4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს აუცილებლად უნდა იოცნებოთ - ეს დაგეხმარებათ გაექცეთ რეალობას და დაისვენოთ. შემთხვევითობები იქნება არა შემთხვევით - თქვენ შეიძლება შეხვდეთ განსაკუთრებულ ადამიანს და გაიგოთ მნიშვნელოვანი სიახლეები. ეს ყველაფერი შეცვლის თქვენს საქმეს უკეთესობისკენ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ არ გამოხვიდეთ სახლიდან, გაატაროთ ბევრი დრო ახლობლებთან.
კურო
დღეს უნდა დაისვენოთ. მთელი კვირა რთული სამუშაოების შემდეგ ეს აუცილებლად დაიმსახურეთ. უკეთესი იქნება, თუ ახლობლების გარემოცვაში გაატარებთ ამ დღეს. ასე ნამდვილად მოდუნდებით და ძალებს აღიდგენთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ არ გაჩუმდეთ, თქვით ის, რაც გაწუხებთ - ასე ნაკლებს ინერვიულებთ.
ტყუპები
დღეს ყველაფერი მარტივად გამოგივათ. ამით თვითშეფასებასაც აიმაღლებთ და შეიძლება ახალი მასშტაბური საქმიანობაც დაიწყოთ. თქვენი გზა იქნება ნიშნებით სავსე - რომლებიც დაგეხმარებიან ბევრი საკითხის გადაწყვეტაში, მთავარია გაშიფროთ ისინი სწორად, ხოლო ამაში ინტუიცია დაგეხმარებათ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ იფანტაზიოროთ - ეს დაგეხმარებათ როგორც სამსახურეობრივ, ასევე პირად ცხოვრებაშიც.
კირჩხიბი
დღეს სიზარმაცე მოგესურვებათ, რაზეც ვარსკვლავები უფლებას გაძლევენ - შეგიძლიათ გაატაროთ ისე, როგორც გსურთ. სამსახურზე არ იფიქროთ და ბოლომდე მოდუნდით. ვარსკლავები კარგ ამბებს და სიურპრიზებს გიმზადებენ, რომელიც ძალიან გაგახარებთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ საღამო სასიამოვნოდ გაატაროთ.
ლომი
დღეს უნდა იზრუნოთ ჯანმრთელობაზე. თქვენი იმუნიტეტი ვარდება, ხოლო ქრონიკული დაავადებები შეიძლება უცებ გაჩნდეს. ახლობლებთან საუბრები ასევე მნიშვნელოვანია - თქვენ დაგიგროვდათ ბევრი კითხვები, ხოლო დრო მოვიდა ამ კითხვების დასმის. საქმიანი მოლაპარაკებები არ დაგეგმოთ - ეს მოლაპარაკებები წარუმატებელი და სახიფათო იქნება.
ქალწული
დღეს უნდა მოდუნდეთ. საერთოდ, ვარსკლავები გირჩევენ, რომ ეს დღე გაატაროთ ახლობლების გარემოცვაში. ასევე კარგი იქნება საკუთარ ჯანმრთელობაზე ფიქრი - მიჰყევით თქვენს ორგანიზმს, ის გიკარნახებთ რაზე გააკეთოთ აქცენტი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ ფულზე ბევრი ისაუბროთ - ახლა ეს მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური ენერგია მოიზიდოთ.
სასწორი
დღეს უნდა იურთიერთოთ აუცილებლად ახლობლებთან - ახალი ურთიერთობების დღეს წამოწყება ცუდია, რადგან შეიძლება არაკეთილსინდისიერი ადამიანი შეგხვდეთ. სასარგებლოა ისაუბროთ მომავალზე - ამ დღეს დაგეგმილი გეგმები მალე იქცევა რეალობად. მთავარია - გაახმოვანოთ ის და საყვარელი ადამიანების აზრი გაითვალისწინოთ. ჰოროსკოპი დღეს გპირდებათ კარგ შესაძლებლობებს, ამიტომაც არ თქვათ უარი მათზე.
მორიელი
დღეს აუცილებლად უნდა იმუშაოთ, მაგრამ ძალიან არ გადაიტვირთოთ. უკეთესია სახლის საქმეები აკეთოთ და ახლობლებთან იურთიერთოთ - თქვენი ყურადღება მათთვის მნიშვნელოვანი იქნება. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ დაეხმაროთ ირგვლივ მყოფებს - ამით თქვენს კარმას გააძლიერებთ. საღამოს მოაწყვეთ რომანტიკული სიურპრიზი - გაახარეთ მეორე ნახევარი.
მშვილდოსანი
დღეს ირგვლივ ყველა გეხმარებათ, ამის გამო კი ყველაფერი კარგად მიდის. ამიტომ უნდა იყოთ აქტიური და არ იზარმაცოთ. მოგიწევთ წარსულში ქექვა და იმის გაგება, თუ რაში დაუშვით შეცდომა, ასევე თუ როგორ უნდა გამოასწოროთ. ეს თქვენ დაგეხმარებათ სწრაფად წახვიდეთ წინ, მიაღწიოთ მიზნებს. ჰოროსკოპი დღეს ფულის ხარჯვას გირჩევთ - ეს შენაძენი დიდი ხნით გაგახარებთ.
თხის რქა
დღეს ფინანსურად ყველაფერი რიგზე გაქვთ - ვინმე დაგიბრუნებთ ვალს ან აიღებთ პრემიას. ყველა შემთხვევაში, იქნება ცოცხალი ფული. ინტუიცია აგაცილებთ სარისკო ნაბიჯებს, ამიტომაც შინაგან ხმას დაუჯერეთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ იყოთ დაკვირვებული, რადგან ახალ შესაძლებლობებს გადააწყდებით, რომელსაც ვერავინ ამჩნევს.
მერწყული
დღეს შეუჩერებელი იქნებით - თქვენ ყველასთან გექნებათ საუბრები და ურთიერთობა. ეს კარგია, ვიღაცას გაიცნობთ და ახალს გაიგებთ. საყვარელ ხალხთან მცირე კონფლიქტიც შესაძლებელია, რადგან სხვადასხვა შეხედულება გექნებათ საკითხებზე. ჰოროსკოპი გირჩევთ რომანტიკული საღამოს მოწყობას - მეორე ნახევართან ერთად სიმშვიდეში დასვენებას.
თევზები
დღეს უნდა დაეხმაროთ საყვარელ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ თქვენი თანადგომა. რაც არ უნდა გააკეთოთ, ეს არის რჩევების მიცემა, რადგან თქვენთვის შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ სხვებისთვის შეიძლება არ იმოქმედოს. მაღაზიებში სიარული იქნება ძალიან კარგი - გაახარეთ თავი შენაძენით, ეს დაიმსახურეთ. ჰოროსკოპი დღეს გპირდებათ საინტერესო სიახლეებს, რომლებიც აუცილებლად შეცვლის თქვენს მომავალს.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
- “ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინთან საუბრით – არ მგონია, რომ ის შეჩერებას აპირებდეს და ეს ძალიან ცუდია” - დონალდ ტრამპი
- წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, სეტყვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- ირაკლი ოქრუაშვილს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა