3 იანვრის სავსემთვარეობა კირჩხიბში: მოემზადეთ დიდი ემოციებისა და რადიკალური ცვლილებებისთვის

2026 წელი ენერ­გე­ტი­კუ­ლად ძლი­ე­რი მოვ­ლე­ნით იწყე­ბა - 3 იან­ვარს გვე­ლო­დე­ბა წლის პირ­ვე­ლი სუ­პერ მთვა­რე­ო­ბა. მას ხში­რად "მგლის მთვა­რეს" უწო­დე­ბენ, რაც უძ­ვე­ლე­სი ტრა­დი­ცი­ე­ბი­დან მო­დის: ით­ვლე­ბო­და, რომ წლის პირ­ვე­ლი სავ­სე მთვა­რე ადა­მი­ანს ჭეშ­მა­რიტ გზა­ზე აყე­ნებს და მას სუ­ლი­ერ მეგ­ზუ­რო­ბას უწევს.

ას­ტრო­ლო­გი­უ­რად, ეს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა კირჩხი­ბის ნი­შან­ში ხდე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ ემო­ცი­ე­ბი პიკს მი­აღ­წევს, გა­იღ­ვი­ძებს ნოს­ტალ­გია და გაჩ­ნდე­ბა იმის სურ­ვი­ლი, და­ვუბ­რუნ­დეთ ფეს­ვებს ან სუ­ლაც ყვე­ლა­ფე­რი სუფ­თა ფურ­ცლი­დან და­ვი­წყოთ.

აი, რას ჰპირ­დე­ბა 3 იან­ვრის სუ­პერ მთვა­რე­ო­ბა ზო­დი­ა­ქოს თი­თო­ე­ულ ნი­შანს:

 

ვერ­ძი (21 მარ­ტი - 20 აპ­რი­ლი)

ფო­კუს­ში თქვე­ნი ოჯა­ხი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლია. შე­საძ­ლოა მი­ი­ღოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბი­ნის ან ახ­ლობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ. მთა­ვა­რია, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა, მა­ში­ნაც კი, თუ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ქა­ო­სი მო­გე­ძა­ლე­ბათ.

კურო (21 აპ­რი­ლი - 20 მა­ი­სი)

მო­ემ­ზა­დეთ დიდი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ნა­კა­დის­თვის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­უ­ბა­რი ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ახ­ლე ნა­თე­სა­ვე­ბის­გან თქვენს სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს შეც­ვლის. ნუ იჩ­ქა­რებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას, ჯერ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აწონ-და­წო­ნეთ.

ტყუ­პე­ბი (21 მა­ი­სი - 20 ივ­ნი­სი)

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ფი­ნან­სურ სა­კი­თხებს წა­მო­წევს წინ. შე­საძ­ლოა პარტნი­ორ­თან ფულ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი სა­უ­ბა­რი დაგ­ჭირ­დეთ. ეცა­დეთ, ემო­ცი­ე­ბი გვერ­დზე გა­და­დოთ და ცივი გო­ნე­ბით იმოქ­მე­დოთ - დღეს ფი­ნან­სუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის დროა.

 

კირჩხი­ბი (21 ივ­ნი­სი - 22 ივ­ლი­სი)

ეს თქვე­ნი დღეა! სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა თქვენს ნი­შან­შია, რაც ნიშ­ნავს, რომ დროა მო­იხ­სნათ "ვარ­დის­ფე­რი სათ­ვა­ლე". შე­საძ­ლოა და­ი­ნა­ხოთ, ვინ არის თქვენ გვერ­დით რე­ა­ლუ­რად და ვინ გი­ყე­ნებთ სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის. ეს პე­რი­ო­დი ან და­გა­შო­რებთ პარტნი­ორს, ან თქვენს კავ­შირს სრუ­ლი­ად ახალ ეტაპ­ზე გა­და­იყ­ვანს.

ლომი (23 ივ­ლი­სი - 22 აგ­ვის­ტო)

თქვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი "სიგ­ნა­ლებს" გა­მო­გიგ­ზავ­ნით. სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დის­მა და უძი­ლო ღა­მე­ებ­მა თა­ვი­სი კვა­ლი და­ტო­ვა. 3 იან­ვრი­დან აუ­ცი­ლებ­ლად მი­ხე­დეთ რე­ჟიმს, ძილს და კვე­ბას. თქვენს სხე­ულს ახლა რეს­ტარ­ტი სჭირ­დე­ბა.

ქალ­წუ­ლი (23 აგ­ვის­ტო - 22 სექ­ტემ­ბე­რი)

ბა­ლან­სი პი­რად სურ­ვი­ლებ­სა და კო­ლექ­ტი­ურ მიზ­ნებს შო­რის - ეს თქვე­ნი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა. შე­საძ­ლოა და­ას­რუ­ლოთ ურ­თი­ერ­თო­ბა ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­თა­ნაც სა­ერ­თო გზა აღარ გაქვთ. დროა, სა­კუ­თარ ემო­ცი­ურ ჩა­კე­ტი­ლო­ბა­ზე იმუ­შა­ოთ.

 

სას­წო­რი (23 სექ­ტემ­ბე­რი - 22 ოქ­ტომ­ბე­რი)

მი­უ­ხე­და­ვად უქ­მე­ე­ბი­სა, ფიქ­რე­ბი კა­რი­ე­რის­კენ გა­გირ­ბით. ეს სა­უ­კე­თე­სო დროა ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბის და­სა­სა­ხად, თუმ­ცა ნუ მი­ი­ღებთ რა­დი­კა­ლურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს სამ­სა­ხურ­ში - კირჩხი­ბის გავ­ლე­ნით ახლა გრძნო­ბე­ბი გო­ნე­ბა­ზე ძლი­ე­რია.

მო­რი­ე­ლი (23 ოქ­ტომ­ბე­რი - 21 ნო­ემ­ბე­რი)

თქვენ­თვის პო­ზი­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი დგე­ბა. სულს დღე­სას­წა­უ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა სწყუ­რია და მი­ე­ცით მას ამის უფ­ლე­ბა! და­გეგ­მეთ თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, თუმ­ცა ფრთხი­ლად იყა­ვით სი­ტყვებ­თან - ემო­ცი­ურ ნი­ა­დაგ­ზე ნათ­ქვამ­მა ფრა­ზამ შე­საძ­ლოა ახ­ლო­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­გი­ფუ­ჭოთ.

მშვილ­დო­სა­ნი (22 ნო­ემ­ბე­რი - 21 დე­კემ­ბე­რი)

დროა და­ფიქ­რდეთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და­გა­ნა­ხებთ, სად ხართ ზედ­მე­ტად და­მო­კი­დე­ბუ­ლი სხვის ფი­ნან­სებ­ზე ან აზ­რზე. მშვი­დად ისა­უბ­რეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ზე - ზედ­მე­ტი დრა­მის გა­რე­შე.

თხის რქა (22 დე­კემ­ბე­რი - 19 იან­ვა­რი)

ყუ­რა­დღე­ბა ოჯა­ხურ სიმ­ყუდ­რო­ვე­სა და ყო­ფით სა­კი­თხებს და­უთ­მეთ. კარ­გი დროა გე­ნე­რა­ლუ­რი და­ლა­გე­ბის­თვის ან რე­მონ­ტის და­სა­გეგ­მად. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დრო შვი­ლებს და­უთ­მოთ - ეს თქვენს შო­რის ნდო­ბას გა­ამ­ყა­რებს.

მერ­წყუ­ლი (20 იან­ვა­რი - 18 თე­ბერ­ვა­ლი)

პი­რა­დი სა­ზღვრე­ბის და­წე­სე­ბის დროა. შე­საძ­ლოა იგ­რძნოთ, რომ სხვი­სი პრობ­ლე­მე­ბით ზედ­მე­ტად იტ­ვირ­თე­ბით. ის­წავ­ლეთ "არას" თქმა და გან­სა­ზღვრეთ, ვის­თვის გი­ღირთ თქვე­ნი ენერ­გი­ის და­ხარ­ჯვა.

თევ­ზე­ბი (19 თე­ბერ­ვა­ლი - 20 მარ­ტი)

ნამ­დვი­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აფეთ­ქე­ბა გე­ლით! სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა შთა­გო­ნე­ბით აგავ­სებთ და ცხოვ­რე­ბის გე­მოს თა­ვი­დან გაგ­რძნო­ბი­ნებთ. არ გა­უშ­ვათ ეს მო­მენ­ტი - სა­ნამ უქ­მე­ე­ბი გრძელ­დე­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­უთ­მეთ დრო იმას, რაც ბედ­ნი­ე­რე­ბას გა­ნი­ჭებთ.

წაკითხვა 47 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.