ვინ შეიძლება გახდეს ჩვენი დაუძინებელი მტერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანის ცხოვრებაში არსებობს წარმატებული და წარუმატებელი კავშირები. ჩვენ, ჩვენი ხასიათიდან და ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე კონკრეტულ ადამიანებს ვიზიდავთ. ზოგთან შესაძლოა იდილია გვქონდეს, ვიღაცამ კი, როგორც წესი, უბრალოდ ცხოვრება შეიძლება გაგვირთულოს. მაინც ვის უნდა ვერიდოთ დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებს შორის?

 



ვერძმა თევზებისგან შორის უნდა დაიჭიროს თავი. იმიტომ რომ, როგორც წესი, მათ შორის საერთო ენის პოვნა რთულია. თევზები ემოციურია, ვერძი კი უტაქტო და პირდაპირი. რასაც საპასუხოდ თევზების მხრიდან ინტრიგების ხლართვა მოჰყვება ხოლმე. 



კურო უნდა მოერიდოს ტყუპს. იმიტომ რომ, პრაქტიკული და წინდახედული კურო ვერასოდეს აიტანს ტყუპისნაირ უპასუხისმგებლო ადამიანს, რომლისგანაც არ იცი, რას უნდა ელოდე. კუროს კი ყველაზე მეტად მოულოდნელი "სიურპრიზების" ეშინია. 



ტყუპი უნდა ერიდოს ქალწულს. იმიტომ რომ, ქალწული წესრიგის მოყვარული და დისციპლინირებული ნიშანია და კუროსგან განსხვავებით ის აუცილებლად წაუყენებს მოთხოვნებს ქაოსურ ტყუპს. რაც ამ უკანასკნელს ნამდვილად არ მოეწონება. 



კირჩხიბი უნდა ერიდოს თხის რქას. იმიტომ რომ, ემოციური და თანამგრძნობი კირჩხიბი, ვერ აიტანს თხის რქის ემოციურ სიცივეს და პირდაპირობას. ის აუცილებლად გააკრიტიკებს კირჩხიბის სენსიტიურობას და ნაკლად ჩაუთვლის მას ამას. 



ლომი უნდა ერიდოს სასწორს. იმიტომ რომ, თავმომწონე და ამაყი ლომი თვალში არასოდეს მოუვა ზომიერებისა და დიპლომატიურობის მოყვარულ სასწორს. რის ხარჯზეც კრიტიკა და აყალმაყალი გარდაუვალი იქნება. 


ქალწული უნდა ერიდოს მშვილდოსანს. იმიტომ რომ, პრაქტიკული და სტაბილურობის მოყვარული ქალწული ვერასოდეს გაიგებს და შეეგუება მშვილდოსნის თავგადასავლებისმოყვარულ ბუნებას და უპასუხისმგებლობას. 



სასწორი
 უნდა ერიდოს კირჩხიბს. იმიტომ რომ, კირჩხიბი მგრძნობიარეა და ხშირად ხელოვნურადაც კი ქმნის ხოლმე პრობლემებს, რომ მერე ამაზე ინერვიულოს. სასწორს კი თავის მხრივ სიმშვიდე და ჰარმონია უყვარს. 



მორიელი უნდა ერიდოს ლომს. იმიტომ რომ, მორიელს და ლომს ერთნაირად მებრძოლი ხასიათი, უკომპრომისო ბუნება და ძალაუფლების სიყვარული აერთიანებთ. თუმცა, ამ თვისებების გამო ხდება ყველაზე ხშირად მათ შორის დავა. 



მშვილდოსანი უნდა ერიდოს კუროს. იმიტომ რომ, სტაბილურობის მოყვარული კუროსთვის გაუგებარია მშვილდოსნის მუდმივად ხეტიალის სურვილი და სპონტანური გადაწყვეტილებები. მშვილდოსანი კი თავის მხრივ, კუროს მოსაწყენად და სნობად ჩათვლის. 



თხის რქა უნდა ერიდოს ვერძს. იმიტომ რომ, ჯიუტი და უკომპრომისო ვერძი ყოველთვის მზად იქნება ომი გამიუცხადოს თხის რქის მკაცრ გადაწყვეტილებებს. თხის რქა კი საკმაოდ ჯიუტია საიმისოდ, რომ რამე დათმოს. 



მერწყული უნდა ერიდოს მორიელს. იმიტომ რომ, მერწყულის იმპულსურობა და უცნაური გამოხდომები საოცრად ძაბავს მორიელს. მას შეუძლია თავისდაუნებურად აწყენინოს ნებისმიერს ისე, რომ ამას ვერც კი აცნობიერებდეს. მორიელი კი არასოდეს გაუშვებს შანსს, მერწყულს სამაგიერო გადაუხადოს. 



თევზები უნდა ერიდოს მერწყულს. იმიტომ რომ, ერთიც და მეორეც ჰუმანურია, მაგრამ სიკეთე სხვადასხვანაირად ესმით. ცხოვრებისეული პრინციპები და ფასეულობები იყოს შეიძლება უმთავრესი კონფლიქტის თემა ამ წყვილისთვის.

წყარო: geotimes.ge

წაკითხვა 1232 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 01 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.