პიცა მარგარიტას ისტორია და მომზადების წესი

იმის თქმა თუ ვინ გამოიგონა პიცა რთული სათქმელია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამ უგემრიელესი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძის ფესვები საბერძნეთში უნდა ვეძებოთ.

 

თავად ეს სიტყვაც ბერძნული სიტყვიდან pēktos მომდინარეობს, რაც სოლიდურს ან მყარს ნიშნავს. ძველი ბერძნები ხშირად მიირთმევდნენ პურს ზეთით, სხვადასხვა ბოსტნეულითა და ყველით. მოგვიანებით კი თანამედროვე პიცა, პირველად იტალიის ქალაქ ნეაპოლში გამოჩნდა რომელიც რაფაელ ესპესიტომ მოამზადა, პირველი პიცერიაც სწორედ ამ ქალაქში გაიხსნა 1830 წელს, სადაც მოგვიანებით 1889 წელს, სამეფო სასახლის თხოვნით, დედოფალი მარგარიტას საპატივსაცემოდ, რაფაელმა პიცის მოსამზადებლად საჭირო კლასიკურ რეცეპტს, პამიდვრის სოუსი დაამატა და პიცა მარგარიტაც ყველასათვის საყვარელი კერძი გახდა.

როგორ მოვამზადოთ პიცა მარგარიტა

დაგჭირდებათ:

  • 500გ ფქვილი
  • 30გ საფუარი
  • 1/2 ჩ/კ შაქარი
  • 2 ცალი 125 გრამიანი მოცარელა
  • 400გ პამიდვრის პიურე
  • 2 ს/კ ტომატის პასტა
  • 4-4 ს/კ გახეხილი პარმეზანი და ზეითუნის ზეთი
  • 1 კონა რეჰანი

აფუებულ ცომს დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი მარილი, ერთი საათში გააბრტყელეთ და გამოაცხეთ ცხიმ წასმულ ტაფაზე. ამის შემდეგ დაამატეთ ტომატის სოუსი, მარილი, პილპილი, პარმეზანის ყველი და დაჭრილი რეჰანი, მოასხით ცოტა ზეთი და დააბრუნეთ ღუმელში, 15 წუთში გემრიელი და მადისაღმძვრელი თავგადასავალი გარანტირებულია!

on.ge

წაკითხვა 1137 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.