ლეღვის სასარგებლო თვისებები

ლეღვი ყველგან არ ხარობს, მისი ტრანსპორტირება კი თითქმის შეუძლებელია: მკვახედ მოკრეფილი აღარ მწიფდება, მწიფე კი სწრაფად ზიანდება და ტრანსპორტირებას ვერ იტანს.

 

საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყნის ჰავას ლეღვი კარგად ეგუება, თითქმის ყველგან ხარობს და გემრიელი ნაყოფით გვანებივრებს. იგი ძალიან სასარგებლოა და ორგანიზმისთვის საჭირო უამრავ მინერალსა და ვიტამინს შეიცავს, თუმცა ბევრი უარს ამბობს ამ შესანიშნავი ხილის დაგემოვნებაზე ფიგურის გაფუჭების შიშით. გირჩევთ, დიეტის დროსაც კი, აუცილებლად ჩართოთ ლეღვი თქვენს რაციონში - ნედლი ხილის სახით ის არც ისე კალორიულია ( 100 გ =62 კ), თუმცა ლეღვის ჩირთან ნამდვილად გმართებთ ზომიერება( 100 გ=264 კ).

 

ცოცხალი ლეღვი შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის გრძნობას. თუ ძირითად კვებას შორის შუალედებში გამუდმებით წახემსების სურვილი გაწვალებთ და გული ძეხვიანი ბუტერბროდისკენ მიგიწევთ, სცადეთ და მის ნაცვლად ლეღვი მიირთვით.

 

ლეღვში დიდი რაოდენობით რკინაა და იგი რიგ შემთხვევებში ვაშლსაც ანაცვლებს. ასე რომ თუ ანემია გაწუხებთ, აუცილებლად ჩართეთ რაციონში ლეღვი.

 

ეს შესანიშნავი ხილი კბილის ემალს ამაგრებს, იცავს ღვიძლს. ამიტომ ვინც ალკოფოლს და ცხიმიან საკვებს ხშირად იღებს, მათთვის ლეღვი წამალიც კია. სწორედ ამ მიზეზით, ლეღვს ხშირად ამატებენ გარნირის სახით ღორის, ცხვრის, იხვის ხორცს.

 

ლეღვი გაციებისა და ძლიერი ხველის დროსაც ძალიან სასარგებლოა. ამ დროს მდუღარე რძეში გამომშრალ ჩირს ყრიან და 15 წუთი აყენებენ, შემდეგ კი თბილს სვამენ დღეში სამჯერ.

 

ლეღვის სიროპს მატონიზირებელი თვისებები აქვს, მადას აუმჯობესებს და საჭმლის მონელებასაც უწყობს ხელს. სასარგებლოა მათთვის, ვისაც მეხსიერებასთან პრობლემები აქვს, შარდკენჭოვანი დაავადებები ან რევმატიზმი აწუხებს.

 

ძველ დროში, ექიმები ლეღვს იყენებდნენ მკერდში ტკივილის, არითმიის და ბრონქიალური ასთმის დროს. პაციენტებს ურჩევდნენ მიეღოთ ეს ხილი უზმოზე და ყოველი ჭამის წინ.

 

ზოგიერთი ექიმის აზრით, ლეღვი შესანიშნავი საშუალებაა ნაბახუსევზე - რამოდენიმე ცოცხალი ნაყოფი ნებისმიერ სხვა საშუალებაზე უკეთ ხსნის უსაიმოვნო შეგრძნებებს.

 

ბეტა-კაროტინი, ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი, C და B ჯგუფის ვიტამინები, ანტიოქსიდანტები, ამინომჟავები - ლეღვში ყველაფერია თავმოყრილი. ასეთი შემადგენლობის წყალობით, მას მსუბუქი ანტიდეპრესანტიც შეიძლება ვუწოდოთ: აუმჯობესებს განწყობას, ებრძვის სტრესს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს იმუნიტეტს. თუ მძიმე და კონფლიქტური სამუშაო გაქვთ, აუცილებლად წაიყოლეთ სამსახურში ცოცხალი ან გამომშრალი ლეღვი და დღის განმავლობაში მიირთვით.

 

ლეღვს თქვენი გარეგნობის უკეთესობისკენ შეცვლაც შეუძლია. დაიდეთ მისი პიურე სახეზე, ხელებსა და დეკოლტეს ზონაზე, გამოიყენეთ როგორც თმის ნიღაბი - ლეღვი კანს ატენიანებს, კვებავს და აუმჯობესებს მის ფერს, ხოლო თმას ბზინვარებას ანიჭებს.

 

სასარგებლო და გემრიელი ლეღვისგან უამრავი რამის მომზადება შეიძლება: ჩაამატეთ სალათებში, გარნირად ხორცთან, გამოაცხეთ ღვეზელები და ტარტები. კლასიკურ შეხამებად ითვლება ლეღვის და თხის ყველის ან მოცარელას სალათა, ცოტაოდენი შავი ბალზამიკოთი და სალათის ფოთლებით. მართლაც საოცრად გემრიელია და მარტივი.

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 807 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.