12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია მოვლენები ან სიახლეები, რომლებსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ეს შეიძლება იყოს მოგზაურობა, შეხვედრა, ნაცნობობა, სიყვარული ან ახალი სამსახურის შეთავაზება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სიტუაცია თვითდინებაზე არ უნდა მიუშვათ.
ეცადეთ, ნებისმიერ საკითხში კარგად გააზრებული გადაწყვეტილება მიიღოთ, რადგან შეხვედრა შეიძლება საბედისწერო იყოს, ხოლო გრძნობა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.
კურო
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, ლოგიკის ნაცვლად, ინტუიციით ხელმძღვანელობთ. ამ დღეს ინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრებული გაქვთ, ამიტომ ღამით წინასწარმეტყველურ სიზმრებს ხედავთ, ხოლო დღის განმავლობაში ქვეცნობიერის მინიშნებებს გრძნობთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შინაგან ხმას ყურადღებით უსმინოთ. ეს დაგეხმარებათ, სიტუაცია ბოლომდე შეიგრძნოთ და სასიამოვნო სიურპრიზი არ გამოგეპაროთ.
ტყუპები
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. შესაძლოა, მისი ბიოგრაფიიდან რამდენიმე უსიამოვნო ფაქტი შეიტყოთ ან უარყოფითი თვისებები აღმოაჩინოთ. არც ისაა გამორიცხული, რომ ზედმეტად მომთხოვნი ხართ ყველასთან, ვინც თქვენთან კომპრომისზე წასვლას არ გეგმავს.
ვარსკვლავები გირჩევენ, დაფიქრდეთ, ღირს თუ არა დაძაბულობის გამწვავება და ბუზისგან სპილოს ქცევა? რა თქმა უნდა, უმიზეზოდ არაფერი ხდება, მაგრამ ეს მიზეზი იშვიათადაა დამაჯერებელი.
კირჩხიბი
ვარსკვლავები გირჩევენ, თავისუფალი დრო მხიარულად გაატაროთ. სად წახვალთ, თქვენი გადასაწყვეტია - ზოგს თეატრი მოსწონს, ზოგს ხმაურიანი წვეულება ან კინო. მთავარია, რომ ურთიერთობების მორევში ჩაიძიროთ და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინოთ.
ლომი
დილიდან დასვენებისა და ცხოვრებით ტკბობის ხასიათზე ხართ. საერთოდ არ ცდილობთ, რომ ვინმეს რაიმე დაუმტკიცოთ ან სადმე იჩქაროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე როგორც საკუთარ თავს, ისე ოჯახსა და მეგობრებს დაუთმოთ. შეგიძლიათ მეგობრული წვეულება მოაწყოთ ან კაფეში წახვიდეთ.
ამ დღეს მშვენიერებას მის ყველა გამოვლინებაში აფასებთ, იქნება ეს კარგი წარმოდგენა, მეგობრული ურთიერთობა, მუსიკა, სიყვარული თუ გემრიელი საჭმელი.
ქალწული
ამ დღეს საქმის კეთებისთვის განწყობილი არ ხართ და მხოლოდ დაძინება გინდათ, მაგრამ თუ აპათიას დაძლევთ, არ ინანებთ! საინტერესო შესაძლებლობები გელით, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო რიტმს დაუბრუნდით.
სავარაუდოდ, ეს შესაძლებლობები საინფორმაციო ნაკადებს უკავშირდება - ინტერნეტიდან და წიგნებიდან დაწყებული, ჭორებით დასრულებული. ასე რომ, გირჩევთ ყურები გახსნათ, პირი კი დახუროთ - დაუფიქრებლად ნათქვამმა შეიძლება ძალიან დაგაზიანოთ.
სასწორები
ფინანსურ საქმეებში წინსვლა გელით. შესაძლოა, დღის განმავლობაში საინტერესო ბიზნეს შეთავაზება მიიღოთ ან რომელიმე ნაცნობმა ვალი დაგიბრუნოთ. არც ისაა გამორიცხული, რომ ხელფასი გაგეზარდოთ ან იდეა მოგივიდეთ, რომელიც გაგამდიდრებთ.
ასეა თუ ისე, გირჩევთ, ნებისმიერი ფინანსური იდეა გულდასმით განიხილოთ, თუნდაც ერთი შეხედვით უცნაურად ჩანდეს.
მორიელი
ამ დღეს თქვენს განწყობას და ქმედებებს მშვიდს და სტაბილურს ვერ ვუწოდებთ! არა მხოლოდ მოქმედებები, თქვენი გრძნობებიც ლოგიკის მიღმაა, ამიტომ ახლობელ ადამიანებთან საერთო ენის პოვნა გიჭირთ.
მშვილდოსანი
გირჩევთ, შექმნილ ვითარებას დაემორჩილოთ - თქვენი მცდელობები მაინც ვერაფერს შეცვლის. შეიძლება თქვენი ინიციატივა მიითვისონ ან, უბრალოდ, მოვლენებზე გავლენის მოხდენა ვერ შეძლოთ. თუ ასე მოხდა, ვარსკვლავები გირჩევენ ბედს დაემორჩილოთ. ახლა ყველზე გონივრული დინების მიყოლა იქნება.
თხის რქა
არაპროგნოზირებადი დღეა, როდესაც წარმატებას ყველაზე უჩვეულო გზით მიაღწევთ. თუ ცხოვრების რომელიმე სფეროში ცვლილებას ან გაბედულ ექსპერიმენტს გეგმავთ, ამ დღეს შეგიძლიათ სცადოთ. ნაკლებად სანდო პროექტებმაც კი შეიძლება ბრწყინვალე შედეგი გამოიღოს.
გარდა ამისა, ძალიან ხელსაყრელი დღეა სიყვარულისთვის - ამ დღეს პარტნიორის სასიამოვნოდ გაოცება შეგიძლიათ.
მერწყული
დღეს ლიდერული და ორგანიზაციული უნარებით გარშემომყოფთა გაოცებას შეძლებთ. ადამიანებს მაგნიტივით იზიდავთ და მათ მართვას და შთაგონებას ადვილად ახერხებთ.
გირჩევთ, ოჯახისა და მეგობრების წრეში მხიარული წვეულება მოაწყოთ, ხოლო სამსახურთან და კარიერასთან დაკავშირებით კი ორგანიზაციული უნარები გამოავლინოთ. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა კარიერული წინსვლისთვის.
თევზები
ვარსკვლავები თევზებს სიურპრიზებისა და აღმოჩენების დღეს ჰპირდებიან! შეიძლება მოვლენებმა რაღაც საკითხზე აზრის შეცვლა გაიძულოთ ან რომელიღაც ახლობელმა თქვენი გაოცება შეძლოს. არ არის გამორიცხული, რომ ახლობელი ადამიანი თქვენ წინაშე მოულოდნელ ამპლუაში აღმოჩნდეს ან თავად გააკეთოთ ის, რასაც თქვენგან არავინ ელოდა.
ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩვენი წარმოდგენები მასზე და ამაში თავად დარწმუნდებით.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი