საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რიო დე ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა – ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის სასახლეში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება – „ქალები დამოუკიდებლობისთვის: წარსულიდან მომავლამდე” გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობა და დიდი სიწმინდე...გამოსავალია სინანულსა და ურთიერთშენდობაში. ეს არის გზა ქრისტესი, ის გზა, რომელიც გვიანდერძა წმინდა სვიმონ კანანელმა. ეს არის იმ ძმური სიყვარულის აღდგენა, რომელიც მუდამ სუფევდა ჩვენსა და აფხაზებს შორის, ოსებს შორის... სახელმწიფო მაშინ ძლიერდება, როდესაც მისი მოქალაქეები ერთად შრომობენ, ერთად ლოცულობენ, ერთად აშენებენ მომავალს,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
„მთელმა საზოგადოებამ ძალიან მტკივნეულად განვიცადეთ თითოეულის დაპატიმრება. კიდევ უფრო მტკივნეული იყო, მათ შორის, მამაკაცი პატიმრებისთვის და აღარაფერს ვამბობ თავისუფლებაზე მყოფი პირებისთვის, ვინც შეესწრო ამ ყველაფერს, ქალების დაპატიმრება. ეს იყო ის, რამაც მე პირადად მათქმევინა, რომ საკუთარ დედას თუ დაუშავებდა სააკაშვილი რამეს, თორემ იმის იქით წმინდა არაფერი არსებობდა“-ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ „იმედში“ შევარდნის დროს იქ მყოფი ჟურნალისტების პატარა ნაწილი დღეს ამ მოძალადეების მხარეს არის გადასული,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.