“ჩემი აზრით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ მთავრობამ აღარ, უფრო სწორად, ვეღარ შეძლო ეპიდემიოლოგების მოსმენა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება.
ტესტირების შედეგად საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პიკში ვართ ახლა, ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მწარმოებელთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში, საქართველოში „რემდესივირი“ ხელმისაწვდომი იქნება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში, დილის მონაცემებით, დაახლოებით 350 თავისუფალი საწოლი და რამდენიმე ასეული სასუნთქი აპარატია.
ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან გაუჩინარებული მამაკაცის ძებნა გრძელდება. ძიების პროცესში სამედიცინო დაწესებულების უსაფრთხოების სამსახური და სამართალდამცავები ჩაერთვნენ.