ზოდიაქოს 5 ყველაზე ეგოისტი ნიშანი

მოდით, რეალობას თვალი გავუსწოროთ, არავინ არის იდეალური.

თუ ცხოვრების რაღაც ეტაპზე გაგიჩნდათ კითხვა: ვარ თუ არა ეგოისტი? პასუხის ძიებაში თქვენი ზოდიაქო დაგეხმარებათ.

 

ვერძი

21 მარტი – 20 აპრილი

 

როდესაც ვერძი გააცნობიერებს თუ რა სურს, ყველაფერს გააკეთებს სასურველის მისაღებად. ეს, რა თქმა უნდა, კარგი თვისებაა, თუმცა ხანდახან ვერძმა არ იცის ზომიერების დაცვა და მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ბევრი ადამიანის სურვილებს უგულებელყოფს. მათ შორის, ძვირფასი ადამიანების სურვილებსაც. სწორედ ამიტომ, ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს ასტროლოგები ყველაზე ეგოისტებს უწოდებენ. ყველაფერი საკუთარი თავისთვის, საკუთარი კეთილდღეობისთვის უნდათ და წარმატების პოვნის ძიებისას ისინი ხშირად ბალანსს კარგავენ.

 

კურო

21 აპრილი – 20 მაისი

 

ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს ასტროლოგები ახასიათებენ როგორც მატერიალისტებს. ისინი არიან მესაკუთრეები და ეგოისტური დამოკიდებულებებით გამოირჩევიან. კუროს შეუძლია საყვარელ ადამიანს 10 ახალი ქუდი აყიდინოს რომანტიკული უქმეებისთვის, შემდეგ კი სკანდალი მოაწყოს, თუ მის რჩეულს სხვა გოგო ინტერესით შეხედავს. ასეთი დამოკიდებულება, ადრე თუ გვიან, როგორც წესი, უარყოფით გავლენას ახდენს სასიყვარულო ურთიერთობაზე.

 

ტყუპები

21 მაისი – 21 ივნისი

 

საკუთარი ინტერესების გამო ტყუპის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანები ისე მარტივად უგულებელყოფენ გარშემო მყოფებს, რომ ვერც კი მიხვდებით რა მოხდა. ასტროლოგები ამბობენ, რომ მათი ღიმილის მიღმა თითქმის ყოველთვის ეგოისტური ქვეტექსტი იმალება.

 

ლომი

23 ივლისი – 23 აგვისტო

 

ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები საკუთარ თავს სამყაროს ცენტრად მიიჩნევენ. ლომი თვლის, რომ ის ერთადერთია, რომ დედამიწა მის გარშემო ბრუნავს და რომ ყველაფერს იდეალურს იმსახურებს. ამას არც მალავს. საკუთარ თავზე სიგიჟემდეა შეყვარებული და ზოგჯერ ვერ აცნობიერებს, როგორ სტკენს გულს გარშემო მყოფებს.

 

ქალწული

24 აგვისტო – 23 სექტემბერი

 

ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები საოცრად პედანტურები არიან, ყველა წვრილმანს ყურადღებას აქცევენ და სურთ, ყველაფერი იდეალურად ჰქონდეთ. ეს კარგია თვითგანვითარებისთვის, მაგრამ ამასთან ერთად, ქალწულებს სხვების კრიტიკა ახასიათებთ. გარშემო ყველას და ყველაფერს აკრიტიკებენ და მცირედ შეცდომასაც კი არავის აპატიებენ. ადამიანებისგან სრულყოფილებას მოითხოვენ და პირველ რიგში, მათთან ურთიერთობის დროს სურთ, რომ სრულყოფილები იყოთ. ქალწული ვერ აიტანს, თუ რაიმე საქმეს სხვას მასზე უკეთესად გაუკეთებთ.

 

https://regarder.ge/

წაკითხვა 1643 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 22 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.