ცომისა და ვაშლის ხრაშუნა ჩხირები კარამელის სოუსით
ინგრედიენტები:
ფენოვანი ან ნახევრადფენოვანი ცომი - 2 ფირფიტა
წყალი - 1 ჭიქა
ყავისფერი შაქარი - 1 ჭიქა
სახამებელი - 1/2 ჭიქა
დარიჩინი - 2 ს/კ
ვანილინი - 1 ჩ/კ
მწიკვი მარილი
ვაშლი - 5-6 ცალი, საშუალო ზომის
კვერცხის გული - 1 ცალი, წასასმელად
შაქარი - მოსაყრელად
კარამელის სოუსი ან მოხარშული შესქელებული რძე - სერვირებისთვის
მომზადების წესები:
გარეცხეთ და გაფცქვენით ვაშლი, დაჭერით პატარა კუბიკებად.
პატარა ქვამში ჩაასხით წყალი, დადგით ცეცხლზე. დაუმატეთ ყავისფერი შაქარი, დარიჩინი, ვანილი და მწიკვი მარილი, აურიეთ და აადუღეთ. როგორც კი წამოდუღდება ჩაყარეთ დაჭრილი ვაშლი და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში.
გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
გაშალეთ ცომის ფირფიტები (თუ სქელია, გააბრტყელეთ თხლად), გადაიტანეთ გამოსაცხობ პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე, გაანაწილეთ ცომის ერთი ფირფიტის ზედაპირზე ვაშლის მასა, დააფარეთ მეორე ფირფიტა და შეუწებეთ კიდეები. წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და მოაყარეთ ცოტაოდენი შაქარი. შემდეგ კი დაჭერით ბასრი დანით ისე, რომ მიიღოთ საშუალო ზომის (სისქისა და სიგანის) ჩხირები. აცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.
სუფრასთან მიიტანეთ კარამელის სოუსთან (ან მოხარშულ შესქელებულ რძესთან ერთად)
წყარო:gemrielia.ge
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
