14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი:
ვერძი - მოგზაურობა საინტერესო, მაგრამ რთული იქნება. გაუფრთხილდით პირად ნივთებს. მშვიდად დააკვირდით მოვლენებს, რაც თქვენ გარშემო ხდება.
კურო - შორიდან ყველაფერი ლამაზი და უზრუნველი ჩანს. ნუ ენდობით იმას, ვინც ოცნების კოშკებს აგიგებთ ან ზედმეტად ეცდება დაგიახლოვდეთ. საღამო განმარტოებით გაატარეთ.
ტყუპი - ნუ გგონიათ, რომ ვინც რამეს დაგპირდებათ, შეგისრულებთ. თავად უნდა დაასრულოთ დაწყებული საქმეები. მოთმინებით აღიჭურვეთ, როცა საქმე ბავშვებთან ურთიერთობას ეხება.
კირჩხიბი - დღეს მეგობრების და ოჯახის წევრების სურვილების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოთ. თქვენ გარდა ვერავინ გაერკვევა ჩახლართულ სიტუაციაში.
ლომი - მცირე სირთულეებია მოსალოდნელი, მაგრამ ჩანაფიქრს მაინც განახორციელებთ. დღეს მასშტაბურ პროექტებს ნუ მოკიდებთ ხელს. გაფრთხილდით, არ მოექცეთ აფერისტ ადამიანების გავლენის ქვეშ.
ქალწული - დღეს მოგეჩვენებათ, თითქოს ყველა თქვენ წინააღმდეგაა, რომ გარშემო მყოფები უსამართლოდ გექცევიან. ღრმად ჩაისუნთქეთ და ნაკლები ყურადღება მიაქციეთ საქმიდან მოსაცდენ წვრილმანებს.
სასწორი - მხოლოდ სიმართლით შეძლებთ გარშემო მყოფებში ავტორიტეტის ამაღლებას. მაქსიმალურდა მოთოკეთ ემოციები. განსაკუთრებით, როცა უფროსთან ათანხმებთ ახალ პროექტებს.
მორიელი - დღევანდელი დღეს დევიზია - სიფრთხილე. იყავით მეტად დაკვირვებული. განსაკუთრებით, როცა საქმე იურიდიული, საბანკო საკითხების მოგვარებას ეხება.
მშვილდოსანი - ყველა საქმიანი შეხვედრა სერიოზული ვერ იქნება, ზოგჯერ უნდა გაიხუმრით კიდეც, სიტუაციის გასანეიტრალებლად. იყავით თავისუფალი, მაგრამ გავლენიან ადამიანებთან საკუთარი თავის ქებას ნუ გადაამეტებთ.
თხის რქა - დღეს თქვენი ტვინი კარგად აწყობილი მექანიზმივით მუშაობს. ვალდებულებებს დროულად და იდეალურად შეასრულებთ. რჩევებისთვის ხშირად მოგაკითხავენ.
მერწყული - დღეს ყველაფერს ობიექტურად და შემოქმედებითად უნდა შეხედოთ. თქვენ კი არ შეგეშალათ, ორიგინალურად გააკეთეთ. ეს, რა თქმა უნდა, ხურობით, მაგრამ დეტალებისადმი ყურადღება და ინსტრუქციების წაკითხვა არ გაწყენთ.
თევზები - გაურკვეველ სიტუაციაში თუ ხართ, ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ. დაზოგეთ ენერგია, კარგად გაეცანით ინფორმაციებს, მოთხოვნებს. აგრეთვე, დაფიქრდით, შეძლებთ კი საქმის დროულად შესრულებას.
astrologi.ambebi.ge
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას დემონსტრანტების დასასჯელად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს" - Amnesty International
- "არ უნდა დავივიწყოთ, რომ სადაც სამართლიანობის ერთი აგური დაიდო, 11 აგური დაიდო უსამართლობის, არავინ არის დამნაშავე" - სალომე ზურაბიშვილი
- "შეხვედრა შესაძლებელია, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს" - ვლადიმერ პუტინი
- “დიახ, უსამართლო არჩევნებში მონაწილეობა ცუდია, მაგრამ მონაწილეობაზე უარის თქმა - კიდევ უარესი” - გია ხუხაშვილი
- "მინდა, გავამხნევო რეჟიმის ყველა პატიმარი, უსამართლობა დიდხანს არ გაგრძელდება, ყველას მოეთხოვება მკაცრი პასუხი თავისუფალ და სამართლიან სასამართლოში"