11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. გირჩევთ, ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედოთ და გარშემო მყოფთა საუბრებს ყური დაუგდოთ, რათა თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს მენეჯმენტისგან თავი შორს დაიჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი უსიამოვნო დავალებების შესრულება ან კომენტარების მოსმენა მოგიწევთ.

კურო

მშვენიერი დღეა კარგად შესრულებული სამუშაოს შეფასებისთვის. არსებობს მოგებიანი გარიგების დადების შანსი, მაგრამ ამისთვის სიმტკიცე და პრინციპულობა უნდა გამოიჩინოთ. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით უცნობ ადამიანებთან.

ტყუპები

სავარაუდოდ, თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების ეტაპი იწყება, რომელიც ბევრ რამეზე აისახება. ზოგი ცვლილების მიღება გაგიჭირდებათ, ამიტომ ვარსკვლავები ტყუპებს ფსიქოლოგიურად მომზადებას ურჩევენ. თქვენი გარემოცვიდან ვიღაც თქვენზე ზეწოლის მოხდენას და მანიპულირებას ცდილობს. ამ ბრძოლაში თქვენ უნდა გაიმარჯვოთ - ამიტომ, არაფერი დათმოთ.

კირჩხიბი

თავი დაანებეთ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებას და მშვიდად იმოქმედეთ. ამ დღეს აჩქარება სერიოზულ შეცდომებს გამოიწვევს, რომელთა გამოსწორება რთული იქნება. ადამიანების დარწმუნების ნიჭი საშუალებას მოგცემთ, რომ მოლაპარაკება წარმატებით დაასრულოთ და თქვენთვის საჭირო შედეგებს სწრაფად მიაღწიოთ.

ლომი

ამოირჩიეთ ყველაზე პერსპექტიული საქმეების სიიდან რომელიმე და საქმეს შეუდექით. სწორად დაგეგმილი საქმე უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ. თ არ იზარმაცებთ შესაძლოა, ძველი, მტკივნეული პრობლემა მოაგვაროთ, რომელიც გამუდმებით თავს გახსენებთ. ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც რეალობის აღქმაში დაგეხმარებათ.

ქალწული

რთული და დაძაბული დღეა. სასურველი შედეგების მისაღწევად ოპონენტებთან ადაპტაცია, მათი განწყობისა და ინტერესების გათვალისწინება მოგიწევთ. ვარსკვლავები ფიქრობენ, რომ ამ დღეს ყველა მნიშვნელოვან მოლაპარაკებას წარმატებით ჩაატარებთ. ეცადეთ, მეტად იაქტიუროთ და საკუთარი შეხედულებები დაიცვათ. პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება, თუ საკუთარ ქმედებებს ობიექტურად შეაფასებთ.

სასწორი

დღეს რჩევის მიცემის სურვილმა შესაძლოა, ახლობელ ადამიანთან გაუგებრობა გამოიწვიოს, რომლის შედეგებსაც დიდხანს ვერ დაივიწყებთ. ამიტომ იყავით ნეიტრალური - თავის საქმეს ყველამ თვითონ მიხედოს! ეცადეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად სასიამოვნო საღამო გაატაროთ. ამ ნიშნის შეყვარებულ წარმომადგენლებს რომანტიკული სიურპრიზები ელით.

მორიელი

მომატებული ემოციური ფონის გამო თავის შეკავება და გარშემო განვითარებული მოვლენებს ობიექტურად შეფასება გიჭირთ. ეცადეთ, უხეში სიტყვები გულთან ახლოს არ მიიტანოთ და კოლეგებთან ჩხუბს მოერიდეთ. ამ დღეს ენერგია, ურთიერთობების გარკვევის ნაცვლად, საქმის კეთებაზე უნდა მიმართოთ.

მშვილდოსანი

თუ რაიმეს მიღწევა გსურთ, ხანგრძლივი შრომისთვის უნდა მოემზადოთ. ეს არა მხოლოდ სამუშაოს, ცხოვრების სხვა სფეროებსაც ეხება. ისიც კი, რაც აქამდე ადვილად გამოდიოდა, ახლა შეიძლება რთული იყოს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება, არ არის გამორიცხული კამათი, თუმცა ძველი მეგობრის დახმარებით ყველა გაუგებრობას მალე დაივიწყებთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ძველი იდეების ან შეხედულებების შეცვლის, ზედმეტი ნივთების მოცილების ან იმ ურთიერთობების დასრულებისთვის, რომლებმაც დიდი ხანია თავი ამოწურეს. ეს დაგეხმარებათ, რომ თავი უფრო თავისუფლად იგრძნოთ და წინ სწრაფად წახვიდეთ. საღამოს სიურპრიზი გელით. პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

მერწყული

ამ დღეს თქვენს პიროვნულ ხიბლს სასწაულების მოხდენა შეუძლია. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის ან ახლობელ ადამიანთან საუბრისთვის. ნუ აჩქარდებით, რომ სერიოზული შეცდომა არ დაუშვათ. ოჯახურ შეკრებაზე შეიძლება კარგი რჩევა მოისმინოთ. საღამოს მოულოდნელი სიახლეებს მიიღებთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

თევზები

ამ დღეს ურთიერთობებში მეტი სითამამე უნდა გამოიჩინოთ. პირდაპირ ისაუბრეთ იმაზე, რაც გაწუხებთ ან გაღიზიანებთ. გულწრფელობა დაგეხმარებათ, სწრაფად მიიღოთ ის, რაც გსურთ. საშუალება გექნებათ, რომ საინტერესო ღონისძიებას დაესწროთ. ამ დღეს მიღებული გამოცდილება მოგვიანებით ბევრჯერ გამოგადგებათ.

წაკითხვა 358 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.