კარტოფილის მობრაწულა ლორითა და ხახვით
კარტოფილის მობრაწულა ლორითა და ხახვით - უგემრიელესი სადილი მთელი ოჯახისთვის
ინგრედიენტები :
ყველი - 50.00 გ
კარტოფილი - 900.00 გ
მარილი - 1.00 ჩკ
პილპილი
რძე - 250.00 მლ
ხახვი - 120.00 გ
კვერცხი - 4.00 ც
ლორი - 120.00 გ
მომზადების წესი :
ხახვი და ლორი ერთად მოშუშეთ, დაახლოებით, 10 წუთით.
კვერცხს დაუმატეთ რძე, მარილი, პილპილი (თუ გნებავთ, მუსკატის კაკალიც) და ათქვიფეთ.
კარტოფილი დაჭერით თხლად დანით ან სპეციალურ სახეხზე.
ცეცხლგამძლე ფორმას წაუსვით კარაქი. ერთ ფენად დაალაგეთ კარტოფილი. თავზე მოაყარეთ მოშუშული ხახვი და ლორი. შემდეგ ისევ კარტოფილი და ა.შ. ბოლოს მოასხით კვერცხისა და რძის მასა და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 60 წუთით. დროის გასვლის შემდეგ თავზე გახეხილი ყველი მოაყარეთ კარტოფილს და დააბრუნეთ ღუმელში 10 წუთით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
