პიცა ცომის გარეშე - მხოლოდ 5 წუთი დაგჭირდებათ
ამ რეცეპტისთვის ცომის მომზადება არ დაგჭირდებათ. პიცის ზედაპირის ფუნქციას ქათმის ხორცის ფარში შეასრულებს.
ინგრედიენტები
- ქათმის ფილე - 350 გ
- პური - 2 ნაჭერი
- მარილი - გემოვნებით
- ხახვი - 100 გ
- პიცის სოუსი - 3 სკ
- სოკო - 100 გ
- ყველი - 100 გ
- პამიდორი - 1 ც
ორი ნაჭერი პური დაალბეთ წყალში. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ქათმის ფილე და პური. დააყარეთ მარილი გემოვნებით.
გახეხეთ ყველი, დაჭერით ხახვი კუბიკებად, სოკო და პამიდორი - სასურველ ფორმებად.
გამოსაცხობ ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და გადაანაწილეთ ფარში.
ჯერ პიცის სოუსი გადაუსვით ზედაპირს, შემდეგ მოაყარეთ ხახვი, ყველი, სოკო და პამიდორი. ცოტა ყველი თავზეც მოაყარეთ და მწიკვი მარილი მოაფრქვიეთ.
გამოაცხვეთ 250 გრადუსზე 10-15 წუთის განმავლობაში.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი
