ნამცხვარი ”ჰარმონია"
- 5 კვერცხი
- 180 გრ კარაქი
- 80 გრ არაჟანი
- 80 გრ ნაღები (33%-იანი) შეიძლება უფრო დაბალი პროცენტულობითაც.
- 200 გრ ფქვილი
- 250 გრ შაქარი
- 1 ჩკ გამაფხვიერებელი
- მწიკვი მარილი
- ვანილი
- ყურძენი ”ადესა” იგივე იზაბელა
მომზადების წესი
კვერცხის გულებს დავაყაროთ შაქარის ნახევარი და კარგად გავთქვიფოდ. ასევე შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი, მიქსერითვე შევურიოთ არაჟანი და ნაღები. დავაცრათ ფქვილი, გამაფხვიერებელი. დავუმატოთ ვანილი.
კვერცხის ცილებს+ მწიკვი მარილი და გავაკეთოთ ბეზე. ნელ-ნელა შევათქვიფოთ დარჩენილი შაქარი.
კვერცხის გულების მასაში შევურიოთ ბეზე ხის კოვზით, ძალიან ფრთხილად, თითი-თითო კოვზი და ამოვურიოთ ქვემოდან ზემოთ.
ყალიბს დავუფინოთ კალკის ქაღალდი, მოვუსვათ ზეთი ოდნავ და ეს მასა გადავიტანოთ. ზემოდან დავაყაროთ გარჩეული ყურძნის მარცვლები. რაოდენობა თავად განსაზღვრეთ. ცხობისას მარცვლები თვითონ დაიწევს დაბლა.
ვაცხობთ 200 გრადუსზე 35 წთ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
