“მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში “ომიკრონის” ანტირეკორდები მყარდება - გამონაკლისი არც საქართველოა. მიუხედავად იმისა, რომ “ბუსტერ” დოზა ახალი შტამით გამოწვეულ მძიმე დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციისაგან დაცვის მაღალ დონეს კვლავ უზრუნველყოფს, კომპანია “ფაიზერმა” ეგრედ წოდებულ სამხრეთ აფრიკულ შტამზე გათვლილი ვაქცინის კლინიკური ცდა დაიწყეს. სპეციალისტები იმედს ამყარებენ, რომ ეს ის ვაქცინა იქნება, რომელიც ადამიანს მომდევნო შტამებისგან დაიცავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი ვაქცინა - “ყველა შტამის წინააღმდეგ ეფექტური იქნება”.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისაში, უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 64 412 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 397 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.5%.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28-30 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია მცირე ნალექი, რომელიც შენარჩუნდება ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა, დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში პროგრესს ვერ ხედავენ; ისინი ფიქრობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბესთან, კრიმინალთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და განათლებასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 73 250 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 699 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 23.87%.