17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს ემოციურად დაძაბული ხართ. მომხდარის დრამატიზებას და ნებისმიერი საუბრის ჩხუბად ქცევას ცდილობთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი განწყობა შეიძლება მუშაობაზე უარყოფითად აისახოს და კოლეგებთან ურთიერთობა დააზიანოს. ეცადეთ, დამშვიდდეთ და სამუშაოს შესრულებაზე კონცენტრირდეთ.

 

კურო

თუ ყურადღებას საკუთარი საზრუნავიდან სხვა ადამიანების პრობლემებზე გადაიტანთ, კოლეგებისა თუ ნაცნობების თვალში თქვენი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად ამაღლდება. ამ დღეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და ექსპერიმენტები არ უნდა დაგეგმოთ. დროა სახლის საფუძვლიან დალაგებას შეუდგეთ. ეცადეთ, დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ.

 

ტყუპები

ეცადეთ, მოვლენების ცენტრში იტრიალოთ და საზოგადოებას საკუთარ წარმატებებსა და ახალ იდეებზე უამბოთ. თქვენი ენთუზიაზმი გავლენიან ადამიანებს მიიზიდავს, რომლებიც შეიძლება კარიერულ განვითარებასა და პროფესიაში წინსვლაში დაგეხმარონ. გარშემო მყოფთა კრიტიკა მშვიდად, კამათის გარეშე მიიღეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი შეიძლება დიდი ჩხუბით დასრულდეს.

 

კირჩხიბი

ამ დღის მოვლენები ისე განვითარდება, რომ თავად მიხვდებით, საით უნდა იმოძრაოთ და რაზე გაამახვილოთ ყურადღება. თუ ახლად დაწყებული პროექტი დიდ დროს და რესურსებს მოითხოვს, ჯობს მასზე საერთოდ უარი თქვათ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, დასვენების და გართობის დრო გამონახოთ.

 

ლომი

დაძაბული დღე გელით. საქმე იმაზე მეტი გექნებათ, ვიდრე წარმოგიდგენიათ, ამიტომ გირჩევთ სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. ეს დღე ხელსაყრელია სარისკო საქმეებისთვის.

 

ქალწული

დროა, მიზნებისა და პრიორიტეტების შეცვლაზე იფიქროთ. თქვენს ცხოვრებაში არის რაღაცები, რაზეც შეგიძლიათ უარი თქვათ და ადგილი ახალს და პერსპექტიულს დაუთმოთ. ძველი პრობლემის გადასაჭრელად ეცადათ, საკითხს ახლებურად მიუდგეთ.

 

სასწორი

ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებაზე უნდა იზრუნოთ, ხოლო მეორეხარისხოვანი საკითხები შეგიძლიათ მომდევნო დღეებისთვის შემოინახოთ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა სასურველია, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ და ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ.

 

მორიელი

სანამ ადამიანთან, რომელმაც გაწყენინათ, ურთიერთობას გაწყვეტთ, დაფიქრდით - ძალიან ხომ არ ჩქარობთ? დამატებითი ინფორმაციის ან ახალი გარემოებების შესწავლის შემდეგ შესაძლოა, აზრი შეგეცვალოთ. ეცადეთ ოჯახის წევრების კრიტიკას და შენიშვნებს მშვიდად შეხვდეთ. დიდი შესყიდვებისთვის არახელსაყრელი დღეა.

 

მშვილდოსანი

დროა, წესები შეცვალოთ და მუშაობის მოძველებული ხერხები განაახლოთ. ასე სასურველი შედეგის მიღებასაც შეძლებთ და უფროსებზე შთაბეჭდილებასაც მოახდენთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება გარემოებებს თქვენს სასარგებლოდ შეცვლის. ეცადეთ, პიროვნული მომხიბვლელობა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

 

თხის რქა

საქმე, რომელზედაც ბოლო დროს მონდომებით მუშაობდით, ამ დღეს შეიძლება წარმატებით დასრულდეს. ეცადეთ, მთელი ენერგია მნიშვნელოვანი საქმეებისკენ მიმართოთ, ხოლო მეორეხარისხოვანი საკითხები სამომავლოდ გადადოთ. სავარაუდოდ, ახალი იდეა ფინანსური შემოსავლის გაზრდაში დაგეხმარებათ.

 

მერწყული

დილიდან უხასიათოდ ხართ და სამუშაო რიტმში შესვლა გიჭირთ. გამორიცხული არ არის, რომ პირად ცხოვრებაში პრობლემები შეგექმნათ. მიზეზი საყვარელ ადამიანთან კამათია, რომელმაც შეიძლება თქვენი ურთიერთობა გაართულოს. სირთულეების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ და წყენა დაივიწყოთ.

 

თევზები

დღევანდელი წარმატება თქვენს გარემოცვასა და ნაცნობების წრეზეა დამოკიდებული. ეცადეთ, საჭირო კავშირები დაამყაროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დროისთვის გადადოთ და მთელი ყურადღება პარტნიორს დაუთმოთ.

წაკითხვა 328 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 17 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.