აფეთქება ტყიბულის შახტაში - დაშავებული რვა პირი თბილისში გადმოიყვანეს
ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული რვა პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
ერთ-ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმის ინფორმაციით, მას სხეულის ზედა ნაწილისა და სასუნთქი გზების დამწვრობა აღენიშნება.
სხეულის დამწვრობა აღენიშნება კიდევ ოთხ პაციენტს. მათ კლინიკაში დამატებითი კვლევები უტარდებათ.
ტყიბულის შახტში შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
სიახლეები
- 17 თებერვლის ახალმთვარეობა მერწყულში - დროა, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ
- რატომ არ ერთვება აქტიურად ოპოზიცია პროტესტში - გაზაფხულის მოლოდინი
- "რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების განვითარებას აპირებს" - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 თებერვლისთვის
- უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
