რატომ უნდა ვჭამოთ შავი შოკოლადი
შავი შოკოლადის ან კაკაოს შვიდი სასარგებლო თვისება, რომელიც დადასტურებულია მეცნიერულად:
ძლიერი ანტიოქსიდანტი
ჩვენს პლანეტაზე არ არსებობს უკეთესი ანტიოქსიდანტი ვიდრე შავი შოკოლადია. კვლევებმა ცხადყო, რომ ნამდვილი შავი შოკოლადი აუმჯობესებს ჩვენს ჯანმრთელობას და ამცირებს გულის დაავადებათა რისკს.
მაღალი კვებითი ღირებულება
100 გრამი შავი შოკოლადი, რომელიც 70-85 % კაკაოსგან შედგება, შემცველობა:
ბოჭკო 11 გრამი
რკინა - რეკომენდებული დღიური ნორმის 67 %
მაგნეზიუმი - რეკომენდებული დღიური ნორმის 58 %
სპილენძი - რეკომენდებული დღიური ნორმის 89 %
მანგანუმი - რეკომენდებული დღიური ნორმის 98 %
პოტასიუმის, ფოსფორის, ცინკის და სელენიუმის მნიშვნელოვანი რაოდენობა.
შავი შოკოლადი კოფეინსაც შეიცავს, თუმცა არ იფიქროთ რომ ღამის ძილს პრობლემას შეუქმნით, კოფეინის რაოდენობა საკმაოდ მცირეა.
აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს სისხლის წნევის დონეს
კაკაოში შემავალი ბიოაქტიური ნივთიერებები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას არტერიებში.
ქოლესტერინი რეგულირება
შავი შოკოლადი ამცირებს დაბალი სიმკვრივის (ცუდი-LDL) ქოლესტერინს და ზრდის მაღალი ხარისხის (კარგი - HDL) ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში. აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას.
ამცირებს გულის დაავადებათა რისკს
დაკვირვებების შედეგად მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დრამატულად მცირდება გულის დაავადებების შემთხვევები, ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ შავ შოკოლადს.
მზისგან დამცავი ეფექტი
შოკოლადში შემავალი ფლავანოლები იცავენ ჩვენს კანს მზისგან დამწვრობისგან, აუმჯობესებენ სისხლის ცირკულაციას კანქვეშ და ხელს უწყობენ ჰიდრატაციას. თუ ზაფხულში რუჯი და ზღვისპირა დასვენება გაქვთ დაგეგმილი, აუცილებლად ჩაიტარეთ შავი შოკოლადით სუსნაობის კურსი. მთავარია გვახსოვდეს, რომ შავი შოკოლადი 100 გრამზე საშუალოდ 600 კკალორიას და ზომიერად შაქარს შეიცავს, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა მისი მიღებისას კალორიების საშუალო დღიურ ნორმას არ გადავაჭარბოთ.
ტვინის მუშაობის გაუმჯობესება
შავი შოკოლადი და მასში შემავალი ტრიფტოფანი და კოფეინი ჩვენს ტვინსაც ეხმარება უკეთ მუშაობაში, ტვინისთვის სისხლის მიწოდების გზით. ასაკოვან ადამიანებს კი კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებაში უწყობს ხელს.
გაფრთხილება: შავი შოკოლადის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მის შემადგენლობას და მწარმოებელს. შოკოლადი რომელიც სასარგებლოა მაღალი ხარისხის უნდა იყოს და კაკოს მაღალი შემცველობა ჰქონდეს.
შოკოლადი იმ მცირე პროდუქტთაგანია, რომელიც გემრიელიცაა და სასარგებლოც, მთავარია ზომიერების დაცვა.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი