რაზე ეღიმებათ ზოდიაქოს ნიშნებს

თუკი ეს გეცოდინებათ, ურთიერთობაში აუცილებლად გამოგადგებათ...

 

ვერძი

გაიმარჯვო კამათში, განსაკუთრებით, როცა კონკურენტი ამ საკითხში ძლიერია. ვერძს უყვარს გამარჯვება და ეს მასში ყოველთვის ღიმილს იწვევს.


კურო

თუკი გსურთ, კურომ გაიღიმოს - გაათამამეთ იგი. მათ უყვართ ჩახუტება, გემრიელი სადილი, ყვავილები და მდიდრული გარემო. კუროს მოექეცით, როგორც მეფეს ანდა დედოფალს და მისი ღიმილი გარანტირებული გექნებათ.


ტყუპები

ტყუპები საერთოდ ხშირად იღიმებიან. მაგრამ, თუ მაინც მოიწყინეს, მაშინ მეგობრებთან ურთიერთობა მათ აუცილებლად გაახალისებთ. ამას გარდა, ტყუპები იღიმიან, როცა კიდევ ვიღაც იღიმის. მათთვის ღიმილი მართლაც გადამდებია.


კირჩხიბი

კირჩხიბი იღიმის, როცა თავის ოჯახთან ერთადაა, ანდა როცა სახლში რაიმეს აკეთებს. მათ ასევე მოსწონთ ბუნებაში ყოფნა და ცოცხალი მუსიკის მოსმენა.


ლომი

ლომი იღიმის, როცა მეგობრებისთვის იდეალურ საჩუქრებს ყიდულობს. ამას გარდა, ლომები იღიმიან, როცა გრძნობენ, რომ მათი დანახვა ადამიანებს უხარიათ.


ქალწული

ქალწული ურთულესი პრობლემის გადაწყვეტის გზის პოვნისას იღიმის. ისინი იღიმიან, როცა ყველამ მარცხი განიცადა და მხოლოდ მათ ამოხსნეს თავსატეხი. მათ უყვართ, როცა ადამიანები ქალწულების ფასსა და მნიშვნელობას აღიარებენ. ქალწულებს მოსწონთ, იყვნენ საუკეთესოები. რა თქმა უნდა, ეს მათ კარგად იციან, მაგრამ გარეშე მტკიცებულებების მოპოვება ძალიან სიამოვნებთ.


სასწორი

სასწორს ყურადღების ცენტრში ყოფნისას ეღიმება. ისინი იღიმიან, როცა ადამიანები ერთმანეთს პატივისცემით და სიკეთით ექცევიან. ყველგან მშვიდობა და ჰარმონია მათი საიდუმლო ოცნებაა.


მორიელი

მორიელი იღიმის, როცა გაიგებს, რომ მისი ესმით და აფასებენ. ისინი, ასევე, ვარსკვლავების ყურების დროსაც იღიმიან.


მშვილდოსანი

მშვილდოსნები ხშირად იღიმიან, მათ ხომ ცხოვრება და მოგზაურობა ძლიერ აღელვებთ. შესთავაზეთ მას თავგადასავლები და ისინი ღიმილად დაიქცევიან.


თხის რქა

როცა გარეშენი თხის რქის მიღწევებს აღიარებენ, ეს მათში ღიმილს იწვევს. თხის რქებს ასევე ეღიმებათ, როცა მოულოდნელად ვინმე ეწვევათ.


მერწყული

მერწყულის სახეზე ღიმილი მაშინ ჩნდება, როცა ის რაიმე სასარგებლოს აკეთებს. უცნაურია, მაგრამ მერწყული მარტოობისასაც იღიმება. ის ტკბება თავისი დამოუკიდებლობით და ამას ვერ ფარავს.


თევზები

თევზებს წიგნის კითხვისას ეღიმებათ. მათ უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, მაშინაც კი, თუ ისინი არარეალური ადამიანები - წიგნების გმირები არიან.

 

https://funtime.ge/

წაკითხვა 1031 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 29 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.