საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რასაც საბჭოში მსოფლიო პრაქტიკით ხსნიან.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 85 191 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 10 732 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.41%.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი ევროკავშირის შავი ზღვის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ჯორჯიანა ბრატუ, ჯესიკა პაპუკა და მაგდალენა მოროშანი ქუთაისში პროექტის" BSB 457 მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა" მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 თებერვლამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 45 623 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 13 150 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 8 503 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.82%.