სალათა მაკარონითა და ბოსტნეულით
ეს სალათა საკმაოდ ნოყიერია იმისათვის, რომ გარნირად კი არა, დამოუკიდებელ კერძად მივირთვათ. და თუ მაკარონს ფერადს გამოიყენებთ, სალათა საოცრად ლამაზიც გამოვა.
ინგრედიენტები
- მაკარონი - 200 გ
- ბროკოლი - 1 პატარა თავი
- ყაბაყი - 1/2 ცალი
- ნიორი - 1-2 კბილი
- ყველი ფეტა - 100 გ
- პომიდვრის ჩირი - 8 ცალი
- ნედლი ბაზილიკი - რამდენიმე ღერი
- ლიმონი - 1/2 ცალი
- ზეითუნის ზეთი - 4 ს/კ
- თხილი ქეშიუ - 1 მუჭა
- მარილი
- შავი პილპილი
ბროკოლი დაანაწილეთ პატარა ყვავილედებად და გაშალეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე.
დაუმატეთ პრესში გატარებული ნიორი, მოასხით ზეითუნის ზეთი (2 ს/კ), მოაყარეთ მარილი და პილპილი და აურიეთ.
შეწვით ბროკოლი წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი.
ამასობაში მოხარშეთ მაკარონი მარილწყალში შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის თანახმად, შემდეგ გადაწურეთ.
დაჭერით პომმიდვრის ჩირი და ყაბაყი პატარა კუბიკებად.
მოათავსეთ სასალათეში პომიდორი, ყაბაყი, შემწვარი ბროკოლი და მაკარონი, დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ფეტა, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ლიმონის წვენი და დარჩენილი ზეითუნის ზეთი, აურიეთ.
სუფრასთან მიტანისას მოაყარეთ ბაზილიკის ფოთლები და თხილი ქეშიუ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
