November 22, 2024

21 აგვისტო ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ, ეს დღე აქტიურად გაატაროთ - ახალი ადამიანები გაიცნოთ, საინტერესო ადგილებს ეწვიოთ. ვარსკვლავები ფიქრობენ, რომ იღბალი ყველაზე მოულოდნელ ადგილზე გელოდებათ და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. პატარა საჩუქარი ან სასიამოვნო შენაძენი თქვენს განწყობაზე დადებითად აისახება.

კურო

ურთიერთობებში გარკვეული სირთულეები გელით. გეჩვენებათ, რომ თანამოსაუბრეები თქვენზე ზეწოლას ახდენენ და თქვენს თვალსაზრისს არ ითვალისწინებენ. ეჭვებით და ვარაუდებით რომ განწყობა არ გაიფუჭოთ, უმჯობესია მარტო იმუშაოთ და კონტაქტები შეზღუდოთ. კარგი დღეა მავნე ჩვევებისა და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლებისთვის.

ტყუპები

ეცადეთ, საკუთარი ემოციები მართოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას სიტყვები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ, რათა უნებურად არ გაანაწყენოთ. გირჩევთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და ოპონენტების კრიტიკას მოერიდოთ. ხელსაყრელი დროა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად.

კირჩხიბი

ყურადღება მიაქციეთ ბედისწერის ნიშნებს, რომლებიც სწორ მიმართულებას გაჩვენებთ. უჩვეულო გარემოება ან სიტუაცია რაღაც მნიშვნელოვანს გიამბობთ და სავარაუდო შეცდომებზე გაფრთხილებთ. ნებისმიერ წვრილმანზე მძაფრად ნუ რეაგირებთ - ეცადეთ, უფრო მშვიდად მიიღოთ ის, რაც თქვენ გარშემო ხდება.

ლომი

დაგეგმილი ამოცანის დროულად შესრულებისთვის ეცადეთ, მკაფიო გეგმა შეადგინოთ და მეორეხარისხოვან საკითხებზე დრო არ დაკარგოთ. აჩქარებამ შეიძლება შეცდომა გამოიწვიოს, ამიტომ მთელი ყურადღება იმაზე გადაიტანეთ, რასაც ახლა აკეთებთ. რთულ სიტუაციაში მყოფი ადამიანის დახმარება თავს უკეთ გაგრძნობინებთ.

ქალწული

რთული და მოვლენებით დატვირთული დღეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვარსკვლავები გირჩევენ, დასვენებისა და პირადი ცხოვრებისთვის დრო გამონახოთ. პირად ცხოვრებაში ეცადეთ, პარტნიორს მეტი უსმინოთ და პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროთ.

სასწორი

ამ დღეს წვრილმანებს და, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან ამას ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება. ნებისმიერ საკითხში ეცადეთ ბოლომდე გაერკვეთ და ყოველი წვრილმანი შეისწავლოთ. სიტუაციის დრამატიზებას ნუ ეცდებით - ემოციებით საქმეს ვერ უშველით.

მორიელი

ეცადეთ, გარშემო მყოფთა მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ. აუცილებელი არ არის, რომ ახლობლებს გამუდმებით ჭკუა ასწავლოთ და შეცდომებზე მიუთითოთ. პრობლემებისადმი შემოქმედებითი მიდგომა საბოლოოდ წარმატებას მოგიტანთ. უმჯობესია, შესყიდვები სხვა დროისთვის გადადოთ - ამ დღეს შეძენილი ნივთი იმედებს გაგიცრუებთ და განწყობას გაგიფუჭებთ.

მშვილდოსანი

თითქოს ნათელმხილველის ნიჭი შეიძინეთ - მოახლოებულ ცვლილებებს ინტუიციურად გრძნობთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას, ემოციების ნაცვლად, ფაქტებით და გადამოწმებული ინფორმაციით უნდა იხელმძღვანელოთ. ნათესავებთან გულწრფელი საუბარი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ძველი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

კეთილგანწყობა და კომუნიკაბელურობა დაგეხმარებათ, რომ კონკურენტებთან ან თქვენ მიმართ არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან ურთიერთობა დაამყაროთ და ძველი კონფლიქტი დაასრულოთ. ნუ გაჯიუტდებით და კამათს მოერიდეთ. სიტუაცია თვითდინებაზე მიუშვით და მარტივად მიაღწევთ იმას, რაც გსურთ.

მერწყული

აქტიური და საინტერესო დღე გელით. მოგიწევთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, მოულოდნელი სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნა და მომაბეზრებელ ერთფეროვნებაში ცვლილებების შეტანა. ამ დღეს თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაიხსნება. ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ და სწრაფად იმოქმედოთ.

თევზები

რთული ამოცანები სხვა დროისთვის გადადეთ და ეცადეთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ. ბოლო დღეების მოვლენებმა თქვენგან დიდი ძალისხმევა მოითხოვა, ამიტომ ძალები უნდა აღიდგინოთ. გირჩევთ, საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ.

 
წაკითხვა 326 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.