November 22, 2024

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი:

ვერძი

მეტი დრო დაუთმეთ დაგროვილი პრობლემების მოგვარებას. კარგი დღეა საოჯახო და საბინაო საკითხების მოსაგვარებლად. აგრეთვე, - საყიდლებისთვის. 


კურო
ჰარმონიული პერიოდი დაგეწყებათ. განაკუთრებით აპრილის კუროებს. აღადგინეთ მიტოვებული სწავლა, მიმოწერა. საინტერესო მოვლენებით დატვირთული საღამო გელით. 



ტყუპი
ყველა შანსი გამოიყენეთ, რომ აღადგინოთ კავშირი იმ ადამიანებთან, ვინც მომავალში გამოგადგებათ. არ მიატოვოთ დაწყებული პროექტები, ისინი წარმატებას მოგიტანთ. საღამოს საყიდლებზე შეიარეთ. 



კირჩხიბი
დილა საოჯახო საქმეების მოგვარებას, სამსახურში რუტინას დაუთმეთ. დღეს ყველასთვის გამონახავთ საჭირო, დამამშვიდებელ და გასამხნევებელ სიტყვას. შეიძლება ახალი მეგობარი გამოგიჩნდეთ. 



ლომი
საქმიანი შეხვედრების, მივლინების დღეა. შეიძლება ახალი კლიენტები შეძინოთ. მშვიდ გარემოში გაატარეთ, ოჯახის წევრებს ვახშამი მოუმზადეთ. 



ქალწული
დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ და ყველა ინფორმაცია მშვიდად მიიღეთ. შეიძლება მიუბრუნდეთ მიტოვებულ საქმეებს, ძველ გზას. თუმცა, შეგიძლიათ, პარალელურად ახალი გზებიც გამონახოთ. 



სასწორი
მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. დაფიქრდით სწავლის გაგრძელებაზე, შვებულებაზე. უფროსთან ერთად განიხილეთ საჭირბოროტო საკითხები. 



მორიელი
ზოგიერთს საზღვარგარეთ სამუშაოდ/სასწავლებლად გამგზავრების შანსი მოეცემა. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. ერთად დაგეგმეთ მომავალი. 

მშვილდოსანი
დღეს უკეთეს შედეგს მიიღებთ, თუ პარტნიორთან ან კოლეგებთან შეთანხმებულად იმუშავებთ. საინტერესო შემოთავაზებას ან საჭირო ინფორმაციას ყურადღებით გაეცანით. 


თხის რქა
დღეს საუკეთესოდ უნდა გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან. ზოგიერთს დაწინაურება ელის. 



მერწყული
პოზიტიური დღე გელით და დადებით ემოციებსაც მიიღებთ. გაგიუმჯობესდებათ სამუშაო პირობები. საღამო სასიამოვნო გარემოში გემრიელი ვახშმით დაასრულეთ. 



თევზები
დილა საოჯახო და სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებას დაუთმეთ. საღამოს კულტურულ ღონისძიებას დაესწარით. მოსალოდნელია ახალი გატაცება, ნაცნობობა.

 

astrologi.ambebi.ge

წაკითხვა 847 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.