როგორი იქნება 2025 წლის პირველი თვე - იანვრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

2025 წლის პირ­ვე­ლი­დან ხუთ იან­ვრამ­დე ცაში ყა­ლიბ­დე­ბა მძლავ­რი ას­პექ­ტი - ოპო­ზი­ცია მერ­წყულ­ში მყოფ პლუ­ტონ­სა და ლომ­ში მყოფ რეტ­როგ­რა­დულ მარსთან. ეს ინ­ტენ­სი­უ­რი ენერ­გი­ის დროა, რო­დე­საც ფა­რუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი ზე­და­პირ­ზე გა­მო­დის, ითხოვს ყუ­რა­დღე­ბას და და­მუ­შა­ვე­ბას. იქ­ნე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ძა­ლა­სა და კო­ლექ­ტი­ურ პრო­ცე­სებს შო­რის, კონ­ტრო­ლის სურ­ვილ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას შო­რის. ეს არის დრო, რო­დე­საც შიდა კონ­ფლიქ­ტი შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს გარე მოვ­ლე­ნე­ბით.

3 იან­ვარს ვე­ნე­რა მთე­ლი თვით გა­და­დის თევ­ზებ­ში, პლა­ნე­ტის ეს ტრან­ზი­ტი თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სი­ნა­ზეს და რო­მან­ტი­კას შე­მო­ი­ტანს. ფი­ნან­სუ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­რი­ო­დია ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის­თვის.


6 იან­ვარს მერ­კუ­რი და ნეპ­ტუ­ნი ქმნი­ან და­ძა­ბულ ას­პექტს, - საკ­მა­ოდ რთულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ კლი­მატს. ამ დღეს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ეფექ­ტუ­რო­ბა იკ­ლებს, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო და­უც­ვე­ლე­ბი და შე­უ­რა­ცხყო­ფის­კენ მიდ­რე­კილ­ნი ხდე­ბი­ან. მარ­ტი­ვად რომ აგიხ­სნათ, გარ­შე­მო მყო­ფებს არ ეს­მით რა­საც ამ­ბობთ. ამას­თან არის ილუ­ზი­ებ­ში გა­და­ვარ­დნის ალ­ბა­თო­ბა.


8 იან­ვარს მერ­კუ­რი თხის რქა­ში გა­და­ვა 28 იან­ვრამ­დე, ყუ­რა­დღე­ბას გა­ა­მახ­ვი­ლებთ კონ­კრე­ტულ ამო­ცა­ნებ­ზე, და­გეგ­მვა­სა და კომ­პლექ­სუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა­ზე. ამ დროს ფსი­ქი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი სე­რი­ო­ზულ, საქ­მი­ან ხა­სი­ათს იძენს. თხის რქა­ში მერ­კუ­რის ენერ­გია ხელს უწყობს რე­ა­ლის­ტუ­რი გეგ­მე­ბის შედ­გე­ნას, ფი­ნან­სურ დო­კუ­მენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბას და გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.


2025 წლის 12 იან­ვრი­დან კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი ქალ­წუ­ლი-თევ­ზე­ბის ღერძზე გა­და­დი­ან მომ­დევ­ნო 1,5 წლით. ასე­ვე ამ დღეს, მარ­სი­სა და ნეპ­ტუ­ნის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­და­ა­კე­თოთ ძვე­ლი ის­ტო­რი­ე­ბი ახ­ლე­ბუ­რად და მო­ერ­გოთ ახალ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ რე­ა­ლო­ბას.

ისევ კარ­მულ კვან­ძებს მი­ვუბ­რუნ­დეთ, აღ­მა­ვა­ლი მთვა­რის კვან­ძი თევ­ზებ­ში გაგ­ვიძ­ლი­ე­რებს ინ­ტუ­ი­ცი­ას, მოგ­ვი­ტანს სუ­ლი­ე­რად გან­ვი­თა­რე­ბის მო­თხოვ­ნას და სი­ცო­ცხლის დი­ნე­ბას ნდო­ბის უნარს. გვა­ი­ძუ­ლებს ვე­ძი­ოთ უფრო ღრმა მნიშ­ვნე­ლო­ბა, თავი და­ვა­ნე­ბოთ კონ­ტროლს და გავ­ხსნათ ჩვე­ნი გული თა­ნაგ­რძნო­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის. ეს არის დრო, რო­დე­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოც­ნე­ბე­ბი, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა და იმის გა­გე­ბა, რომ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს სა­ზღვრებს მიღ­მა დევს ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ხოლო დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძი ქალ­წულ­ში შეგ­ვახ­სე­ნებს, რომ წინსვლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია პერ­ფექ­ცი­ო­ნიზ­მის, კრი­ტი­კის და წვრილ­მა­ნე­ბი­სად­მი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის მი­ტო­ვე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წეს­რი­გი და სტრუქ­ტუ­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რჩე­ბა, დე­ტა­ლებ­ზე გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა ყუ­რა­დღე­ბამ შე­იძ­ლე­ბა შე­ზღუ­დოს წინსვლა. ეს კარ­მუ­ლი კვან­ძი გვას­წავ­ლის და­ბა­ლან­სე­ბას პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა­სა და ნდო­ბას შო­რის, არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის არ ემორ­ჩი­ლე­ბა ლო­გი­კას.

 

13 იან­ვარს მზის რეტ­რო ურან­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი ხელს უწყობს პი­როვ­ნე­ბის თვით­გა­მო­ხატ­ვას. აძ­ლი­ე­რებს გამ­ჭრი­ა­ხო­ბას და კრე­ა­ტი­უ­ლო­ბას. კარ­გი დღეა "ურა­ნის" პრო­ფე­სი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის (პროგ­რა­მის­ტე­ბი, ელექტრი­კო­სე­ბი, ინ­ჟინ­რე­ბი, ას­ტრო­ლო­გე­ბი, ავი­ა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი).


14 იან­ვარს 02:26-ზე სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა ემო­ცი­ურ კირჩხიბ­ში. ეს ას­პექ­ტი შეგ­ვახ­სე­ნებს მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბის და ში­ნა­გა­ნი ჰარ­მო­ნი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბას. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა მოგ­ცემთ შანსს გა­და­ხე­დოთ წარ­სუ­ლის შეც­დო­მებს და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად წახ­ვი­დეთ წინ.


15-16 იან­ვა­რი შფოთვი­თი დღე­ე­ბია, რად­გან ვე­ნე­რა აყა­ლი­ბებს და­ძა­ბუ­ლო­ბას რეტ­რო იუ­პი­ტერ­თან, ხოლო მზე ოპო­ზი­ცი­ა­შია რეტ­რო მარსთან. ამ დღე­ებს მო­აქვს კონ­ფლიქ­ტუ­რი ენერ­გი­ე­ბის ნა­ზა­ვი, რად­გან ემო­ცი­ე­ბი, მოქ­მე­დე­ბე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი აწყდე­ბი­ან შე­ზღუდ­ვებს. ვე­ნე­რას კვად­რა­ტუ­ლი რეტ­რო იუ­პი­ტე­რი ხაზს უს­ვამს უთან­ხმო­ე­ბებს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­სა და პი­რად ფა­სე­უ­ლო­ბებ­ში.

მზი­სა და რეტ­როგ­რა­დუ­ლი მარ­სის ას­პექ­ტი მი­უ­თი­თებს კონ­ფლიქტს მოქ­მე­დე­ბა­სა და პი­რად ნე­ბას შო­რის. თქვე­ნი რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და მოთ­მი­ნე­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ გა­ი­ა­როთ ეს პე­რი­ო­დი მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გე­ბით და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბით.

17 იან­ვარს მზი­სა და ნეპ­ტუ­ნის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი მო­ი­ტანს სურ­ვილს, სიძ­ლი­ე­რეს, ენერ­გი­ას, პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას, შთა­გო­ნე­ბას და წა­ხა­ლი­სე­ბას, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბის სურ­ვილ­თან და შე­საძ­ლებ­ლო­ბას­თან.


19 იან­ვარს ვე­ნე­რა სა­ტურნს უერ­თდე­ბა. ხელ­საყ­რე­ლი დროა სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კუ­სი­ე­ბის­თვის, კონ­ტრაქ­ტე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად ან ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის გარ­კვე­ვის­თვის. კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სი­მარ­ტი­ვე ხელს უწყობს რთუ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რას და კომ­პრო­მი­სე­ბის პოვ­ნას; გან­სა­კუთ­რე­ბით წყვი­ლებ­ში.


20 იან­ვრი­დან მზე სე­რი­ო­ზუ­ლი თხის რქი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე და ინო­ვა­ცი­ურ მერ­წყულ­ში გა­და­დის. ეს გა­დას­ვლა იდე­ე­ბი­სა და ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბის პე­რი­ოდს იწყებს. მერ­წყუ­ლი შთაგ­ვა­გო­ნებს არას­ტან­დარ­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი­სა და ახა­ლი მიდ­გო­მე­ბის ძი­ე­ბას.


23 იან­ვარს რეტ­რო მარ­სი მერ­კუ­რის­თან ოპო­ზი­ცი­ა­შია და რეტ­რო ურან­თან - ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექ­ტში. გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს დღე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, მაგ­რამ მო­ემ­ზა­დეთ კომ­პრო­მი­სუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის­თვის. ამ შემ­თხვე­ვა­ში ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად მოგ­ვარ­დე­ბა და თქვე­ნი იდე­ე­ბი მხარ­და­ჭე­რას იპო­ვის.


25-26 იან­ვარს ვე­ნე­რა რეტ­რო ურან­თან და რეტ­რო მარსთან ჰარ­მო­ნი­ულ კონ­ფი­გუ­რა­ცი­ას აყა­ლი­ბებს. იქ­ნე­ბა ვნე­ბის, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბი­სა და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის ენერ­გია, რაც იძ­ლე­ვა კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბის, გა­უ­გებ­რო­ბე­ბის გარ­კვე­ვი­სა და სა­ერ­თო ენის პოვ­ნის შანსს. მერ­კუ­რი აყა­ლი­ბებს ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექტს ნეპ­ტუნ­თან ამ დღეს, რაც აძ­ლი­ე­რებს ინ­ტუ­ი­ცი­ურ აღ­ქმას და კრე­ა­ტი­უ­ლო­ბას. ეს არის შთა­გო­ნე­ბის, მო­უ­ლოდ­ნე­ლი შან­სე­ბი­სა და სენ­სო­რულ-ემო­ცი­ურ სფე­რო­ში ჩაღ­რმა­ვე­ბის დრო.


28 იან­ვარს მერ­კუ­რი გა­და­დის მერ­წყულ­ში და მა­შინ­ვე უერ­თდე­ბა პლუ­ტონს. ეს ას­პექ­ტი ხელს უწყობს იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას, თუ სად და რო­გო­რი ტრანსფორ­მა­ცი­ე­ბია სა­ჭი­რო. შე­იძ­ლე­ბა მო­ვის­მი­ნოთ მო­უ­ლოდ­ნე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ან ცვლი­ლე­ბე­ბი. სა­სურ­ვე­ლია ჩა­უღ­რმავ­დეთ თქვენს ემო­ცი­ებს და გა­ი­გოთ, რა გა­წუ­ხებთ სი­ნამ­დვი­ლე­ში. ეს ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს კარ­გი დრო ხან­გრძლი­ვი კონ­ფლიქ­ტე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად.


29 იან­ვარს, 16:36 ​​სა­ათ­ზე გვე­ლო­დე­ბა ახალმთვა­რე­ო­ბა მერ­წყულ­ში და ამა­ვე დღეს იწყე­ბა აღ­მო­სავ­ლუ­რი ახა­ლი წელი. ამ მო­მენ­ტი­დან, წლის მბრძა­ნე­ბე­ლი მწვა­ნე ხის გვე­ლი ხდე­ბა და იმე­ფებს 2026 წლის 17 თე­ბერ­ვლამ­დე. ტრა­დი­ცი­უ­ლად გვე­ლის წელი სიბ­რძნი­სა და პროგ­რე­სის დროა, ხელ­საყ­რე­ლია ბიზ­ნე­სი­სა და მე­წარ­მე­ო­ბის­თვის, ასე­ვე სამ­ყა­როს შე­სას­წავ­ლად ინ­ტუ­ი­ცი­ი­სა და სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბის­თვის. ჩი­ნურ ზო­დი­ა­ქო­ში გვე­ლი ით­ვლე­ბა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე იდუ­მალ და ღრმა ნიშ­ნად, ის ინ­ტუ­ი­ცი­ის, იდუ­მა­ლე­ბი­სა და მის­ტი­კის სიმ­ბო­ლოა.


30 იან­ვარს მზე ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექ­ტშია რეტ­რო იუ­პი­ტერ­თან. ადა­მი­ა­ნე­ბი ხდე­ბი­ან უფრო კე­თი­ლე­ბი და გუ­ლუხ­ვე­ბი. უმე­ტე­სო­ბას გან­წყო­ბა პო­ზი­ტი­უ­რია, მიდ­რე­კი­ლია დახ­მა­რე­ბი­სა და თა­ნაგ­რძნო­ბის­კენ. ამ დღეს ხელ­საყ­რე­ლია უცხო­ეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბი­სა და მფარ­ვე­ლო­ბის ძი­ე­ბა და მი­ღე­ბა.


31 იან­ვარს ვე­ნე­რა­სა და ნეპ­ტუ­ნის ას­პექტს მო­აქვს სა­სი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, სი­ხა­რუ­ლი და ჰარ­მო­ნია. კონ­ფლიქ­ტუ­რი ვი­თა­რე­ბა გან­მუხ­ტუ­ლია, შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ინ­ტე­რე­სო რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და კრე­ა­ტი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი.

 

წყარო

წაკითხვა 104 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.