ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას მოუწოდებს არ გამოიყენონ სამედიცინო საშუალებები დამოუკიდებლად
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას მოუწოდებს არ გამოიყენონ სამედიცინო საშუალებები დამოუკიდებლად, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის გარეშე.
მისი თქმით, კორონავირუსისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება პირბადის სწორად გამოყენება და დისტანციის დაცვაა.
"არავითარი სამკურნალო და მითუმეტეს პრევენციული საშუალება კორონავიურუსის წინააღმდეგ არ არსებობს. კორონავირუსისგან დაცვის ალბათობას ზრდის მხოლოდ ხელის ჰიგიენა და პირბადის სწორი გამოყენება, ასევე დისტანცია ადამიანებთან", - განაცხადა კულუმბეგოვმა.
ამასთან, იმუნოლოგის თქმით, ზოგიერთმა სამედიცინო საშალუებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანიც კი მიაყენოს ადამიანს.
"შეიძლება წყალბადის ზეჟანგის გამოყენებამ, შესაძლოა ადამიანს ისეთი ზიანი მიაყენოს, კორონავირუსისგან გამოწვეული ზიანი მონაგონი აღმოჩნდეს, ზოგიერთი ანტიბიოტიკის სახელიც ვრცელდება სოციალურ ქსელში და ამბობენ, რომ ეს არის 100%-იანი კორონავირუსის წამალი. ეს არის აბსოლუტური, მტკნარი სიცრუე ", - თქვა ბიძინა კულუმბეგოვმა.
სიახლეები
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
