რატომ შურთ ადამიანებს თქვენი? - მიზეზები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ყველას გვიგრძნია, რომ ჩვენი შურთ და ამ გრძნობას ვერც კი მალავენ; თუ ვერ მივმხვდარვართ, მეგობარს ან ოჯახის წევრს აუხელია ჩვენთვის თვალები, მერე კი საკუთარი თავისთვის გვიკითხავს: "რა მაქვს შესაშური?“ გთავაზობთ ასტროლოგიურ პასუხს.
ვერძი
ადამიანებს თქვენი ენერგიულობის შურთ! სანამ სხვები ზოზინებენ და ძლივს ართმევენ დავალებას თავს, თქვენ მზად ხართ მთები გადადგათ! არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელსაც ვერ გადალახავ და საკითხი, რომელსაც ვერ მოაგვარებთ.
კურო
ადამიანებს თქვენი დახვეწილი გემოვნების შურთ - ყოველთვის მოხდენილად იმოსებით, არჩევთ საუკეთესო აქსესუარებს, გიხდებათ ახალი ვარცხნილობა. რესტორანშიც კი თქვენი კერძი სხვების არჩევანზე მადისაღმძვრელად გამოიყურება.
ტყუპი
იშვიათი შარმით დაგაჯილდოეს ვარსკვლავებმა, ამიტომ ლამის სძულხართ ადამიანებს. თქვენი ქარიზმა ყველას ნუსხავს, როცა შენობაში შედიხართ, ქუჩაში კი თვალს გაყოლებენ. ყოველთვის ვიხდით საზღაურს იმისთვის, რომ გამოვირჩევით, ასე რომ შეეგუეთ მოშურნეების არსებობას.
კირჩხიბი
ყველას შურს, რომ მეგობრები განსაკუთრებით გენდობიან; ცნობილი ფაქტია, ისიც რომ ჭორაობა არ გიყვართ. აქვე დავძენ, რომ საყვარელი ადამიანების ნდობას ყოველთვის ამართლებთ. არასდროს დაგიღალატებიათ ისინი და საიდუმლოებებსაც კუბოს კარამდე ინახავთ.
ლომი
ადამიანებს შურთ თქვენი, რადგან ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევით, სხვებს ჩრდილავთ და აუფერულებთ, ისე რომ შესაძლოა მათი ოთახში ყოფნა ვეღარც კი შენიშნონ.
ქალწული
ადამიანებს შურთ თქვენი, რადგან სადაც უნდა დაიწყოთ მუშაობა, სწრაფად გაწინაურებენ. რა თქმა უნდა, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ხელმძღვანელ პოზიციაზე გნიშნავენ, თქვენ მოწოდებით ლიდერი ხართ და ნებისმიერ პასუხისმგებლობას გაართმევთ თავს.
სასწორი
ადამიანებს შურთ სასწორების კომუნიკაბელურობის, მათ ხომ ყველა საკითხზე შეუძლიათ დაბეჯითებით საუბარი. ამ ნიშნით დაბადებულებს არც ახალი ნაცნობობა აბნევთ.
მორიელი
არავის აქვს მორიელზე მაღალი სექსუალური პოტენცია, შესაბამისად, სწორედ სქესობრივ ცხოვრებას უკავშირდება თქვენდამი შური...
მშვილდოსანი
ადამიანებს შურთ თქვენი თავგადასავლებით სავსე ცხოვრებისა და იმ ისტორიების, რომელსაც ამაღელვებელი ტონით უყვებით ხოლმე მათ.
თხის რქა
ყველამ იცის, რომ ვერასდროს გახდება თქვენსავით დისციპლინირებული და საქმეზე ორიენტირებული, შესაბამისად მათ მარტო შურიღა რჩებათ. ამ შურით კი ვერაფერს დაგაკლებენ, თუ ყურადღებას არ მიაქცევთ.
მერწყული
თქვენ არაფერი გბოჭავთ, ქარივით თავისუფალი ხართ, სხვა ადამიანები კი იშვიათად აღწევენ შინაგან თავისუფლებას, მათ მუდამ ბოჭავთ სოციალური ნორმები და სხვისი აზრი.
თევზები
ადამიანებს თქვენი სულიერი სიღრმის, კრეატიული აზროვნებისა და ოცნების უნარის შურთ, რადგან ბევრი მათგანი სამყაროს შავ-თეთრად აღიქვამს, რუტინაშია ჩაფლული და დიდი ხანია დაივიწყა ოცნებები.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი