6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ფინანსურ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, საფულეს არსებობა დაივიწყოთ, რადგან თუ გახსნით, შეიძლება უამრავი უხარისხო და უსარგებლო ნივთი შეიძინოთ. ყველაფრის მიუხედავად, დაწყებული საქმე აუცილებლად დაასრულეთ და უკან არ დაიხიოთ.

კურო

ძველი კავშირები მომავალში ძალიან გამოგადგებათ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობა არავისთან გაწყვიტოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს ძალიან უნდა იფრთხილოთ. ნუ გარისკავთ და საკუთარ ცხოვრებას რადიკალურად ნუ შეცვლით. ამან შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ.

ტყუპები

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა, თუმცა სასურველი შედეგის მიღება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. რაც უფრო იაქტიურებთ, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ გეგმების განხორციელება და მოგების მიღება შეძლოთ. თუმცა ნუ გარისკავთ, ეს დღე ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ წესები ზედმიწევნით უნდა დაიცვათ.

კირჩხიბი

კარგი იქნება, თუ ამ კვირის გეგმას ჩამოწერთ და ეტაპობრივად განხორციელებას შეუდგებით. ეს გადაწყვეტილების მიღებას და სწორ გზების არჩევას გაგიადვილებთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას - დღეს ის სწორ რჩევას მოგცემთ. სამწუხაროდ, შეიძლება ახლო მეგობარმა იმედები გაგიცრუოთ.

ლომი

გირჩევთ, ფინანსურ საკითხებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. უმჯობესია, რომ საშოპინგოდ გასვლა სამომავლოდ გადადოთ, რადგან ამ დღეს შეიძლება ისეთი ნივთები იყიდოთ, რომლებსაც არასოდეს გამოიყენებთ. საქმიანი ურთიერთობა არაფორმალურ გარემოში უფრო წარმატებული იქნება.

ქალწული

მეტი საუბარი, მეტი ურთიერთობა, შეხვედრები - ეს დღე დიდხანს დაგამახსოვრდებათ. შესაძლოა, სასიხარულო ამბავი გაიგოთ, რაც განწყობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ. ის, რაზედაც ბოლო დროს მუშაობდით, მალე ნაყოფს გამოიღებს. ეცადეთ, მეტი ტაქტი და თავაზიანობა გამოიჩინოთ, რათა უმნიშვნელო წყენის გამო ჩხუბში არ გაეხვიოთ.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს მეტისმეტად ნუ გაჯიუტდებით იმ საქმეში, სადაც სირთულეს წააწყდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგიწევთ არასაიმედო დასკვნის გაკეთება ან უარის თქმა ზოგიერთ ურთიერთობაზე. გაითვალისწინეთ, რომ თუ გეგმების შეცვლა მოგიწევთ, ამისგან შეიძლება სარგებელი მიიღოთ.

მორიელი

აქტიური და მოვლენებით მდიდარი დღეა. გადაიღლებით, სამაგიეროდ, ასეთი აქტიურობა თქვენს კარიერულ ზრდაზე დადებითად აისახება. ყურადღებით უსმინეთ საუბრებს - შესაძლოა, თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ. შეწყვიტეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად პრობლემებს გიქმნიან და თქვენი ცხოვრება გაცილებით ლაღი და ბედნიერი გახდება.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეცდომების გამოსწორება ან წარსულიდან დაბრუნებულ ადამიანებთან ურთიერთობა დიდ დროს წაგართმევთ. შესაძლოა, ყოფილ პარტნიორებს ან კოლეგებს შეხვდეთ და მათგან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალი თანამოაზრე იპოვოთ და საინტერესო შეთავაზება მიიღოთ.

თხის რქა

სიახლეები, რომლებსაც დღეს შეიტყობთ, გეგმების შეცვლას გაიძულებთ. შესაძლოა, ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ - ამ მხრივ ვარსკვლავები სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებიან. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და სარისკო ინვესტიციებს. ნუ მოახდენთ თანამოსაუბრეზე ზეწოლას, ეცადეთ კომპრომისი მოძებნოთ.

მერწყული

მოემზადეთ ცვლილებებისთვის, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ნელ-ნელა დაიწყება. ახლობელი ადამიანის თანადგომა და გამოცდილება ახალ რეალობასთან შეგუებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, სანამ საბუთებს ხელს მოაწერთ, ყურადღებით წაიკითხოთ. ამ დღეს დებატებში ზეწოლის მოხდენას კომპრომისის პოვნა სჯობს.

თევზები

შანსი გექნებათ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ყურადღებით დააკვირდეთ გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ეცადეთ, სიტუაციის მიხედვით იმოქმედოთ. ჯობს მოსაწყენი, რუტინული სამუშაოს კეთება სამომავლოდ გადადოთ, რადგან დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გელით.

წაკითხვა 329 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.