6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღეა. შეიძლება მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, უმნიშვნელო კამათი დიდ კონფლიქტს გამოიწვევს, ამიტომ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. მოერიდეთ ახალი კრედიტის ან ვალის აღებას - ახლა ამისთვის არახელსაყრელი გარემოებებია.

კურო

ყურადღება მიაქციეთ ძველ, დაუსრულებელ საქმეებს, რომლებიც გამუდმებით თავს გახსენებთ და წინსვლაში ხელს გიშლით. დროა, პირადი ურთიერთობების მოგვარებაზეც იზრუნოთ - გათავისუფლდით ადამიანებისგან, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ პრობლემები მოაქვთ.

ტყუპები

ამ დღეს ნებისმიერ კამათში და დისკუსიაში გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ და სიმართლე თქვათ. შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ემოციურ შვებას და სარგებელს სწორედ ეს პოზიცია მოგიტანთ. უფრთხილდით მანიპულატორებს - ვიღაც თქვენს გაბრაზებას და კონფლიქტის გამოწვევას ცდილობს.

კირჩხიბი

ამ დღეს შედეგის მისაღწევად სიმშვიდის შენარჩუნება გჭირდებათ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ 6 დეკემბერი გარშემო მყოფთა კრიტიკისთვის შესაფერისი დრო არ არის. თქვენს უწყინარ შენიშვნას შეიძლება ვნებათა კორიანტელი მოჰყვეს, ამიტომ ურთიერთობა შეზღუდეთ და საკუთარ საქმეს არ მოწყდეთ. გახსოვდეთ საკუთარი გამოცდილება და წარსული შეცდომები არ გაიმეოროთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას.

ლომი

რაც შეიძლება ბევრის მოსწრების სურვილმა შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. უმჯობესია, პასუხისმგებლობები კოლეგებს ან ოჯახის წევრებს გაუნაწილოთ და დასვენების დრო გამონახოთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს, დაისვენეთ და ყურადღება სასიამოვნო საქმეებზე გადაიტანეთ. ნუ ეცდებით ადამიანებს საკუთარი შეხედულებები თავს მოახვიოთ და როცა შესაძლებელია, დაუთმეთ.

ქალწული

სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გეგმას მიჰყევით და წესები დაიცავით. ამ დღეს მოქმედების მკაფიო გეგმა გჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე შეუსრულებელი დარჩება. კარგი დღეა ძველი პრობლემების მოსაგვარებლად.

სასწორი

ამ დღეს საქმეები შეიძლება ისე არ წარიმართოს, როგორც გეგმავდით, თუმცა მალე შესაძლებლობა გექნებათ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ - მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ვინმემ დახმარება თუ გთხოვათ, კარგად დაფიქრდით - დიდია იმის ალბათობა, რომ ვიღაცას სურს, თავისი პრობლემები თქვენს ხარჯზე მოაგვაროს.

მორიელი

რთული და დაძაბული დღეა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მრავალრიცხოვანი პრობლემის გადაჭრა და ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება მოგიწევთ. გამორიცხული არ არის, რომ ძველი, მცდარი გადაწყვეტილებები ბუმერანგივით დაგიბრუნდეთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის ამაღლებაზე. დროა, ვარჯიშისთვისაც მოიცალოთ.

მშვილდოსანი

საყვარელმა ადამიანებმა შეიძლება იმედი გაგიცრუონ, ამიტომ მათგან დახმარებას არ უნდა ელოდოთ. ფრთხილად იყავით, ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობს. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და ნუ მისცემთ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს უფლებას, რომ თქვენით ისარგებლონ.

თხის რქა

ეს დღე ხელსაყრელია ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. პლანეტების განლაგების მიხედვით, მშვენიერი დღეა ინვესტიციების შესწავლის, ვალების დაბრუნების, უძრავი ქონების რეგისტრაციისა და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. დაუქორწინებელ თხის რქებს მალე სასიყვარულო თავგადასავალი ელით.

მერწყული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მკაფიო სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და ეტაპობრივად განხორციელება დაიწყოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, ჩანაფიქრი განახორციელოთ და სერიოზული შეცდომები თავიდან აიცილოთ. ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ, რათა იმედგაცრუებული არ დარჩეთ. ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში და გულწრფელობისგან თავი შეიკავეთ.

თევზები

დროა, ძველ გეგმებში შესწორებები შეიტანოთ და ახალი პრიორიტეტები დაისახოთ. თქვენი ზოგი იდეა იმდენად მოძველდა, რომ არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. დღეს რა თემაზეც არ უნდა ისაუბროთ, მოერიდეთ სხვების კრიტიკას, თორემ შეიძლება, ისეთ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, საიდანაც თავის დაღწევა რთული იქნება.

წაკითხვა 262 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.