ვაშლიანი ფუნთუშები
ინგრედიენტები:
გულსართი:
სოდა - 1 ჩ.კ
ზეთი - 75 გ
რძე - 100 გ
შაქარი - 100 გ
ხაჭო - 125 გ
ფქვილი - 300 გ
ვაშლი - 4 ცალი
შაქარი - 1 ს.კ
კარაქი - 1 ს.კ
მომზადების წესები:
ტაფაზე გაადნეთ კარაქი. დაამატეთ დაჭრილი ვაშლი და შაქარი, მოურიეთ და შუშეთ სანამ ვაშლი არ კარამელიზდება და გაშვებულ წვენს არ დაიშრობს. გააცივეთ.
ხაჭო, რძე და ზეთი შეურიეთ. დაამატეთ შაქარი და მწიკვი მარილი. შემდეგ დაამატეთ ფქვილი და სოდა. მოზილეთ ცომი.
მზა ცომი გაყავით 10 ნაწილად. თითოეული ნაწილი მოაგუნდავეთ, გააბრტყელეთ და ჩაუდეთ მომზადებული გულსართი. მოუკარით თავი, დაალაგეთ ქაღალდჩაფენილ ტაფაზე და გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი. გამოაცხეთ 20-25 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- "დაკავებულია სუს-ის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება"
- "დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის" - კაია კალასი
- 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- "15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება" - ეკონომიკის სამინისტრო
- 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
