შოკოლადის ორცხობილა
ინგრედიენტები:
- შავი შოკოლადი (სამარხვო, 60-70%-იანი) - 120 გრ
- მცენარეული ზეთი - 50 მლ (5 დესერტის კოვზი)
- შაქარი - 140 გრ. (დაახლოებით, 6 ს.კ.)
- წყალი - 80 მლ.
- ფქვილი - 130 გრ. (5 ს.კ., თავმოუდგმელი)
- კაკაო - 30 გრ. (დაახლოებით, 6 ს.კ.)
- გამაფხვიერებელი - 1/2 ჩ.კ.
მომზადების წესი:
შოკოლადი დატეხეთ, ჯამში ჩაყარეთ და წყლის აბაზანაზე, მცენარეულ ზეთთან ერთად გაადნეთ.
მეორე ჯამში წყალი და შაქარი აურიეთ და ცეცხლზე დაადგით. სიროფი ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ აადუღოთ.
ორივე ჯამის შემადგენლობა შეაგრილეთ. მნიშვნელოვანია, რომ შოკოლადიც და სიროფიც ერთნაირად თბილი იყოს. ბოლოს სიროფი შოკოლადში ჩაასხით და აურიეთ.
ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი ერთმანეთში აურიეთ, შოკოლადს დაუმატეთ და ისევ კარგად აურიეთ.
ცომი საშუალო სისქის და წებოვანი იქნება.ცომი კოვზის ან სპეციალური ფორმების დახმარებით საცხობ ფირფიტაზე გადაიტანეთ და 180 გრადუსზე 9-10 წუთის განმავლობაში აცხვეთ.
წყარო: funtime.ge
სიახლეები
- “4 ოქტომბერს ვატარებთ ეროვნულ კრებას; ორ მილიონ მოსაწვევს ვარიგებთ და რამდენი მოვა, ეს უკვე სხვა ამბავია” – პაატა ბურჭულაძე
- ტრამპის თქმით, აშშ-ის სამხედროებმა ვენესუელელ ნარკოტიკებით მოვაჭრეთა გემზე 11 ადამიანი მოკლეს
- საბა სხვიტარიძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- “დასცინოდა სააკაშვილს, როდის ჩამოვაო და ახლა თვითონ გაუხდა ასარჩევი, რომელი გზებით ჩამოვა” - მაჭარაშვილი გახარიაზე
- “დიდი ხანია ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებს - დაყადაღების შემდეგ ორგანიზაციებს ფუნქციონირება გაუჭირდებათ” - ნინო დოლიძე