April 30, 2025

ივნისი 04 2019 წაკითხვა 912 ჯერ

ვერძი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. გლობალური გეგმების განხორციელებას ნუ დაისახავთ. საღამოს განწყობა გაგიუმჯობესდებათ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. 

ივნისი 03 2019 წაკითხვა 1258 ჯერ

ვერძი

შეიძლება ვერ მიიღოთ ის, რაც გულით გსურდათ ან გარშემო მყოფებმა სათანადოდ ვერ დაგაფასონ. საღამოს არაფერი ახალი არ დაგეგმოთ. ზოგიერთს საყვარელ ადამიანთან დაშორება ელის. 


კურო
არ გამოავლინოთ ზედმეტი ინიციატივა. შეიძლება გართულდეს ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, შვილებთან. მოერიდეთ კარდინალურ ცვლილებებს სამსახურშიც და სახლშიც. 



ტყუპი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან, მგზავრებთან. სხვა დღისთვის გადადეთ ოფიციალურ პირებთან საქმეების განხილვა, ურთიერთობის გარკვევა. სიფრთხილე გმართებთ სამედიცინო სფეროსთან. 



კირჩხიბი
დაკვირვება გმართებთ მუშაობისას და ნურც ზედმეტი კითხვების დასმა მოგერიდებათ. ზომიერება გმართებთ ფულის ხარჯვისას. ზოგიერთს საყვარელი ადამიანი იმედს გაუცრუებს, მაგრამ დაშორებას ყველა ვერ გადაწყვეტს.

 

ლომი
სასიამოვნო მომენტებიც გექნებათ და დაძაბულიც. ზოგიერთს ზედმეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მოუწევს. შეიძლება თითქმის ბოლომდე მიყვანილ პროექტებს გამოეთიშონ პარტნიორები. რაც უფრო მეტი გაქვთ გამოცდილება, მით მარტივად მოაგვარებთ უსიამოვნებებს. 



ქალწული
სანამ რამეს იტყვით ან გააკეთებთ, საკუთარ თავში გაერკვიეთ და ნეგატივიც მინიმუმამდე შეამცირეთ. პირად ცხოვრებში მომხდარი განცდები მუშაობაში ხელს შეგიშლით. მოიცილეთ უსაფუძვლო შიშები. 



სასწორი
მოთმინებით აღიჭურვეთ და მეტად გამოავლინეთ კრეატიულობა. შეიძლება ყველაფერი ისე არ გამოვიდეს, როგორც ეს თქვენ გსურდათ. გაურკვევლობებია მოსალოდნელი ფინანსურ სფეროში. ზოგიერთს იმედი მეგობრებში გაუცრუვდება. 

 


მორიელი
თქვენი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასეთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფები თქვენგან ბევრს ითხოვენ. თუ გრძნობთ, რომ ჩვეული გზა სასურველ შედეგს არ იძლევა, შეცვლეთ მიმართულება. 



მშვილდოსანი
შეფერხებების, გაურკვევლობების ალბათობა მოიმატებს. შეიძლება იმედი გაგიცრუოთ ზოგიერთმა ადამიანმა. ნუ ჩაიციკლებით ნეგატივზე, გარშემო უფრო მეტი პოზიტივია. დაკვირვება გმართებთ მგზავრობის, გართობისა და თამაშების დროს. 



თხის რქა

კამათისა და უსიამოვნებების გარეშე პროგრესი წარმოუდგენელია. საქმიან სფეროში მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ. შეიძლება ზოგიერთს შეზღუდვები დაგიწესონ. ყველა უსიამოვნობა გაქრება გზიდან, თუ საქმეებს სათავეში თქვენ ჩაუდგებით.

 

მერწყული
ნუ ხართ გარშემო მყოფების მოსაზრებებზე დამოკიდებული. ზოგიერთის აზრმა შეიძლება თქვენზე უარყოფითად იმოქმედოს. ნუ დაუკავშირდებით მათ, ვინც პროფესიული წარმატების მიღწევაში გიშლით ხელს. განსხვავებული აზრის გამო ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. 



თევზები
საქმე იდეალურად რომ გამოგივიდეთ, მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ. ბალანსი უნდა დაიცვათ აუცილებელსა და სასიამოვნოს შორის. აგრეთვე, დაიცავით დღის რეჟიმი და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყავით. გაუმჯობესეთ ურთიერთობა ბავშვებთან.

 

astrologi.ambebi.ge
ივნისი 02 2019 წაკითხვა 1308 ჯერ

3 - 9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი:

მაისი 31 2019 წაკითხვა 1054 ჯერ

ვერძი

ნუ აჩქარდებით, დაკვირვებით იმოქმედეთ. სასურველს მაანც მიაღწევთ. მეტი დრო გაატარეთ მეგობრების, ნათესავების გარემოცვაში. ზოგიერთი ბინის შეძენას, გარემონტებას გადაწყვეტს. 


კურო
მშვიდი, კომფორტული დღე გელით. ზოგიერთს საინტერესო შეხვედრა, მიპატიჟება ელის. ზოგსაც - სიურპრიზები. შეიძლება თქვენთვის სარფიანი შემოთავაზებაც მიიღოთ. 



ტყუპი
საკუთარ თავს უარი არ უთხრათ და ის ნივთები შეიძინეთ, რომლებზეც დიდი ხანია ოცნებობთ. კარგი დღეა ფულის სარფიან ბიზნესში დასაბანდებლად. 


კირჩხიბი
მიმოიხედეთ, შეიძლება ის სისტემა, რომელშიც ცხოვრობთ, შეცვლას საჭიროებს. მეტად გამოავლინეთ გრძნობები და ემოციები; იყავით ბუნებრივი. 



ლომი
შეიძლება ახალი იდეა დაგებადოთ ან მოქმედების სურვილი გაგიჩნდეთ. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული და გააზრებული. დაიცავით ოჯახური ტრადიციები, დღის განრიგი. 



ქალწული
ცვლილებები გწადიათ, მოულოდნელი შეხვედრა ან ბედის საჩუქარი გელით. ნუ ჩაეჭიდებით წარსულს. საღამოს მიპატიჟებაზე უარი არ თქვათ.

 

სასწორი
შეიძლება მეგობრების ან პარტნიორების გამო შეგეცვალოთ გეგმები. კარგი დღეა მრავალწლიანი ურთიერთობების გასაახლებლად. ზოგიერთ სიახლეს მშვიდად შეხვდით. 

 


მორიელი
იდეალურად აკონტროლებთ საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც. გააუმჯობესეთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვისი დახმარების იმედიც გაქვთ და წარმატებას მარტივად მიაღწევთ. 



მშვილდოსანი
თავგადასავლების მაძიებელი ხართ და საკუთარი ქმედების გარშემო მყოფებისთვის გაზიარებაც მოგინდებათ. ზოგიერთს სარისკო ნაბიჯის გადადგმა მოუნდება. დაიცავით უსაფრთხოების ნორმები. 



თხის რქა
მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან. ეცადეთ გაბრაზებულმა რისხვა უდანაშაულო ადამიანებს არ დაატეხოთ. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, თანამოაზრეებს. 



მერწყული
დღეს ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ, საკუთარი განცდებიც და გარშემო მყოფებისაც. გაფრთხილდით, ემოციებს აყოლილმა შეცდომები არ დაუშვათ. 



თევზები
გაფრთხილდით, თუ თქვენი საქმიანობა ფიზიკურ ატიურობას ეხება. მაგალითად, სპორტს. ეცადეთ, არ დაარღვიოთ წესები და უსაფრთხოების ნორმები. რომანტიკული პაემანი ემოციების გარეშე ვერ ჩაივლის.

 

astrologi.ambebi.ge
მაისი 30 2019 წაკითხვა 933 ჯერ

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი:

მაისი 29 2019 წაკითხვა 1379 ჯერ

ვერძი

მეტი დრო დაუთმეთ გონებრივი საქმეების შესრულებას და ნაკლები - ფიზიკურის. გაფრთხილდით, არ აგერიოთ მისამართი, არ დაიკარგოთ ან დაკარგოთ რამე. ხშირი ცვლილებების გამო ახალი იდეების განხორციელებას ვერ შეძლებთ. 


კურო
ძველისა და მოყირჭებულის მოცილების დღეა. ნუ შეინახავთ მოძველებულ, მოდიდან გამოსულ ნივთებს, გააჩუქეთ. მეტი დრო დაუთმეთ აქტუალური საკითხების მოგვარებას. 



ტყუპი
არც თავად ხართ მზად სიახლეებისთვის და არც დრო არაა შესაფერისი ახალი საქმეების დასაწყებად. ნუ გადავარდებით ილუზიებში. ყოველდღიური ვალდებულეები შეასრულეთ. 



კირჩხიბი
შეიძლება ვერ მიიღოთ ზუსტი ინფორმაცია, შეფერხდეს მოლაპარაკება გარშემო მყოფებთან. ნუ დაგეგმავთ დღეს მნიშვნელოვან შეხვედრებს, პრეზენტაციებს. 



ლომი
ყველას ნუ ენდობით. ერთგული ადამიანების საქმეებიც კი გადაამოწმეთ. ნუ ჩამოწერთ ახალ, სამოქმედო გეგმას. დღეს ნუ დანიშნავთ მოლაპარაკებებს, განხილვებს. 



ქალწული
ცვლილებები შეფერხდება ან შეჩერდება. ახალი საქმეების დაწყებას უმჯობესია, ის გააუმჯობესოთ, რაც უკვე გააკეთეთ.

 

სასწორი
სხვა დღეს გადადეთ საქმიანი შეხვედრები, ახალი საქმეების დაწყება და იმიჯის 

 

 

შეცვლა. ეცადეთ, არ ენდოთ საეჭვო ადამიანებს, შემდეგში იმედი რომ არ გაგიცრუვდეთ. 



მორიელი
ცდისა და ექსპერიმენტების დღეა, მაგრამ სერიოზული საქმეები არ დაგეგმოთ. ინტერესის გამო არ გარისკოთ. არ დაგეგმოთ ოფიციალური შეხვედრები და წვეულებები. 


მშვილდოსანი
აჩქარებით საქმეები არ გაიფუჭოთ, არსად დააგვიანოთ. არ დაიწყოთ საქმე ის ადამიანებთან ერთად, ვისშიც ეჭვი გეპარებათ. 



თხის რქა
ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. მოისმინეთ ყველას აზრი, მაგრამ დასკვნების გამოტანისას ნუ აჩქარდებით. 



მერწყული
გაგიუმჯობესდებათ განწყობა. გაგიადვილდებათ დაწყებული პროექტების დასრულება. მაქსიმალური ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი თუ პედაგოგი, ფინანსისტი,ჟურნალისტი ან პროგრამისტი ხართ. 

 


თევზები
ნუ ეცდებით, ყველასთან იდეალური ურთიერთობა გქონდეთ. ზოგთან საერთოდ არ ღირს დალაპარაკება. შეიძლება ზოგიერთ საკითხზე მშობლებთანაც კი დაგეძაბოთ დამოკიდებულება.

 

astrologi.ambebi.ge
გვერდი 128 სულ 156
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.