბის, ბა­ლან­სის, მე­გობ­რო­ბი­სა და ნო­ვა­ტო­რუ­ლო­ბის მო­თხოვ­ნებს. შე­საძ­ლოა გა­აქ­ტი­ურ­დეს მო­კავ­ში­რე­ე­ბის გეგ­მე­ბი, იდე­ე­ბი, ახა­ლი ჩა­ნა­ფიქ­რე­ბი, სამ­ყა­რო ითხოვს, რომ ვი­ყოთ მე­ტად მე­გობ­რულ­ნი და ტოლსწორ­ნი.

 

გარ­კვე­უ­ლი დრო­ის მან­ძილ­ზე გვექ­ნე­ბა მზის და პლა­ნე­ტა ურა­ნის მძი­მე კვად­რა­ტუ­რა, რაც მო­ი­ტანს და გა­აქ­ტი­უ­რებს შემ­დეგ თვი­სე­ბებს: წინ წა­მო­ი­წევს ზო­მა­ზე მე­ტად ლი­ბე­რა­ლუ­რი ხედ­ვე­ბი, სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლი და ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი ლი­ბე­რა­ლუ­რი კლა­ნის წევ­რებს შო­რის იყოს მწვა­ვე გა­მოს­ვლე­ბი რის გა­მოც, შე­საძ­ლოა იყოს სო­ცი­ა­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბიც, ადა­მი­ა­ნე­ბი ამ დროს ზო­მა­ზე მე­ტად თავ­ნე­ბე­ბი და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლე­ბი ხდე­ბი­ან, მა­ღა­ლია შან­სი სკან­და­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბი­სა და გა­გუ­გებ­რო­ბე­ბი­სა.

 

არა­ნაკ­ლებ მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა და­ძა­ბუ­ლო­ბა დიდი გა­მარ­ჯვე­ბის მფარ­ველ პლა­ნე­ტა იუ­პი­ტერ­სა და ნეპ­ტუ­ნის ენერ­გი­ე­ბის შო­რის - ამ დროს შე­საძ­ლოა ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დეთ რა­ი­მე მის­წრა­ფე­ბა, იდე­ე­ბი და და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბი, თუმ­ცა წი­ნას­წარ გა­უ­წე­რე­ლი და ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით შე­საძ­ლოა უბ­რა­ლოდ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ან რო­მე­ლი­მე ინ­დი­ვი­დის­გან მო­ტყუ­ე­ბუ­ლიც დარ­ჩეთ‼️ შე­საძ­ლოა საქ­მემ გა­ნა­ხოთ ზა­რა­ლიც, წა­გე­ბა, ფუ­ლის მხრივ შე­ე­ცა­დეთ, რომ არ იყოთ მფლან­გვე­ლე­ბი, ეს ას­პექ­ტი ერთი მხრივ კარ­გია, რად­გან გას­წავ­ლით ძა­ლი­ან ბევრ სიბ­რძნეს და მი­ი­ღებთ დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას საქ­მე­ში. ეს ას­პექ­ტა­ცია საკ­მა­ოდ დიდი ხნის მან­ძილ­ზე იქ­ნე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი, ამი­ტომ წი­ნას­წარ დიდი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეთ!

 

24 იან­ვარს პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი და­ტო­ვებს თხის რქის ზო­დი­ა­ქოს და გა­და­ი­ნაც­ვლებს მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში - რაც და­ე­ტყო­ბა ნელ-ნელა დე­და­მი­წას და ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო მე­ტად ლო­ი­ა­ლუ­რე­ბი გახ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნე­თი­სად­მი, თუნ­დაც ურ­თი­ერ­თო­ბის დროს, მაგ­რამ ეცა­დეთ, რომ არ შე­უ­ზღუ­დოთ ერ­თმა­ნეთს „თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ და ნუ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით აზ­რობ­რი­ვად, რად­გან ყვე­ლას მა­ინც თა­ვის მო­საზ­რე­ბა გა­აჩ­ნია და ამი­ტომ თუ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არაა კა­მა­თი არ ღირს.

 

თვის ბო­ლოს კი დე­და­მი­წა გა­მო­ვა ამ რთუ­ლი ენერ­გი­ე­ბის მარ­წუ­ხე­ბი­დან და ვი­თა­რე­ბა და­ი­წყებს გა­მოს­წო­რე­ბას, თქვენ ნა­ხავთ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი აღარ იქ­ნე­ბი­ან ისე გა­ღი­ზი­ა­ე­ბულ­ნი, რო­გორც აქამ­დე, ასე­ვე იქ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი, არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ შე­და­რე­ბით უფრო მარ­ტი­ვად მიხ­ვი­დეთ კომ­პრო­მი­სამ­დე, გა­მარ­ტივ­დე­ბა ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა, შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე ნა­ჩხუ­ბა­რი მხა­რის შე­რი­გე­ბაც კი ვნა­ხოთ, და­იკ­ლებს და და­ცხრე­ბა ეპი­დე­მი­ის რი­ცხვიც, ამი­ტომ გა­მოს­წო­რე­ბის შან­სე­ბი იქ­ნე­ბა და ვი­თა­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად და­რე­გუ­ლირ­დე­ბა უკვე თვის ბო­ლოს­კენ და თე­ბერ­ვა­ლიც ამას­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია.

 

21 იან­ვარს კი 09:16 წუთ­ზე გვექ­ნე­ბა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში. დღე, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს ყუ­რა­დღე­ბას, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლის წი­ნა­პი­რო­ბე­ბი, შე­და­რე­ბით მა­ტუ­ლობს ამ დროს და­ძა­ბუ­ლო­ბე­ბი, რაც გა­სა­კი­რი სუ­ლაც არ გახ­ლავთ. ამ დროს ცის კა­ბა­დო­ნე­ზე დღი­სა და ღა­მის მა­ნა­თობ­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის ოპო­ზი­ცი­ურ მხა­რეს გვევ­ლი­ნე­ბი­ან, რაც მო­ი­თხოვს რიგ მო­მენ­ტებ­ში ჩვე­ნი მხრი­დან თავ­შე­კა­ვე­ბას. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა იმ­პე­რა­ტო­თა ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში იქ­ნე­ბა, ზო­გა­დად - ესაა დღე, რო­დე­საც კარ­გია მა­გი­უ­რი რი­ტუ­ა­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რად­გან ამ დღეს ადა­მი­ა­ნებს აქვთ მე­ტად დიდი ენერ­გია, ასე­ვე ბრწყინ­ვა­ლეა თუ კომ­პრო­მი­სის ხარ­ჯზე ინ­დი­ვიდ­თა ჯგუ­ფი ერ­თად შეძ­ლებს რა­ი­მე სა­ხის კო­ლექ­ტი­უ­რი სა­მუ­შა­ოს ჩა­ტა­რე­ბას, ეს პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან კარ­გია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და­მუხ­ტვის­თვის, სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში დარ­წმუ­ნე­ბის­თვის, სხვა­თა მი­მართ ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბის­თვის, ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით იე­რიშ­ზე გა­დას­ვლი­სა და სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მტკი­ცედ გად­მო­ცე­მის­თვის.

 

ამ დროს ადა­მი­ან­თა გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რია შე­საძ­ლოა გა­ნიც­დი­დეს ენერ­გი­ულ დის­ბა­ლანსს, მა­ღა­ლია თა­ვის­ტკი­ვი­ლე­ბის, ნერ­ვო­ზუ­ლი აშ­ლი­ლო­ბე­ბის, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის, კა­მა­თის, ჩხუ­ბის შან­სიც კი. ამი­ტომ გეგ­მე­ბი და იდე­ე­ბი თუ კარ­გად გა­წე­რი­ლი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არაა, შემ­დგომ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი რთუ­ლად იმუ­შა­ვებს. მთვა­რის კრი­ტი­კულ დღე­ებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რე ადა­მი­ან­თათ­ვის სა­სი­კე­თოა: კონ­ტრას­ტუ­ლი შხა­პი, ბუ­ნე­ბა­ში ყოფ­ნა, დას­ვე­ნე­ბა, ლოც­ვა, მე­დი­ტა­ია, იო­გის ვარ­ჯი­შე­ბი, სა­კუ­თარ თავ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბა და გა­გე­ბა იმი­სა, თუ რას აკე­თებს ადა­მი­ა­ნი არას­წო­რად და საით უნდა შეც­ვა­ლოს მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა.

 

ეს უკა­ნას­კნე­ლი ხდე­ბა მე-5 სახ­ლის მმარ­თველ­ში, შე­სა­ბა­მი­სად ასეთ დღეს სამ­ყა­როს ყუ­რა­დღე­ბა მი­მარ­თუ­ლია თუ რო­გორ იმოქ­მე­დე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი: არ გა­მო­ავ­ლი­ნოთ ზედ­მე­ტი ეგო­იზ­მი, დეს­პო­ტუ­რი საქ­ცი­ე­ლი, ტი­რა­ნუ­ლი მიდ­გო­მე­ბი, აკონ­ტრო­ლეთ თქვე­ნი ამ­ბი­ცი­ე­ბი, ეცა­დეთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დეს ტოლსწო­რად და მშვი­დო­ბი­ა­ნად. ნუ იქ­ნე­ბით მი­კერ­ძო­ე­ბულ­ნი, ეცა­დეთ, რომ გა­რე­მო მი­ი­ღოთ ისე­თად, რო­გო­რიც არის.

 

ლომი მე­ტად ამ­ბი­ცი­უ­რი ცე­ცხლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რო­მე­ლიც მუ­დამ ცდი­ლობს მარ­ტო თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ოს­ტა­ტო­ბის ხარ­ჯზე ფონს გას­ვლას, მას მუ­დამ სურს, რომ იყოს პირ­ვე­ლი, მისი შე­მოქ­მე­დე­ბა და იდე­ე­ბი იყოს მი­ღე­ბუ­ლი და ჰგო­ნია კი­დეც, რომ ესაა მარ­თე­ბუ­ლი, მერ­წყუ­ლი კი არა­ნაკ­ლებ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტია, მაგ­რამ მას კარ­გად შე­უძ­ლია ჯგუფ­ში მუ­შა­ო­ბა და სხვა­თა აზ­რის გა­გე­ბა, მოს­მე­ნა, ის კარ­გად აბა­ლან­სებს და ას­ტა­ბი­ლუ­რებს მოვ­ლე­ნებს, მის­თვის თა­ნას­წო­რო­ბა მე­ტად ფა­სობს, ამი­ტომ და­ი­ცა­ვით ამ შემ­თხვე­ვა­შიც ბა­ლან­სი, გა­ა­კე­თეთ იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც გე­სი­ა­მოვ­ნე­ბათ საქ­მე­ში, მაგ­რამ ზღვარს ნუ გა­დახ­ვალთ, რად­გან ეს შე­მო­ი­ტანს შემ­დგომ მეტ დი­სო­ნანს. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ თქვენს რუ­ქა­ში თუკი რამე ხვდე­ბა 1 გრა­დუს­ზე ლო­მის, ვერ­ძის ან მშვილ­დოს­ნის - ამ შემ­თხვე­ვა­ში თქვენ­თვი­საც შე­საძ­ლოა პე­რი­ო­დი იყოს სა­ყუ­რა­დღე­ბო.

 

უშუ­ა­ლოდ ხვალ კი, მე­ტად და­ის­ვე­ნეთ, შე­მო­ი­ფარ­გლეთ ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე­ე­ბით, კარ­გია ლოც­ვა, იოგა, მე­დი­ტა­ცი­უ­რი ვარ­ჯი­ში, ჰარ­მო­ნი­უ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი, კონ­სტრას­ტუ­ლი შხა­პი და სა­სურ­ვე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბა".

 

წყარო: ambebi.ge

წაკითხვა 1020 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 20 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.