2023 წლის დეკემბრის თვის ჰოროსკოპი
იზრუნეთ საკუთარ თავსა და ახლობლებზე!
3 დეკემბრამდე მსოფლიოში მოსალოდნელია ეპიდემიების გავრცელება. ამის მიზეზია მერკური თხის რქაში და ვენერაში, რომელიც 2023 წლის 4 დეკემბერს მორიელის თანავარსკვლავედში დასახლდება. ასეთი კომბინაცია დამანგრეველ ენერგიებს შექმნის, რაც, თავის მხრივ, ძლიერ გავლენას მოახდენს ადამიანების, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების ურთიერთობაზე. ასეთ სიტუაციას შეიძლება დიდი და გადაუჭრელი კონფლიქტები მოჰყვეს.
ვერძი
2023 წლის ბოლო თვე ბევრი ვერძისთვის ემოციურად რთული და დაძაბული იქნება. მიუხედავად ამისა, ფინიშის ხაზს აუცილებლად პირველი გადაკვეთთ.
შესაძლოა, მეუღლესთან ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო იკამათოთ. შეყვარებულები კი ეჭვიანობას და გარშემო მყოფთა ინტრიგებს უნდა ერიდონ. გირჩევთ, საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობა დეკემბრის მეორე კვირაში დაგეგმოთ.
თუ ნაკლებს იშოპინგებთ და უსარგებლო ნივთების შეძენა მოერიდებით, ფინანსურ სირთულეებს თავიდან აიცილებთ.
13 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მერკური რეტროგრადული იქნება, ამიტომ ბევრი რამ შენელდება ან შეჩერდება.
ვერძებო, დეკემბერში ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება უნდა მიაქციოთ, განსაკუთრებით თუ საქმე ფინანსურ დოკუმენტაციას ეხება. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ შეცდომას სერიოზული შედეგები მოჰყვება.
ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა მანქანის მართვის და მოგზაურობისა დროს მეტი სიფრთხილე გმართებთ.
ხელსაყრელი დღეები: 2, 7, 11, 16, 20, 24, 29
არახელსაყრელი დღეები: 4, 9, 14, 18, 22, 27
კურო
მოვლენებით სავსე, საინტერესო, მაგრამ რთული თვე გელით. თუ ყველა მხრიდან პრობლემები გახვევიათ, უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის გამოსავალს დაგანახვებთ.
დეკემბრის ბოლოს ვარსკვლავებმა მარტოხელა კუროებს რამდენიმე სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადეს, დაოჯახებულებს კი კონფლიქტები ელით: დროა, კურომ გაარკვიოს, სინამდვილეში რა სურს. ზოგ შემთხვევაში, ახალი სიყვარული გაიძულებთ ძველი მიატოვოთ, თუმცა დეკემბრის განშორება ორივე მხარისთვის ძალიან მტკივნეული იქნება.
ამ თვეს კონფლიქტური სიტუაციები მოსიყვარულე წყვილებსაც კი ელით. მიზეზი - კუროსთვის დამახასიათებელი უადგილო ამბიციებია. ეცადეთ პარტნიორს ყურადღებით მოუსმინოთ და მისი აზრი გაითვალისწინოთ. ეს დროში გაჭიანურებულ დაპირისპირებას თავიდან აგარიდებთ.
დეკემბერში ხარჯებმა შესაძლოა შემოსავალს გადააჭარბოს, მაგრამ დამატებითი სამუშაო სიტუაციას განმუხტავს.
2023 წლის 13 დეკემბრიდან 2024 წლის 2 იანვრამდე მერკური რეტროგრადული იქნება. ადამიანები, რომლებიც ამ დროს თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან, უსიამოვნების გარდა არაფერს მოგიტანენ. ეს პერიოდი ხელსაყრელია ძველი კავშირების განახლებისთვის და არა - ახალი კავშირების დასამყარებლად.
ახალი მთვარის დროს (11-13 დეკემბერი) კურომ უნდა შეამციროს როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური აქტივობა. გამონახეთ დრო დასვენებისა და გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის.
ხელსაყრელი დღეები: 5, 10, 15, 19, 23, 28
არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 13, 17, 21, 26, 30
ტყუპები
დეკემბერში ბევრ თქვენგანს სხვა ადამიანების მოსაზრებებთან შეჯახება მოუწევს. სავარაუდოდ, ისინი თქვენი შეხედულებებისგან რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ სიმართლე ხომ კამათში იბადება?
მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო კონფლიქტები. მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფლიქტებში ოჯახის უფროსი წევრები არ ჩართოთ, რადგან ვითარება უფრო გამწვავდება.
ფინანსური პროგნოზი არაერთგვაროვანია. შესაძლოა, ზოგ ტყუპს შესაძლოა ახლობლების ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდეს.
12 დეკემბრიდან 2 იანვრამდე თქვენი მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადული იქნება. ამ პერიოდში შეიძლება უფრო ნერვიული და მოუსვენარი გახდეთ. ნებისმიერ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდეთ, რათა სერიოზული შეცდომები არ დაუშვათ.
ამ თვეში რეგულარული დასვენება და ხარისხიანი ძილი საუკეთესო წამალი იქნება.
ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 16, 20, 24, 29
არახელსაყრელი დღეები: 5, 10, 14, 18, 22, 27.
კირჩხიბი
კირჩხიბების უმრავლესობისთვის დეკემბერი საქმეებით და პასუხისმგებლობებით დატვირთული იქნება, მაგრამ განა ეს ცუდია? ასე რომ, იმოქმედეთ.
პირად ცხოვრებაში წინა თვეების დაძაბულობა დავიწყებას მიეცემა და ოპტიმიზმი დაგიბრუნდებათ, თუმცა გარკვეული გაუგებრობები ჯერ კიდევ მოსალოდნელია. შესაძლოა, ამ თვის მეორე ნახევარში მშობლებსა და შვილებს შორის მორიგი უთანხმოება მოხდეს.
დეკემბრის ფულადი პროგნოზი ნეიტრალურია. სავარაუდოდ, საგრძნობი ფინანსური შემოსავალი ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა უფულოდ დარჩენაც არ გემუქრებათ.
სამსახურში მოსალოდნელია ჭორები, ცილისწამება და ზურგს უკან მოქმედებები, რაც სიმშვიდეს დაგირღვევთ და საპასუხო მოქმედებებისკენ გიბიძგებთ. ეცადეთ საკუთარი მოვალეობები ჩვეულებრივზე უფრო ფრთხილად შეასრულოთ და ყოველგვარ ინტრიგას მოერიდოთ. ეს პროვოკაციული სიტუაციებს და შეტაკებების მტკივნეული შედეგებს თავიდან აგაცილებთ. რაც შეეხება ხელმძღვანელ კირჩხიბებს, ქვეშევრდომების და თანაშემწეების მუშაობის ხარისხს ყურადღებით დააკვირდით.
უფრთხილდით ზამთრის სიცივეებს და ინფექციებს. გაფრთხლება განსაკუთრებით დეკემბრის პირველ კვირას და ახალი მთვარის პერიოდს (12-იდან 14-მდე) ეხება. სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ასევე მანქანის მართვისა და მოგზაურობის დროს მთელი დეკემბრის განმავლობაში.
ხელსაყრელი დღეები: 4, 9, 15, 19, 23, 28
არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 11, 17, 21, 26, 30.
ლომი
ლომებო, წინ ყველა თვალსაზრისით პოზიტიური თვე გელით. მართალია, ბევრ თქვენგანს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, მაგრამ როდის იყო ლომს პასუხისმგებლობა აშინებდა?
ლომ მშობლებს გარკვეული უსიამოვნებები ელით. არ არის გამორიცხული, რომ შვილების პრობლემების გადასაჭრელად მთელი დანაზოგის დახარჯვა მოგიწიოთ, სამაგიეროდ, მოსალოდნელია ფინანსური შემოსავლების ზრდა.
2023 წლის 13 დეკემბრიდან 2024 წლის 2 იანვრამდე მერკური რეგრესიული იქნება. ამ პერიოდში საქმეების მიმდინარეობა შეიძლება შენელდეს. ეს ხელსაყრელი დროა გეგმების გადახედვისა და უკვე დაწყებული პროექტების გაუმჯობესებისთვის.
ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მხოლოდ დეკემბრის ბოლოს შეიძლება დაღლილობამ და შეუძლოდ ყოფნამ შეგაწუხოთ.
ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 17, 21, 25, 30
არახელსაყრელი დღეები: 6, 10, 14, 19, 23, 28.
ქალწული
დეკემბერში დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ მოვლენებს სწორი მიმართულება მისცეთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და კონფლიქტებში არ ჩაერიოთ. გაფრთხილება სამუშაოს და პირად ცხოვრებას თანაბრად ეხება.
წყვილები და ოჯახები, რომლებიც დეკემბერში საცხოვრებელი ადგილის შეცვლას გეგმავენ, შეიძლება ისეთ პრობლემებს შეეჯახონ, როგორიცაა ლოგისტიკა, უცხოური კანონები, საბუთებში აღმოჩენილი შეცდომები და ა.შ.
ფინანსური თვალსაზრისით, დეკემბერი ნეიტრალურია, თუმცა უფულობა არ გემუქრებათ. ამ თვის ძირითადი ხარჯები ყოველდღიურ წვრილმანებს, სახლს, ნათესავებს, ახლობლებსა და ბავშვებს ეხება.
13 დეკემბრიდან თქვენი მმართველი პლანეტა მერკური უკუსვლას იწყებს, რაც 2 იანვრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ქალწულების მოქმედება ნაკლებად შედეგის მომტანი იქნება.
ეცადეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები არა ემოციურად, არამედ ლოგიკაზე დაყრდნობით მიიღოთ.
ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არაა, თუმცა დილის ვარჯიშები და რეჟიმის დაცვა ნამდვილად არ გაწყენდათ.
ხელსაყრელი დღეები: 4, 9, 15, 19, 23, 27
არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 11, 17, 21, 25, 29.
სასწორი
ახლო წარსულში შესრულებული უდიდესი მოცულობის სამუშაო თავის ღირსეულ შედეგებს მოიტანს - დამსახურებული ჯილდო გელით!
ახლო ნათესავებთან ურთიერთობა დაძაბულია. სავარაუდოდ, მათი პრობლემების მოგვარება მოგიწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მორიგ უაზრო სკანდალში ჩაგითრიონ.
ფინანსურ პერსპექტივას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით, უფულოდ დარჩენა არ გემუქრებათ. ხარჯების ძირითადი ნაწილი ყოველდღიურ საქმიანობას უკავშირდება. დეკემბერი არახელსაყრელი დროა საზღვარგარეთ შოპინგისთვის.
პლანეტა მერკური 2023 წლის 13 დეკემბრიდან მომავალი წლის 2 იანვრამდე რეტროგრადული იქნება, რაც ნიშნავს, რომ სასწორების უმეტესობას ერთსა და იმავე საკითხებთან დაბრუნება ბევრჯერ მოუწევს. იყავით ფრთხილად, განსაკუთრებით - ფინანსურ დოკუმენტებთან.
დეკემბერში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა ეცადეთ ავტომობილის მართვისა და მგზავრობისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ.
ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 13, 17, 21, 26, 31
არახელსაყრელი დღეები: 1, 6, 10, 15, 19, 23, 28.
მორიელი
მორიელებს წინ ნერვიული, წინააღმდეგობრივი და უკიდურესად ემოციური თვე ელით. ეცადეთ, გველივით ბრძენი და მტრედივით მშვიდობიანი იყოთ, რათა მოვლენათა აურზაურში არ ჩაიკარგოთ.
ბევრ მორიელს მეუღლის ან პარტნიორის სიტყვები ან მოქმედება ისე გააღიზიანებს, რომ საქმე კონფლიქტამდე მივა. ამ თვალსაზრისით, ყველაზე საშიში დღეები ახალი მთვარის პერიოდს ემთხვევა (12-იდან 14 დეკემბრამდე).
მარტოხელა ქალებმა და მამაკაცებმა შესაძლოა ყოფილ საყვარლებთან ურთიერთობა აღადგინონ და რომანტიკული მოგზაურობა მოაწყონ.
ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, მოემზადეთ ქამრების შემოსაჭერად. ძირითადი ხარჯები დეკემბრის ბოლო ათ დღეში გელით, რაც ოჯახისა და შვილების საჭიროებას უკავშირდება.
დეკემბერში კარგად განვითარდება კავშირები უცხოელ კოლეგებთან. ჰოროსკოპი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატება გელით, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მთელი სიფრთხილეს გამოიჩენთ.
მარსის მხარდაჭერა უშრეტი ენერგიით დაგმუხტავთ, ოღონდ ეს ენერგია მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის უნდა გამოიყენოთ.
ხელსაყრელი დღეები: 2, 7, 12, 16, 22, 26, 30
არახელსაყრელი დღეები: 5, 9, 14, 20, 24, 28.
მშვილდოსანი
2023 წლის ბოლო თვეს საბრძოლო მზადყოფნაში შეხვდებით და გულუხვი მარსის დახმარებით ნებისმიერ გამოწვევას ადვილად გაუმკლავდებით. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო მომთმენი და დელიკატური იყოთ - ბოლოს და ბოლოს, ბრძოლის ველზე ხომ არ ხართ.
შესაძლოა, მშობლებს ან ხანდაზმულ ნათესავებს თქვენი ყურადღება და მზრუნველობა დასჭირდეთ. ეცადეთ, მათ მიმართ უფრო ალერსიანი იყოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონფლიქტის მიზეზი არსებობს.
დეკემბერში ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება და ეს პოზიტიური ტენდენციები 2024 წელსაც გაგრძელდება.
პლანეტა მერკური მიმდინარე წლის 13 დეკემბრიდან 2024 წლის 2 იანვრამდე რეტროგრადული იქნება. ამ პერიოდში მოსალოდნელია საბუთებთან დაკავშირებული პრობლემები და საქმეების შეფერხება.
დეკემბერში უჩვეულოდ ენერგიული იქნებით. ეცადეთ, ეს ენერგია მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოიყენოთ. უფრთხილდით ნებისმიერ ექსტრემალურ და ტრავმულ აქტივობას.
ხელსაყრელი დღეები: 3, 7, 13, 17, 21, 26, 31
არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 9, 15, 19, 23, 28.
თხის რქა
თხის რქებო, ბევრი თქვენგანისთვის 2023 წლის დეკემბერი რთული და დაძაბული პერიოდი იქნება. სახლი, სამსახური, ოჯახის წევრები და მეგობრები თქვენს ყურადღებას მოითხოვენ. გამოსავალი მხოლოდ ერთია - ეცადეთ, ყურადღების კონცენტრირება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე მოახდინოთ, რათა მოვლენათა ორომტრიალში არ ჩაიკარგოთ.
რაც შეეხება ფინანსურ პროგნოზს, დეკემბერში მნიშვნელოვანი გარღვევები მოსალოდნელი არ არის, თუმცა ოფიციალური შემოსავლები რეგულარული იქნება. ძირითადი ხარჯები კვლავ შვილებს, ნათესავებს და საყვარელ ადამიანებს უკავშირდება.
გახსოვდეთ, რომ თვითანალიზი და თანმიმდევრულობა ყველა საკითხში დაგეხმარებათ. განსაკუთრებით 13 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში, როდესაც მერკური რეტროგრადულია. ამ დროს თხის რქები უფრო დაძაბულები და ნერვიულები გახდებიან და გადაწყვეტილებებს ბოლო წუთში შეცვლიან.
ახალი მთვარის პერიოდში (11 დეკემბრიდან 13 დეკემბრამდე) ეცადეთ, კვებასა და ალკოჰოლის მოხმარებაში ზომიერება დაიცვათ. ასევე უფრთხილდით სეზონურ გაციებას და ინფექციებს.
ხელსაყრელი დღეები: 1, 6, 10, 14, 18, 22, 27
არახელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 16, 20, 24, 31.
მერწყული
დეკემბერში ბევრი მერწყული მნიშვნელოვანი მოვლენების ცენტრში, ისეთი ადამიანებით გარშემორტყმული აღმოჩნდება, რომლებსაც ძალიან აფასებთ. გახსოვდეთ, რომ კარგი საქმეები ზოგჯერ პათეტიკურ სიტყვებზე უფრო მნიშვნელოვანია.
მეუღლეებს შორის ურთიერთობა უფრო ჰარმონიული გახდება. შეყვარებულებმა შესაძლოა ერთად ცხოვრება გადაწყვიტონ. თუ ამის გაკეთება 12 დეკემბრამდე ვერ მოასწარით, ჯობს 3 იანვრამდე მოიცადოთ.
ფინანსური შემოსავლები გაიზრდება და რეგულარული გახდება. მოსალოდნელია ახლობლების დახმარებაც. ვიღაცამ შეიძლება მემკვიდრეობაც მიიღოს.
წინა თვესთან შედარებით, მენეჯმენტთან და ოფიციალურ სტრუქტურებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება, მაგრამ გარკვეული მატერიალური უთანხმოება მაინც დარჩება.
ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგშია, თუმცა დეკემბრის ბოლო კვირაში შეიძლება გადაღლა იგრძნოთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ეცადეთ ზომიერების გრძნობა არ დაივიწყოთ, განსაკუთრებით ახალი წლის ღამეს.
ხელსაყრელი დღეები: 2, 7, 11, 17, 21, 25, 30
არახელსაყრელი დღეები: 4, 9, 15, 19, 23, 28.
თევზები
დეკემბერში მიზნის მიღწევას შეძლებთ და ახალ წელს წარმატების გრძნობით სავსე შეხვდებით.
პირად ცხოვრებაში კონფლიქტი გელით, რაც სავარაუდოდ, თქვენს დაძაბულ მუშაობას და დატვირთულ შემოდგომას უკავშირდება. სამწუხაროდ, შერიგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმას ვერცერთი პარტნიორი ვერ ბედავთ.
ფინანსური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება და სტაბილური ხდება. ამ თვის ძირითადი ხარჯები კი უაღრესად სასიამოვნო ხასიათის იქნება.
სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა. ამას სანდო მეგობრები ან ძალაუფლების მქონე ადამიანებიც შეუწყობენ ხელს.
2023 წლის 12 დეკემბრიდან 2024 წლის 2 იანვრამდე მერკური რეტროგრადული იქნება, ამიტომ თვის მეორე ნახევარში საქმიანი ქაღალდებისა და ურთიერთობების მიმართ მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.
დეკემბერში თევზების უმეტესობა ენერგიის მოზღვავებას იგრძნობს, თუმცა, სუსტმა ნერვულმა სისტემამ შეიძლება ძილთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. ეცადეთ სუფთა ჰაერზე უფრო ხშირად ისეირნოთ და არც ფიზიკური ვარჯიში დაივიწყოთ.
ხელსაყრელი დღეები: 1, 6, 10, 15, 19, 23, 27
არახელსაყრელი დღეები: 3, 8, 13, 17, 21, 25, 31.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- 14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- დიდი დაპირისპირება პუტინის გარემოცვაში - კადიროვმა გავლენიან დაღესტნელ სენატორს და დუმის ორ დეპუტატს “მოსისხლე მტრობა” გამოუცხადა
- დღეს "საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის" პირველი ტურის დასკვნითი თამაში გაიმართა
- "თუკი დღეს ივანიშვილს ვინმეს ეშინია, ეს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაა“ - ვერ გაგვაჩერებენ" - სოფო ჯაფარიძე