13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს უნდა იყოთ მეგობრულები და უნდა იურთიერთოთ ბევრი - ეს თქვენ დაგეხმარებათ პასუხების ძიებაში რთულ კითხვებზე. მხოლოდ თანამოსაუბრეები უნდა აირჩიოთ ფრთხილად, თორემ შეიძლება პესიმიზმში გადაიჭრათ. ჰოროსკოპი დღეს არ გირჩევთ ახალი იდეების რეალიზებას - დაფიქრდით ყველა დეტალზე და მერე გადაწყვიტეთ გიღირთ თუ არა.
კურო
დღეს ხაფანგში მოყვებით, საიდან თავის დაძვრენაც რთული იქნება. ამიტომაც ფრთხილად იყავით, ყველა ნიშანს მიაქციეთ ყურადღება, რათა თავიდან აირიდოთ ეს ყველაფერი. აზრებმა და იდეებმა შეიძლება უკან დაგხიოთ, ამიტომაც კარგი იქნება, თუ ამ ყველაფერს მოიცილებთ გონებიდან. ჰოროსკოპი დღეს სიახლეზე შეჭიდებას გირჩევთ - მარტივად და სწრაფად მოგვარდება ყველაფერი.
ტყუპები
დღეს გაგაწბილებთ სიტუაცია - ყველა გეგმა ჩაგეშლებათ. შეიძლება ეს ასეა, მაგრამ ვარსკლავებმა იქნებ უკეთესი გზაც გაჩვენოთ ამით, ამიტომაც არ შეეწინააღმდეგოთ. ყველა ახალი შეხვედრა იქნება სასარგებლო - ახალ ინფორმაციას გაიგებთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ რამდენჯერმე დაფიქრდეთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ - იქნება შეცდენის მცდელობა.
კირჩხიბი
დღეს გაგიჭირდებათ პერსპექტივების განხილვა პატარ-პატარა პრობლემების გამო. იმისათვის, რომ გამოიყენოთ შესაძლებლობები, მოგიწევთ დროდადრო საუბრებისგან თავის არიდება. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ სიახლეს შეეჭიდოთ - ყველაფერს მარტივად და სწრაფად შეძლებთ. ამასთან ერთად, საინტერესოც იქნება ეს სიახლე.
ლომი
დღეს მოგიწევთ გადახედოთ თქვენს გეგმებს და გადააფასოთ ღირებულებები - ეს სიახლეს მოგიტანთ ცხოვრებაში, რომელიც ისე გჭირდებათ, როგორც ჰაერი. არ შეგეშინდეთ რისკის - ექსპერიმენტები კარგ საქმეს გაგიკეთებენ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ბევრი ადამიანი გაიცნოთ - გექნებათ თვითგამოვლენის შანსი და საუკეთესო თვისებების ჩვენებით ბევრ ადამიანს მოიზიდავთ.
ქალწული
დღეს უამრავი დავალება გექნებათ. მოგიწევთ რამდენიმეზე ერთად ზრუნვა და ბევრი მუშაობა, რომ მოასწროთ. ამიტომაც ამ დღეს ვერ დავარქმევთ მშვიდს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ, ყველაფერი კარგად გამოვა. ჰოროსკოპი დღეს არ გირჩევთ სიახლის კეთებას - სჯობს ყველაფერი მოიფიქროთ დაწვრილებით და კონკრეტულად იმოქმედოთ.
სასწორი
დღეს ყველა გაგიფუჭებთ ხასიათს - ირგვლივ ყველა მხოლოდ ნეგატიური აზრებით იქნება და ეს აისახება კიდეც თქვენზე. ეცადეთ კონცენტრირება მოახდინოთ პოზიტიურ სიტუაციაზე - რომელიც ნამდვილად წაგადგებათ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ რთულ საქმეებს მოკიდოთ ხელი - ბევრი ენერგია გაქვთ, ამიტომაც ყველაფერს მარტივად გადაწყვეტთ.
მორიელი
დღეს პირდაპირი მნიშვნელობით ჩაიძირებით სახლის საქმეებში, მაგრამ ყველაფერს ერთად არ უნდა მოკიდოთ ხელი - მნიშვნელოვანია ახლობლების თანადგომა. ისინი უარს ვერ გეტყვიან. სამსახურში კარგი იქნება თუ დააკვირდებით დეტალებს - მათზეა დამოკიდებული თქვენი შრომა. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ იყოთ მეგობრული ირგვლივმყოფთათვის - იპოვით თანამოაზრეებს და ერთგულ მეგობრებს.
მშვილდოსანი
დღეს გექნებათ დიდი სურვილი, რომ სიახლეებს შეეჭიდოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის - თქვენ დიდი ხანია ერთ ადგილას ხართ, ამიტომაც წინ ნათელი მომავლისკენ. სახლის საქმეებიც ბევრი გექნებათ, მაგრამ იპოვეთ ოქროს შუალედი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ შემოთავაზებას ეგრევე არ დათანხმდეს - შეიძლება ეს ხაფანგი იყოს.
თხის რქა
დღეს მოგიწევთ ხასიათის გამოკეთება, იმიტომ, რომ ირგვლივმყოფები მხოლოდ პესიმიზმისკენ არიან მიდრეკილნი. აირჩიეთ ისეთი თანამოსაუბრე, რომელიც დაგეხმარებათ წინსვლაში. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ კონცენტრირება მოახდინოთ მომავალზე - დაგეგმეთ ყველაფერი ზუსტად და დეტალურად, რაც საქმის სწრაფად მოგვარებაში შეგიწყობთ ხელს.
მერწყული
დღეს უნდა დაფიქრდნეთ მომავალზე - დაგეგმეთ მომავალი კვირა ძალიან ზუსტად, რათა ყველაფერი ახდეს. არ შეგეშინდეთ რთული დავალების შესრულების - ყველაფერს თავს გაართმევთ. კარგი იქნება სახლსაც თუ დაალაგებთ, ოღონდ არა მარტო, არამედ ახლობლებთან ერთად, უფრო მარტივად და სწრაფად შეძლებთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ ყველაფერს მიუდგეთ ჯიუტად - რათა თქვენი გაიტანოთ.
თევზები
დღეს უნდა მოდუნდეთ და გააკეთოთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით. ახალს არაფერს შეეჭიდოთ - არაფერი გამოგივათ. ირგვლივმყოფებმა შეიძლება ნერვები მოგიშალოთ, მაგრამ იყავით ცივსისხლიანი და ნაკლები რეაგირება მათ ამგვარ საქციელზე. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ დროდადრო გამოეთიშოთ ამ დაძაბულ სამუშაოს - ეს დაგეხმარებათ თქვენ განტვირთვაში.
სიახლეები
- “ვერაფერს იზამს უცხოეთი – შეგვიტევენ და ბოლოს და ბოლოს, ღმერთი თავის ძალას აჩვენებს ყველას” - მეუფე იაკობი
- მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელეს
- “17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელდა წერილი, რომელიც უნდა შეფასდეს, როგორც მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე” – “ქართული ოცნება”
- “დემოკრატია არ მიიღწევა ბოიკოტით, ის მიიღწევა ბრძოლით” - ელეონორა არჩაია
- “ყველას გვინდა, შევახსენოთ, რომ თუკი სადმე შეიძინა პოლიტიკური ელფერი პოლიტიკოსების სამართლებრივმა დევნამ, ეს სწორედ გერმანია და საფრანგეთია” – “ქართული ოცნება”