ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ფაიზერთან კომუნიკაციისას სამინისტრო მათი წარმოების ვაქცინის 1 მილიონ დოზის მოწოდებაზე შეჯერდა, თუმცა მისივე განმარტებით, ჯერ გაურკვეველია, რა დროში და რა ფორმატით მოხდება ეს.
"ფაიზერთან მიმართებით, საბოლოო კომუნიკაციის შეჯერება მოხდა 1 მილიონ დოზაზე, თუმცა ველოდებით დასტურს, როდის და რა ფორმატით იქნება მოწოდება, ან რა განრიგი იქნება შემოთავაზებული ამ მილიონი დოზის მოწოდებაზე", - ამბობს ტიკარაძე.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია 2 ვაქცინით არის შესაძლებელი - ფაიზერით და ასტრაზენეკათი.
ჩინურ ვაქცინას, სინოფარმს ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროკავშირის და აშშ-ის ავტორიზაცია არ აქვს. მისით ეგვიპტეში, ბრაზილიაში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში იცრებიამ.
თბილისში, კლინიკა "მედ კაპიტალის" პედიატრიული განყოფილების ექიმი კორონავირუსზე აცრიდან 2 კვირის შემდეგ გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ყოველდღიური მაჩვენებლების თანახმად, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა COVID-19-ის ლაბორატორიული გაჟონვის ვერსიის გამოძიებისკენ მოუწოდა.
ზაზა თელია სოციალურ ქსელში ამჯერად შოკოლადის შესახებ წერს.
მოძრაობა ,,სირცხვილია" ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც FirstNews,ge უცვლელად გთავაზობთ: