ძლიერი ქალები ხშირად გულგატეხილები არიან - ფსიქოლოგების დასკვნა
ძლიერი ქალია ის, ვინც არავის მისცემს უფლებას, რომ რაიმე ავნოს - მას შეუძლია მთელი დღე იყოს ღიმილიანი სახით ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.
ცდილობს არ შეიმჩნიოს არაფერი. არ აჩვენებს სხვას რომ წარუმატებელი დღე ჰქონდა, რომ იმედგაცრუებულია, რომ შეცდომა დაუშვა, ან უბრალოდ თავი სტკივა.
ის არის ქალი, რომელიც თავისი ღიმილით ბედნიერებას და სასიამოვნო განწყობას მოგიტანთ - ქალი, რომელსაც შეუძლია ჩვეულებრივი დღე პოზიტივით აავსოს და გარშემომყოფები გააბედნიეროს.

ადამიანები მას უყურებენ და ფიქრობენ, რომ მას ყველაფერი აქვს, რომ ის უდარდელად ცხოვრობს, რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერია. მაგრამ რეალურად არავინ იცის როგორია ასეთი ქალის შინაგანი სამყარო, რას გრძნობს, რას ფიქრობს და განიცდის რეალურად.
დიახ, გარეგნულად ჩანს, რომ კლდესავით მაგარია, მაგრამ როგორია ის სინამდვილეში? ის დაუმარცხებელს ჰგავს, მაგრამ არავინ არ იცის რეალურად რა ხდება მის გულში.

დღის განმავლობაში ადამიანები მას ხედავენ ლამაზად ჩაცმულს, მომღიმარს, ძლიერს, თავდაჯერებულს, მაგრამ არავინ იცის, როგორია ის მაშინ, როცა საკუთარ თავთან რჩება იმიტომ, რომ არასოდეს არავის აჩვენებს საკუთარ სისუსტეს. ის მზად არის მოგისმინოთ როცა პრობლემები გაქვთ და დაგეხმაროთ, მაგრამ საკუთარ ცრემლებს არასოდეს გაჩვენებთ.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ რეალურად ასეთი ქალების უმეტესობა გულგატეხილები არიან. ისინი ცდილობენ ყველანაირ დარდს და ტკივილს მარტო გაუმკლავდნენ, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ფსიქოლოგიურად უარყოფითად მოქმედებს.

როცა ისინი საკუთარ თავთან მარტო რჩებიან დაუცველობის და მარტოობის შიში სტანჯავთ და მათ სძულთ მარტოობის მელანქოლიური საათები. ყოველივე კი შინაგანად ანგრევთ.
დღისით, სხვების თვალწინ მამაცი და დაუმარცხებელია, მაგრამ ღამით, საკუთარ თავთან მარტო - დაუცველი და მარტოობის შიშით შეპყრობილი. თუმცა ყოველ დილით ახერხებს ფეხზე მყარად დადგომას და ახალი ენერგიით არწმუნებს საკუთარ ძალაში გარშემომყოფებს.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
