"რატატუი" ბოსტნეულითა და პასტით
ინგრედიენტები:
- ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
- წითელი ხახვი - 1 თავი
- ნიორი - 1 კბილი
- ტომატპასტა - 1 ს/კ
- ბოსტნეულის ბულიონი - 900 მლ
- პასტა პენე - ან რიგატონი 350 გ
- ჩერი პომიდორი - 500 გ
- ბადრიჯანი - 400 გ
- ნაღები 20%-იანი - 3 ს/კ
- ოხრახუში - დაჭრილი, 0,5 ჭიქა
- გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 0,5 ჭიქა
სქელძირიან ღრმა ქვაბში გააცხელეთ ზეთი, მოხრაკეთ წმინდად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ ნიორი და ტომატპასტა, გაფცქვნილი და დაჭრილი ბადრიჯანი, ხრაკეთ 1 წუთის განმავლობაში.
ჩაასხით ქვაბში ბულიონი და აადუღეთ, ჩაყარეთ პასტა, დაუმატეთ პომიდორი ჩერი, ხარშეთ პასტის ბოლომდე მოხარშვამდე.
დაუმატეთ ნაღები, ამოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი ყველი და დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- "დაკავებულია სუს-ის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება"
- "დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის" - კაია კალასი
- 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- "15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება" - ეკონომიკის სამინისტრო
- 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
