19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ვარსკვლავების აზრით, პირად ურთიერთობებში კომპრომისზე წასვლისთვის მზად არ ხართ! ადამიანები, რომლებსაც უყვარხართ, თქვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე უნდა იყვნენ. ფულისა და ფინანსური კეთილდღეობის დევნაში ახლობლებს ნუ დაივიწყებთ.
გამოცდილი ადამიანების რჩევა რთული ვითარებიდან გამოსავალს გაპოვნინებთ. ახალი შემოსავლის წყაროების მოსაძებნად ოჯახური თათბირი უნდა მოიწვიოთ. რთული პრობლემების გადაჭრას სამომავლოდ ნუ გადადებთ. თქვენი მოქმედებები თქვენს კარიერულ წინსვლასა და შესაბამისად, საფულეზე აისახება.
არ დაივიწყოთ ფიზიკური დატვირთვები, განსაკუთრებით თუ თქვენი პროფესიული საქმიანობა ამგვარ აქტივობას არ უკავშირდება.
კურო
ვარსკვლავები სასიყვარულო საქმეებში წარმატებას გპირდებიან. შუა კვირაში სასურველია სიტყვებიდან მოქმედებაზე გადახვიდეთ. შესანიშნავი დროა, რომ სადღესასწაულო ვახშამი მოამზადოთ და უფროსი ნათესავები მოიწვიოთ.
გამორიცხული არ არის, რომ რთული გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. ეს დღე ფინანსური რისკებისთვის არახელსაყრელია. უმჯობესია ინვესტირება სამომავლოდ გადადოთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კვებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ. მენიუდან ცხიმიანი კერძები და ის პროდუქტები გამორიცხეთ, რომლებიც დიდი რაოდენობით სანელებლებს შეიცავს.
საღამოს თბილი აბაზანა დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
არსებულ ურთიერთობებში ზედმეტი ინიციატივა ძალიან დაგაზარალებთ. ამ დღეს სახლის საქმეების შესრულებას სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით. გირჩევთ, ამით ისარგებლოთ და დიდი დასუფთავება მოაწყოთ.
კარგი იქნება, იმიჯი და ჩაცმის სტილი შეცვალოთ და უფრო კონსერვატიული გახდეთ. მაშინ ხელმძღვანელობა უფრო სერიოზულად აღგიქვამთ, რაც თქვენს კარიერაზე დადებითად აისახება.
შესაძლოა, ფულის გამომუშავების შანსი მოგეცეთ, მაგრამ ფრთხილად იყავით და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რისკები და პოტენციური სარგებელი შეაფასეთ. მიენდეთ საკუთარ ინტუიციას და ნუ წამოეგებით პარტნიორებისა თუ თანამშრომლების პროვოკაციებზე.
კირჩხიბი
გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა ჯერ კიდევ გსურთ? ვარსკვლავები გეუბნებიან, რომ ახლა ამისთვის საუკეთესო დრო არ არის. დღევანდელი გარემოებები გაჩვენებთ, რომ თქვენ და საყვარელ ადამიანს ცხოვრებისეულ საკითხებზე განსხვავებული შეხედულება გაქვთ.
ფრთხილად იყავით ოფიციალურ საბუთებთან ან ფინანსურ ფასეულობებთან მუშაობისას —არსებობს შეცდომის საფრთხე. დაუფიქრებელ დაპირებებს ნურავის მისცემთ — დიდი ალბათობით მათი შესრულება ვერ შეძლებთ.
ყურადღება მიაქციეთ, თუ რას და რამდენს მიირთმევთ. ეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად და გულწრფელად გაიღიმოთ - ეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დადებითად აისახება.
ლომი
თქვენი ფიცხი ხასიათი კონფლიქტური სიტუაციის მიზეზი გახდება. შესაძლოა პირად ცხოვრებაში იმედგაცრუება იგრძნოთ. გირჩევთ, ოჯახური ინტერესები ნებისმიერ სიტუაციაში პირველ ადგილზე დააყენოთ. უმნიშვნელო კამათის გამო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა არ გაირთულოთ.
ამ დღეს შეიძლება დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის ჩვეულებრივზე მეტი დრო დაგჭირდეთ. ახლობლებს ნუ დაივიწყებთ და რთულ დროს დახმარების ხელი გაუწოდეთ.
ნოვატორული იდეები თამამი პროექტების განხორციელებაში, ხელმძღვანელობისა და კოლეგების პატივისცემის მოპოვებაში დაგეხმარებათ. რაღაცის მისაღებად ხანდახან რაღაცის დაკარგვაც არის საჭირო.
ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის.
ქალწული
ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე მშვიდად და პასიურად გაატაროთ, რათა ძალა და ენერგია მომავალი მიღწევებისთვის შეინახოთ. ამ დღეს რაიმე ღირებულის შექმნას მაინც ვეღარ შეძლებთ. ეცადეთ ახლობლებს მეტი ყურადღება დაუთმოთ, ასევე - იპოვოთ დრო რელაქსაციისა და მედიტაციისთვის.
სამსახურში შეიძლება ძველი დამსახურებების სანაცვლოდ დაწინაურება შემოგთავაზონ. ყურადღება არ მოადუნოთ - შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ.
საკუთარ ჯანმრთელობას გამოუცდელ სპეციალისტებს ნუ ანდობთ. თუ ექიმის პროფესიონალიზმში ეჭვი გეპარებათ, სხვა ექიმს მიმართეთ.
სასწორი
თქვენი კომუნიკაბელური ხასიათის და კეთილგანწყობის წყალობით სამსახურში ამოცანებს თავს ადვილად გაართმევთ. უსიამოვნო სიურპრიზი ძალების მოკრებას და მტკიცე ნებისყოფას მოითხოვს. ეცადეთ, ბოლო დღეების მიღწევები შეაფასოთ და თქვენს ახალ იდეებზე ავტორიტეტულ ადამიანებთან ისაუბროთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, მომდევნო 24 საათში მხოლოდ იღბალზე დაყრდნობით იმოქმედოთ და ისეთი საქმეები აკეთოთ, რომლებიც რისკს და ფინანსურ ხარჯებს არ მოითხოვს.
დღის მეორე ნახევარში წყლის პროცედურები და ორგანიზმის გაწმენდა სიამოვნებას მოგანიჭებთ.
მორიელი
ახალ ურთიერთობებში ნუ აჩქარდებით. ხელსაყრელი დროა მშვიდობისა და ჰარმონიის აღსადგენად. ამ ეტაპზე ახლობლების მხარდაჭერას ნუ დაეყრდნობით - თქვენთვის არავის სცალია.
სამუშაო დროის, ძალებისა და ენერგიის გონივრული გადანაწილება საშუალებას მოგცემთ რომ ძველი ოცნებები აიხდინოთ. თუკი სწორ დროს და სწორ ადგილზე აღმოჩნდებით, ხელმძღვანელობის თვალში მნიშვნელოვან ქულებს ჩაიწერთ. აკეთეთ ის, რაც ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანს, მაგრამ კანონის და მორალის საზღვრებს ნუ გასცდებით.
ეს დღე სავსეა სინდისის ქენჯნით და პატიებით.
მშვილდოსანი
ადამიანს, ვინც მოგწონთ, თითქმის ყოველდღე ხედავთ, თუმცა შეხვედრამდე საქმე მაინც ვერ მიდის. შესაძლოა, გამოჩნდეს ვინმე, ვინც ამ შეხვედრას უზრუნველყოფს.
უმჯობესია საპასუხისმგებლო საქმეების შესრულება (ხელშეკრულებების დადება, მოლაპარაკებები, დიდი შესყიდვები) ჯერჯერობით სამომავლოდ გადადოთ!
შესაძლოა საღამოს ახალი საქმით დაინტერესდეთ, რომელიც დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცევა. ნუ დახარჯავთ დროსა და ფინანსებს წვრილმანებზე. უსარგებლო ნივთის შეძენამ შეიძლება უაზრო ხარჯებისკენ გიბიძგოთ.
ეცადეთ შეამციროთ ფიზიკური დატვირთვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კუნთების დაჭიმვას ვერ გადაურჩებით! მოერიდეთ ექსპერიმენტებს. ამ დღეს საუკეთესო ვარიანტი გამოცდილი და ტრადიციული მეთოდია. მიმართეთ მას კიდევ ერთხელ.
თხის რქა
ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და სიხარულს მოგიტანთ, მაგრამ მეგობრებთან ან კოლეგებთან მათ განხილვას ნუ იჩქარებთ. თქვენი საქციელით საყვარელ ადამიანს ძალიან გააღიზიანებთ, თუმცა ამის შესახებ არაფერს გეტყვით. შეეცადეთ ემოციები მის სახეზე ამოიკითხოთ და შესაბამისად იმოქმედოთ.
დღეს თქვენგან განსაკუთრებული შრომისუნარიანობა იქნება საჭირო. უამრავ საქმეს მოასწრებთ, განსაკუთრებით იმას, რაც ფანტაზიას და შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს.
არახელსაყრელი დროა მსხვილი გარიგებების ან ძვირად ღირებული შესყიდვებისთვის.
დღეს ისეთ ადამიანებთან აღმოჩნდებით, რომლებიც გიყვართ და გაფასებენ. ეს თქვენს ჯანმრთელობასა და საერთო მდგომარეობაზე ძალიან დადებითად აისახება.
მერწყული
ამ დღეს ოჯახური ურთიერთობები სიხარულითა და ურთიერთგაგებით იქნება სავსე. საყოფაცხოვრებო პრობლემები ერთობლივი ძალისხმევით, იოლად გადაწყდება. ეცადეთ, ახლობლებთან მეტი დრო გაატაროთ და ოჯახური სითბოთი ისიამოვნოთ
ვარსკვლავები თანამდებობის პირებს ურჩევენ, რომ თანამშრომლებში ჯანსაღი ურთიერთობების შექმნაზე იზრუნონ. თქვენი ფინანსური კეთილდღეობა პირდაპირ დამოკიდებულია კარიერულ ზრდაზე.
თავს კარგად გრძნობთ, თუმცა გულ-სისხლძარღვთა სისტემას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რათა მომავალში პრობლემა არ შეგექმნათ.
თუ მოგზაურობას გეგმავთ ან ავტომობილს თავად მართავთ, გზაზე ფრთხილად იყავით — მოსალოდნელია ტრავმები.
თევზები
მარტოხელა თევზებს ბევრი მაცდუნებელი შეხვედრა, საინტერესო, მაგრამ ხანმოკლე ნაცნობობა ელის. შესაძლოა, შორეული ნათესავები გეწვიონ, რომლებსაც იშვიათად ნახულობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მათთან ოჯახური ცხოვრების დეტალები არ განიხილოთ, რათა ზედმეტი ჭორების საბაბი არ მისცეთ.
სამსახურში მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრას ნუ გადადებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ხელსაყრელი შანსი დაკარგოთ.
მთვარე განწყობის რყევებს გამოიწვევს. სასურველია, რომ ძილის წინ ბალახებზე დამზადებული, დამამშვიდებელი საშუალება მიიღოთ.
სიახლეები
- "დღესაც არ გამოჩნდა ის ერთი მოსამართლე, რომელიც თავის თავზე აიღებდა იმას, რომ ცოტა უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო"
- "რა არაბიზაცია და არაბული ქალაქები, უკონტროლო მიგრაცია დაშვებული არ არის, საუბარია მსხვილ პროექტზე, რომელიც საქართველოში საერთაშორისო ბიზნესს მოიზიდავს"
- "მინდა, ოფიციალურად დავასახელო მზია ამაღლობელი 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატად" - მიხეილ სააკაშვილი
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 ნოემბრისთვის
