გადაუყვარდით თუ არა ყოფილ შეყვარებულს? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ადამიანების ნაწილს წარსულთან შელევა უჭირს.
სხვები რომანტიკულ კავშირს წერტილს უსვამენ, მაგრამ ყოფილ შეყვარებულთან/მეუღლესთან მეგობრობას აგრძელებენ. როგორც რემარკი იტყოდა: ”სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით. დასასრული არის დასასრული.“ თუმცა, არცთუ ისე იშვიათად ე.წ. მეგობრობა ყოფილ პარტნიორებს კვლავ სიყვარულში გადაეზრდებათ ხოლმე. გაინტერესებს რა განზრახვით აგრძელებს თქვენთან მიმოწერას ძველი შეყვარებული? ამ კითხვაზე ასტროლოგები გპასუხობენ:
სასწორი
თუ ამ ნიშნის ქალს შერიგება უნდა, წვეულებაზე დაგპატიჟებთ. სასწორი ხომ სოციალური პეპელაა. მოსწონს, როცა ყურადღების ცენტრში ექცევა, ყველა მას ესაუბრება, ეცეკვება, ნომერს სთხოვს. ის ყოფილ შეყვარებულს/მეუღლეს დაანახვებს რამდენად პოპულარული და სუსრველია; რომ ნებისმიერ კაცს მისი ხელში ჩაგდება უნდა, მაგრამ თავად ყოფილთან დაბრუნებას ისურვებდა. თუ ამ ნიშნის კაცს შერიგება უნდა კომპლიმენტებს არ დაიშურებს. სასწორ მამაკაცებს სჯერათ, რომ ქალი ლამაზი სიტყვებითა და ფრთიანი ფრაზებით ”იკერება.“
კირჩხიბი
ამ ნიშნის ქალი ყოფილ შეყვარებულს სამსახურში გამოეცხადება ე.წ. ლანჩბოქსით ან სახლში ესტუმრება და გემრიელ კერძს მოუმზადებს. კირჩხიბებმა იციან, რომ კულინარია მათი ძლიერი მხარეა, ”კაცის გული კი კუჭზე გადის”. კაცი კირჩხიბი გამოიყენებს თავის მთელ მომხიბვლელობას, გალანტურობასა და ჯენტლმენობას. მას შეუძლია არისტოკრატიული მანერებით მოექცეს ქალს, მით უმეტეს ყოფილ პარტნიორს, რომლის შემორიგებასაც ცდილობს.
თხის რქა
ამ ნიშნით დაბადებული ქალი ყოფილი პარტნიორის სამეგობროს მოისყიდის შთამბეჭდავი საჩუქრებით, ხოლო მამაკაცი თავის უახლოეს ძმაკაცს გამოიყენებს მშვიდობის მტრედად.
მორიელი
ამ ნიშნით დაბადებული ქალი ღამღამობით დაურეკავს ყოფილ შეყვარებულს და საათობით გაუბამს საუბარს ან ჩაძინებამდე ეჩატავება. რაც შეეხება მამაკაცს, ის ჩაუსაფრდება ყოფილის ყველა პოსტს, ახალ ფოტოს, ლაიქებს, კომენტარებს - რომ გაარკვიოს სად და ვისთან ერთად ატარებს დროს. უარეს შემთხვევაში, შესაძლოა სამსახურთან ან სადარბაზოსთან დახვდეს და სდიოს.
თევზი
ამ ნიშნით დაბადებული ქალი ლექსს ან ჩანახატს დაუწერს ყოფილ პარტნიორს, რომელიც ჯერ კიდევ უყვარს. მამაკაცი პოემების წერის ნაცვლად, ცხოვრებას აუბურდავს ძველ შეყვარებულს და მკვეთრად გამოხატავს თავის ემოციებს ყოველი შეხვედრისას.
ტყუპი
ამ ნიშნით დაბადებული ქალი პირდაპირ ჩამოუთვლის ყოფილ პარტნიორს მიზეზებს, რის გამო უნდა შერიგდნენ, მამაკაცი კი ყოველდღე შეხვდება თავის ყოფილს და უამრავ თემაზე ესაუბრება.
კურო
ამ ნიშნით დაბადებული ქალი ყოფილ შეყვარებულთან საყვარელი ლეკვის გამომეტყველებას მიიღებს, რომ მასში სენტიმენტები და გულჩვილობა გააღვიძოს და აფიქრებინოს, რომ ყოფილი ძალიან საყვარელია. კურო კაცი კი ძველ პარტნიორს დაანახვებს, რაოდენ შეიცვალა (გამოსწორდა) დაშორების შემდეგ.
ლომი
ამ ნიშნით დაბადებული ქალი ივლის სალონში, განსაკუთრებულად მოუვლის თმასა და ფრჩხილებს, გამოეწყობა საუკეთესო სამოსში. ლომი კაცი კი რომანტიკული გამოხტომებით შეაწუხებს ყოფილ პარტნიორს.
მერწყული
ამ ნიშნით დაბადებული ქალი ყოველთვის იპოვის მიზეზს ყოფილთან შესახვედრად, დასარეკად ან ჩატის წამოსაწყებად. მერწყული კაცი კი ეცდება მეგობრობის სახელით ძალიან დაუახლოვდეს საყვარელ ქალს.
მშვილდოსანი
ამ ნიშნით დაბადებული ქალი სასეირნოდ ან ბუნებაში სავარჯიშოდ დაპატიჟებს ყოფილს, მშვილდოსანი კაცი კი ღამის კლუბში საცეკვაოდ ან ბარში დასათრობად.
ვერძი
ამ ნიშნით მებრძოლი ქალები იბადებიან, ამიტომ თუ ყოფილის დაბრუნებას მოინდომებენ, კაცს თავის დაძვრენის შანსი არ აქვს! რაც შეეხება მამაკაცს, შეწყვეტს მისთვის თავის მოწონებასა და პრანჭვას, გახდება ბუნებრივი და გულწრფელი.
ქალწული
ამ ნიშნის ქალი ყოფილს სამუშაოს შესრულებაში დახმარებას შესთავაზებს. კაცი კი ძველი შეყვარებულის/მეუღლის გვერდით გაჩნდება ყოველთვის, როცა დაურეკავს.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი