10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თუ დილიდან უმიზეზო სევდას და დაღლილობას გრძნობთ, თავს ნუ აიძულებთ, რომ შრომატევადი საქმე ან ახალი პროექტი დაიწყოთ. ამჟამად მუშაობისთვის განწყობილი არ ხართ და წარუმატებლობა გელით.
ამ დღემ რომ იმედგაცრუება არ მოგიტანოთ, მოდუნდით და დინებას მიჰყევით. თუ ვერაფერს გააკეთებთ, გაფუჭებასაც ვერ შეძლებთ.
კურო
ეცადეთ, გარშემომყოფების, განსაკუთრებით საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი ყურადღება და მზრუნველობა გამოიჩინოთ, თუნდაც არ იყოთ ამის ხასიათზე. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პრეტენზიულობა და მოუთმენლობა შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს.
თუ ვინმეს შეურაცხყოფა არ გსურთ, ეცადეთ მარტივი წესი დაიცვათ: „სხვას ნუ გაუკეთებ იმას, რაც საკუთარი თავისთვის არ გსურს.“
ტყუპები
ეცადეთ, საკუთარ პრობლემებსა და წყენას ნაკლები ყურადღება მიაქციოთ და გვერდით მყოფ ადამიანებზე მეტად იზრუნოთ. შესაძლოა, საქმე სამსახურს ეხებოდეს და კოლეგისთვის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მოგიხდეთ. არც ისაა გამორიცხული, რომ თქვენი დახმარება მეგობარს დასჭირდეს.
შეიძლება, არჩევანის წინაშეც კი დადგეთ - დაეხმაროთ თუ არა? ვარსკვლავები დახმარებას გირჩევენ, რადგან სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ და სამყარო უკეთესი გახდება.
კირჩხიბი
შესაძლოა, ამ დღეს თავზე კრიტიკის ქარცეცხლი დაგატყდეთ. გარშემო მყოფები თქვენს უმცირეს შეცდომასაც კი შენიშნავენ, ხოლო თუ არ შეცდით, შეცდომას გამოიგონებენ. ეცადეთ, შექმნილ ვითარებას იუმორით მიუდგეთ და წყენა გულთან არ მიიტანოთ.
ლომი
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენს ზურგს უკან რაღაც მნიშვნელოვანი ხდება! შესაძლოა, ვიღაც ინტრიგას ხლართავს, სამსახურში პრობლემებს გიქმნით ან ჭორებს გივრცელებთ.
ფარულმა მტრებმა რომ არ დაგაზარალონ, ეცადეთ, მეტი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ. გარდა ამისა, იქნებ, იპოვოთ ადამიანი, ვინც მომხდარის შესახებ ყველაფერი იცის და მასთან კონსულტაცია გაიაროთ.
ქალწული
ამ დღეს შესანიშნავად გამოგდით საქმე, რომელიც სიზუსტეს, მოთმინებას და პუნქტუალურობას მოითხოვს. შესაბამისად, ფინანსურ ოპერაციებში წარმატება გელით. ეს დღე ხელსაყრელია ინვესტიციებისთვის, ბიუჯეტის დაგეგმვისა და შოპინგისთვის.
სასწორი
ამ დღეს თქვენთვის საკუთარი თავი და შეხედულებები უმთავრესია. უზომოდ თავდაჯერებული ხართ და გადაწყვეტილების მიღებისას სხვების აზრი არ გაინტერესებთ.
საეჭვოა, გარშემო მყოფებს თქვენი ასეთი დამოკიდებულება მოეწონოთ, ამიტომ გამორიცხული არ არის კონფლიქტები და წინააღმდეგობა გარედან.
მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. თუნდაც უამრავი სამუშაო გქონდეთ, ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნის დრო გამონახოთ.
დაფიქრდით, ბოლოს გულწრფელად როდის ესაუბრეთ? იქნებ ამ ხნის მანძილზე ორმხრივი წყენა დაგროვდა? აუცილებელი არ არის, რომ ურთიერთობები არკვიოთ. პარკში გასეირნება, კაფეში ან კინოში წასვლა ან სადილის ერთად მომზადებაც საკმარისია, რომ თქვენს სულში ისევ სიმშვიდემ დაისადგუროს.
მშვილდოსანი
არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი სიტყვებსა თუ ქმედებებზე ვინმესთვის ანგარიშის ჩაბარება მოგიწიოთ. ერთგვარი შემოწმება გელით, თუმცა, რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს, მოთმინება უნდა გამოიჩინოთ.
თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, საკუთარ პოზიციას შესანიშნავად ახსნით, მაგრამ თუ მაკონტროლებლებთან დავას დაიწყებთ, საქმის გარჩევა ძალიან დიდხანს გაჭიანურდება.
თხის რქა
ამ დღეს წარმატებას მხოლოდ ძველი, კარგად ნაცნობი ხერხები მოგიტანთ. გაბედული ექსპერიმენტი უშედეგოდ და სინანულით დასრულდება, ამიტომ ეს იდეა სასწრაფოდ უნდა დაივიწყოთ.
ხვალინდელ ქათამს დღევანდელი კვერცხი გირჩევნიათ და ეს მიდგომა არა მარტო ბიზნესში, არამედ ურთიერთობასა და პირად ცხოვრებაშიც დაგეხმარებათ.
მერწყული
ახლობელი ადამიანებისთვის მიცემული თქვენი რჩევები უზომოდ ემოციური, მაგრამ ძალიან სასარგებლოა. ამასთან, თუ ვინმე დახმარებისთვის მოგმართავთ, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც ეხმარებით, თუმცა კრიტიკისთვისაც მზად უნდა იყოს. მერწყული ყველას დაუნდობლად მიუთითებს შეცდომებსა და ნაკლოვანებებზე.
თევზები
საკმაოდ რთული დღე გელით და ამის მიზეზი თავად ხართ - ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ, რასაც შეიძლება კონფლიქტი, წყენა და გაუგებრობა მოჰყვეს.
ამის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, დღეს კომუნიკაცია მინიმუმამდე შეამციროთ.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში