ზოდიაქოს რომელი ნიშანი უყვარს ფულს - ასტროლოგები ფინანსურად 3 ყველაზე წარმატებულ ზოდიაქოს ნიშანს ასახელებენ

მატერიალური პრობლემები ალბათ ნებისმიერი ადამიანისთვის წარმოადგენს უგუნებობის წყაროს.

 

შესაძლოა არსებობს კიდეც ისეთი ხალხი, ვისი თვითშეფასებაც მთელი ასი პროცენტით არ არის დამოკიდებული ფულზე, თუმცა ადამიანთა უმეტესობას საიმისოდ, რომ თავი თავდაჯერებულად იგრძნოს, კარგი შემოსავალი და ფინანსური წინსვლა სჭირდება ცხოვრებაში. მართალია, ფულით ყველაფერს ვერ იყიდი, მაგრამ როგორც ხუმრობით იტყვიან - "ბენტლიში ტირილი ჯობია, ავტობუსში ცრემლების ღვრას"...

 



ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი და ის თუ კონკრეტულად რომელი პლანეტა მართავს თქვენს ნიშანს დიდწილად განაპირობებს იმას თუ რამდენად წარმატებული შეიძლება იყოთ ფინანსური კუთხით. თუმცა, დამეთანხმებით ალბათ, რომ მარტოოდენ ვარსკვლავების კეთილგანწყობა არ კმარა და ნაბიჯები იღბალთან შესახვედრად თავად ადამიანმაც უნდა გადადგას აქტიურად. ამიტომ თუკი თქვენ შრომა არ გეზარებათ, საკუთარი ოცნებების გწამთ და მტკიცედ გჯერათ, რომ ოდესმე აუცილებლად გამდიდრდებით, სამყარო აუცილებლად გიბოძებთ მეტი ფულის შოვნის რეალურ შანსებს.

 



მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ზემოჩამოთვლილი თვისებებით სულ რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე მეტად გამორჩეული. ზუსტად ამიტომ ხდება, რომ ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებში ყველაზე ხშირად გვხვდებიან მდიდარი და ფინანასურად წარმატებული პერსონები.

 



ვერძი - პლანეტა მარსი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს განაპირობებს იმას, რომ ვერძები შესაშური ოპტიმიზმით, სიცოცხლისუნარიანობითა და მომავლის დაუღალავი რწმენით არიან დაჯილდოებულნი. ისინი ასხივებენ ხოლმე თავდაჯერებას, რაც მათკენ არაერთ ინვესტორს და სპონსორს იზიდავს. ვერძები ფულს იოლად და დიდი ენთუზიაზმით გამოიმუშავებენ, თუმცა ასეთივე გულუხვობით ხარჯავენ კიდეც. ამიტომ როგორც წესი, მათ ცხოვრებაში ხშირია ფინანსური აღმასვლები და დაღმასვლები.

 

 


ქალწული - უზომოდ მშრომელი, წინდახედული, ეკონომიური და გონიერი ხალხის ზოდიაქოა. ყველა ქალწული საოცარი რაციონალიზმით ეკიდება ფულს და მატერიალურ სახსრებს. ამასთან ისინი საოცრად პრაქტიკულები არიან და შეუძლიათ მცირე ბიუჯეტით დიდი პროექტების ამუშავება. ქალწული ტიპური "ვორკოჰოლიკია", რომელსაც მუშაობა და შრომა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. ეს ადამიანები დაუღალავად ისწრაფვიან ფინანსური კეთილდღეობისკენ, თუმცა მიღწეულით არასოდეს არიან კმაყოფილი და ყოველთვის ცდილობენ უფრო და უფრო მეტი სივრცე დაიკავონ პროფესიული საქმიანობის კუთხით. რაც თავისთავად კარგ შემოსავლებს უდრის.

 



მერწყული - ალტრუისტი, მეცენატი, საოცრად მეგობრული და მომავლის ხედვის მქონე ზოდიაქოს ნიშანია. მერწყულებს გასაოცარი ინტუიცია და წინასწარხედვის ნიჭი აქვთ, ამიტომ მათი უმეტესობა წარმატებით აბანდებს ფულს ნებისმიერი სახის ინოვაციურ პროექტებში, რომელიც სამომავლოდ მათ კოლოსალურ მოგებას და სიმდიდრეს ჰპირდება. ისინი არ არიან ძუნწები, თუმცა ფულის უმისამართოდ ფლანგვისკენაც არ ახასიათებთ მიდრეკილება. სიამოვნებით რისკავენ და გონივრულად ახერხებენ ინოვაციური ტექნოლოგიების საკუთარი მატერიალური დოვლათის გასაზრდელად გამოყენებას.

 

https://astrologi.ambebi.ge/

წაკითხვა 860 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.