გარეგნობის რომელი შტრიხი გამოარჩევთ ზოდიაქოს ნიშნებს?
იმისთვის რომ თავდაჯერებულები ვიყოთ, საკუთარ თავს კარგად უნდა ვიცნობდეთ - ვხედავდეთ ჩვენს ძლიერ და სუსტ მხარეებს. გიფიქრიათ, გარეგნობის რომელი შტრიხით ხიბლავთ გარშემომყოფებს ან რით იქცევთ მათ ყურადღებას?
ვერძს აგრესიული გამოხედვითა და თვალების საუცხოო ფერით შეუძლია მამაკაცის მოხიბვლა.
კუროს მკერდი და თეძოები გამოარჩევს.
ტყუპს ლამაზი ხელ-ფეხი.
კირჩხიბი ქალები ყოველთვის იქცევენ ყურადღებას ლამაზი ფორმის ტუჩებით.
ლომების დედოფლურ იმიჯს ხაზს უსვამს ხვეული ან ხშირი, კარგი ხარისხის თმა.
ქალწულებს ლამაზი თითები და დახვეწილი სახის სახის ნაკვთები აქვთ.
სასწორები მამაკაცებს ღიმილისას ლოყებზე გაჩენილი ფოსოებით ხიბლავენ.
მორიელის "კოზირი" თვალები და გამოხედვაა, – ის მაგნიტივით იზიდავს მამრებს.
მშვილდოსანი ქალები, როგორც წესი, მაღალ ფეხებზე დგანან და ამით აძლევენ "ფორას" სხვა ქალბატონებს.
თხის რქებს ლამაზი კანი და სახის არისტოკრატული ნაკვთები გამოარჩევთ სხვებისგან.
მერწყულებს ორიგინალურად ჩაცმის სტილით უყვართ ლამაზი თეძოების, მუცელისა და ყელის გამოჩენა.
თევზი ქალები კი ნატიფი ხელის მტევნებითა და ფეხის ტერფებით იპყრობენ ყურადღებას.
სიახლეები
- "ანრი ოხანაშვილმა ბევრ რამეში მოიკოჭლა და მოისროლეს" - ლევან ხაბეიშვილი
- "პუტინი მზად არის ზელენსკის შეხვდეს, როდესაც დღის წესრიგი მზად იქნება, მაგრამ ეს დღის წესრიგი საერთოდ არ არის მზად" - სერგეი ლავროვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აგვისტოსთვის
- 6 ნიშანი იმისა, რომ საკმარის წყალს არ იღებთ
- “ნაცმოძრაობას” უნდა სინდისი მოიწმინოს” - რა მოლოდინია 4 ოქტომბერს ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით