16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
მოერიდეთ საქმეებს, სადაც იძულებული იქნებით სხვებს დაეყრდნოთ - შესაძლებელია, იმედგაცრუებული დარჩეთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. პროექტები, რომლებიც კოორდინირებულ კოლექტიურ მოქმედებას საჭიროებს, სხვა დროისთვის უნდა გადადოთ.
კურო
შესაძლოა, თავდასხმებისა და ზეწოლის ობიექტად იქცეთ და თავდამსხმელი ნაცნობი, კოლეგა, საყვარელი ადამიანი ან საუკეთესო მეგობარიც კი იყოს. გინდათ თუ არა, მათი კრიტიკის მოსმენა მოგიწევთ. ვიღაც თქვენი სიტყვებით, გარეგნობით ან მუშაობით უკმაყოფილოა, თუმცა საკუთარ სიტყვებს მალე ინანებს - კურო გაბრაზებას არავის აპატიებს!
ტყუპები
ვარსკვლავები მშვენიერ დღეს გპირდებიან. მიზნისკენ მიმავალ გზაზე რაც უფრო მეტი სირთულე და დაბრკოლება გხვდებათ, მით უფრო მეტი საბრძოლო ჟინით ივსებით და მეტოქეებს გზიდან იცილებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ და მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმეები აკეთოთ.
მიზანს მიაღწევთ, მხოლოდ ერთი პირობით - მოერიდეთ ნეგატიურ ემოციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი თქვენი ენერგია თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდება.
კირჩხიბი
ამ დღეს ბევრს ყოყმანობთ. ასეთი განწყობის გამო გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, თუნდაც საქმე მარტივ არჩევანს ეხებოდეს. თუ სიტუაცია თქვენგან სწრაფად მოქმედებას მოითხოვს, შეიძლება დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღოთ. უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და დღეს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს თავი აარიდოთ.
ლომი
შეეგუეთ იმ აზრს, რომ სიტუაციამ შეიძლება ზოგ გეგმაზე უარის თქმა გაიძულოთ. ეს სავარაუდოდ, საღამოს გეგმებს, შვებულებას, პაემანს ან რემონტს ეხება. ნუ ინერვიულებთ - რაღაცის გაწირვა მიზანთან დაგაახლოებთ და წარმატებას მოგიტანთ.
ერთადერთი, რაც არ უნდა გააკეთოთ, საკუთარ პრობლემებზე სხვებთან საუბარია. გახსოვდეთ, რომ ადამიანების 90%-ს თქვენი პრობლემები არ აინტერესებს, დანარჩენ 10%-ს კი უხარია, რომ პრობლემები გაქვთ.
ქალწული
ამ დღეს საოცარი შინაგანი წონასწორობა გაქვთ და გსურთ, საკუთარი პოზიტივი სხვებსაც გაუზიაროთ. ადამიანების დახმარებას და მათზე მზრუნველობას ცდილობთ, რაც შეუმჩნეველი არავის დარჩება. თქვენი კეთილშობილება გარშემომყოფთა თვალში თქვენს ავტორიტეტს ერთიათად გაზრდის.
სასწორი
ამ დღეს აღმოაჩენთ, რომ ვიღაცები ფარულად ან ღიად თქვენით მანიპულირებას ცდილობენ! მეგობრები, კოლეგები ან საყვარელი ადამიანებიც კი თქვენზე მბრძანებლობის შანსს ხელიდან არ გაუშვებენ. ასეთი გავლენებისთვის წინააღმდეგობის გაწევა გიჭირთ, ამიტომ შეიძლება, ინიციატივა სხვებს დაუთმოთ. თუ ეს მდგომარეობა არ მოგწონთ, "არა"-ს თქმა უნდა ისწავლოთ.
მორიელი
უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად ამ დღეს მეტი ყურადღება და თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ. თუ ფრთხილად არ იქნებით, შესაძლოა, ყველაზე მარტივ საქმეშიც კი სამწუხარო შეცდომა დაუშვათ. ვარსკვლავები გირჩევენ შეჩერდეთ და კარგად დაისვენოთ. საქმე დაიცდის.
მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და ყველაფერს, რაც მოგწონთ.
ხალხმრავლობაში, თუნდაც ეს მეგობრული წვეულება იყოს, თავს უხერხულად იგრძნობთ და იღლებით კიდეც. ახლა მხოლოდ საკუთარ თავთან განმარტოება ან საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა მოგიტანთ პოზიტივს.
თხის რქა
ამ დღეს თქვენს ქცევას მოვლენების განვითარება განაპირობებს. თუ საკუთარ თავს რაღაც დიდ ამოცანას არ დაუსახავთ, აპათიას და სიზარმაცეს თავს ვერ დააღწევთ. თუმცა, საკმარისია რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს, იმაზე ბევრად უკეთეს შედეგს მიაღწევთ, ვიდრე სხვა დროს.
მერწყული
საინტერესო, ემოციებით სავსე დღეა! ამ დღეს ვარსკვლავების განსაკუთრებული კეთილგანწყობა გექნებათ და მოგეცემათ შანსი, გააკეთოთ ის, რაც დიდი ხანია გაინტერესებთ ან დაუბრუნდეთ იმ საქმეს, რომლის გადადებაც მოგიწიათ. დროა აჩვენოთ, რა შეგიძლიათ!
თევზი
რაღაც საკითხში მოგების შანსი გექნებათ. ეს შეიძლება პროექტის წარმატებით დასრულება ან სიყვარულში გამარჯვება იყოს. ვარსკვლავები გირჩევენ ეს შანსი პოზიციების განმტკიცების და გაუმჯობესებისთვის გამოიყენოთ. ეს დღე იდეალურია ამბიციური გეგმების განხორციელებისა და მიზნების მიღწევისთვის.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი