სექტემბრის ჰოსოსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
ამ თვეში შესაძლოა გაგიჩნდეთ სურვილი, გაასუფთაოთ და დაალაგოთ თქვენი ფიზიკური გარემო - სახლი, ოფისი, დოკუმენტები. გამოიყენეთ ეს ენერგია, როგორც საკუთარი თავის პოზიტიური ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა. სექტემბერი არ არის დრო მაღალი რისკის მქონე ბიზნესისთვის; პირიქით, კონცენტრირდით ინვესტიციებზე, რომლებსაც შეუძლიათ სტაბილური და მდგრადი მოგება მოგიტანოთ.
მარტოხელა ვერძები შესაძლოა პოტენციურ პარტნიორს შეხვდნენ სამუშაო ადგილის ან მეგობრების მეშვეობით.
სექტემბერში შესაძლოა შეგაწუხოთ სტრესთან დაკავშირებულმა კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა და ჯანმრთელობის მცირე დაზიანებებმა, რაც გამოწვეული იქნება ზედმეტი დატვირთვით.
კურო
ამ თვეში თქვენი შინაგანი ხიბლი უფრო გამოკვეთილი იქნება, რაც იდეალურია სოციალური თუ საჯარო ღონისძიებებისთვის და სხვების ყურადღების მოსაზიდად. ეს არის შესაფერისი დრო, გახდეთ მოხალისე ხელმძღვანელ პოზიციებზე სხვადასხვა პროექტებში, ან თანამშრომლებს შესთავაზოთ ახალი იდეები. თქვენს თავდაჯერებულობასა და ქარიზმას შეუძლია დაწინაურება მოგიტანოთ.
რაც შეეხება პარტნიორულ ურთიერთობებს, ისიამოვნეთ რომანტიკული მომენტებით, მაგრამ დააკონკრეტეთ კავალერთან, რა ტიპის ურთიერთობა გსურთ, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობა.
ტყუპები
ეს თვე შესანიშნავი დროა თქვენი შინაგანი მე-ს განვითარებისა და ემოციური ფუნდამენტის კონსოლიდაციისთვის. კარიერაში, ეს არის შესაფერისი დრო დამსაქმებელთან მოლაპარაკებისთვის მოქნილი მუშაობის შესაძლებლობის შესახებ.
სამუშაოს მაძიებლებს შეუძლიათ შეხვდნენ უძრავი ქონების, ინტერიერის დიზაინს ან კვების მრეწველობის წარმომადგენლებს. უძრავი ქონების ინვესტიცია ასევე შეიძლება იყოს პროდუქტიული ამ თვეში, განსაკუთრებით თუ გეგმავთ ინვესტირებას სახლში ან თქვენს სამუშაო შენობაში.
სტუდენტებს შეუძლიათ დაეუფლონ სოციალური სფეროს სხვადასხვა მიმართულებებს, ან წარმატებას მიაღწიონ ინტერიერის დიზაინში.
კირჩხიბი
ამ თვეში იყავით მაქსიმალურად გამჭვირვალე თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტში. დროა შეიძინოთ ახალი ცოდნა ან შეისწავლოთ რაიმე საინტერესო, რადგან თქვენი გონება ამ დროს განსაკუთრებით აქტიურია.
არ ჩაახშოთ ახალი იდეები, იმ ფიქრის გამო, რომ ისინი არასწორია, რადგან შეიძლება მათში იყოს რაღაც კარგი. სამუშაოს მაძიებლებმა უნდა მიმართონ იმ ვაკანსიებს, რომლებიც საჭიროებენ კომუნიკაციის უნარებს - წერა, მარკეტინგი, ჟურნალისტიკა ან მომხმარებელთა მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, შეიძლება დაუცველი იყოთ მცირე დაავადებების მიმართ, როგორიცაა გაციება და ალერგია.
ლომი
ამ თვეში ცხოვრებას რეალისტურად შეხედავთ. შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი ფინანსური მდგომარეობის შეფასება და მკაფიო გეგმის შემუშავება, თუ რა უნდა გააკეთოთ შემდეგში. გამოიყენეთ ეს ენერგია თქვენი მატერიალური საჭიროებისთვის ძლიერი საყრდენის შესაქმნელად.
ინვესტიციები უძრავ ქონებაში შეიძლება იყოს შესაფერისი, განსაკუთრებით თუ თქვენ ეძებთ სტაბილურ შემოსავალს შორეულ მომავალში. საფონდო ბირჟაზე ფოკუსირება გააკეთეთ ფუფუნების საგნებზე ან გასართობ ინდუსტრიასთან დაკავშირებულ აქციებზე.
პარტნიორულ ურთიერთობაში მარტოხელა ლომები შეიძლება შეხვდნენ მსგავსი ღირებულებების და ფინანსური მდგომარეობის მქონე ადამიანებს და საბოლოოდ მას დაუკავშირონ ბედი.
ქალწული
ეს თვე კარგია თვითგანვითარებისთვის, ქალწულის გამორჩეული და თანდაყოლილი ნიჭი კიდევ უფრო გაძლიერდება და თქვენ შეძლებთ ცხოვრებას მესამე პირის პერსპექტივიდან შეხედოთ და საჭიროებისამებრ შეიტანოთ კორექტივები. გარკვეული დრო დაუთმეთ იმაზე ფიქრს, რისი მიღწევა გსურთ, ნუ დააყოვნებთ შეცვალოთ თქვენი კურსი საჭიროების შემთხვევაში.
სექტემბერი ძალიან კარგი დროა კარიერული წინსვლისთვის, შესაძლოა დაწინაურდეთ, მიიღოთ ლიდერული პოზიცია ან განავითაროთ ახალი ინიციატივები სამსახურში.
მარტოხელა ქალწულებს ვარსკვლავები ურჩევენ იყვნენ გულწრფელები საკუთარ თავთან და მიჰყვნენ თავიანთ ვნებას.
სასწორი
ამ თვეში გარკვეული დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, ჩაერთეთ აქტივობებში, რომლებიც საშუალებას მოგცემთ აღმოაჩინოთ საკუთარი თავი და დაისვენოთ. ასევე მიჰყევით თქვენს ინსტინქტებს, რადგან ეს დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ნებისმიერ სირთულეს.
ამსახურში, შეიძლება აღმოაჩინოთ საკუთარი ახალი უნარები და შესაძლებლობები, ამისათვის, დაესწარით კონფერენციებს ან დაუკავშირდით ადამიანებს, ვისთანაც ადრე მუშაობდით, ამაში თქვენი კრეატიულობა გამოგადგებათ, თუმცა, სასურველია არ იჩქაროთ იდეების განვითარება.
მარტოხელა სასწორებმა ეს დრო უნდა გამოიყენონ და იფიქრონ იმაზე, თუ რა სურთ პარტნიორისგან და ღიად დაელაპარაკონ ამ საკითხზე.
მორიელი
სექტემბერში თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მჭიდრო და ხშირი კომუნიკაცია გარშემომყოფებთან. კარგი დროა მეტი ხალხის გასაცნობად და სოციალური აქტიურობისთვის. უფროსებმა შეიძლება დააფასონ თქვენი ეფექტურობა სხვებთან მუშაობის მხრივ და განიხილონ თქვენი ლიდერობა ჯგუფურ დავალებაში თუ სხვადასხვა კუთხით, თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, ზომიერად ჩაერთოთ საოფისე პოლიტიკაში ან არასაჭირო დებატებში.
მარტოხელა მორიელები შესაძლოა მომავალ პარტნიორს შეხვდნენ სოციალური ღონისძიებებზე ან მნიშვნელოვანი თავშეყრის დროს. მნიშვნელოვანია, არ დაიძაბოთ და არ მოერიდოთ საუბრის დაწყებას უცხო ადამიანებთან, რომლებსაც აქამდე არ შეხვედრიხართ.
მშვილდოსანი
ეს თვე შთაგაგონებთ იყოთ აქტიური და გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები სხვების ყურადღების მისაქცევად. სამსახურში ხელმძღვანელი პირები დააფასებენ თქვენს შესაძლებლობებს და უნარებს, უყუროთ საგნებს უფრო ფართო პერსპექტივიდან. დროა იზრუნოთ საკუთარ თავზე და გაიაროთ კურსი ან სასერთიფიკატო პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდაში.
მარტოხელა მშვილდოსნები შეიძლება შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს სამსახურთან დაკავშირებული ფუნქციებით ან სამუშაო ადგილზე ნაცნობობით, მთავარია იყოთ გაბედული და გამოხატოთ ინიციატივა საპირისპირო სქესის მიმართ.
თხის რქა
სექტემბერი კარგი თვეა კომფორტის ზონის დასატოვებლად. ეს შეიძლება იყოს საქმის კეთების სახით, რომელიც არ ჰგავს თქვენს ჩვეულებრივ რუტინას და სჯობს, განსხვავებულად შეასრულოთ საქმეები. ეს კარგი დროა სამუშაოს მაძიებლებისთვის, რომ ეძებონ სამსახური განათლების სფეროში, გამომცემლობაში ან საერთაშორისო ბიზნესის კუთხით.
საფონდო ბირჟაზე მიზანშეწონილია განიხილოთ ინვესტიცია კომპანიებში, რომლებიც საქმიანობენ საერთაშორისო ბაზარზე ან კომპანიებში განათლებისა და მოგზაურობის სფეროში.
მერწყული
ეს არის შესაფერისი დრო, სრულად აითვისოთ თქვენი კრეატიულობა და იფიქროთ არაჩვეულებრივად, რადგან თქვენ გადიხართ მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდს. დაელოდეთ სცენარებს, რომლებიც მოგიწოდებთ გახდეთ მეტად რეალიზებული, დაფასებული და წარმატებულიც.
ძალიან კარგი დროა კარიერული კუთხით, იფიქრეთ თქვენი სამუშაო ადგილისთვის მეტი ღირებულების დამატებაზე ახალი უნარების გამომუშავებით ან ახალი როლების შეძენით.
ამ თვეში ძალიან კარგია რაიმე მნიშვნელოვანი შენაძენი გააკეთოთ, რადგან მომავალი პროგრესული იქნება.
თევზები
თქვენი ინტუიციური შესაძლებლობები ამ თვეში ძალიან განვითარდება და ეს განსაკუთრებით პირადი ურთიერთობების სფეროში იქნება შესამჩნევი. ასევე შესანიშნავი დროა ნებისმიერი კონფლიქტის მოსაგვარებლად და ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. მზად იყავით მოლაპარაკებისთვის და შეეცადეთ გაიგოთ სხვა ადამიანების შეხედულებები.
უკვე დასაქმებულმა და მომუშავე პროფესიონალმა თევზებმა შეიძლება განიცადონ რამდენიმე მნიშვნელოვანი პარტნიორობა სამსახურში. სამუშაოს მაძიებლებმა კი უნდა განიხილონ ის პოზიციები, რომლებიც საჭიროებენ გუნდურ მუშაობას ან მოიცავს კლიენტებთან თანამშრომლობას.
სიახლეები
- როგორ ავიცილოთ ყველაზე ცუდი სცენარი
- "ჩვენთვის ძვირფასია თითოეული გულწრფელი მოქალაქე, რომელსაც აქვს პროტესტის განცდა, ძვირფასია თითოეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ"
- "საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად, ასევე იყო „ვარდების რევოლუციის“ დროსაც" - მიხეილ სააკაშვილი
- "მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ არ გადადებულა, პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება" - ირაკლი კობახიძე
- "დღეს ჩვენი დღის წესრიგი უნდა ავაგოთ მხოლოდ რეალისტურ, პრაგმატულ, დადებითი დღის წესრიგით სავსე პოლიტიკაზე" - ირაკლი შენგელია